ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნაპოლი ტურინში დღეს არ ჩავა

კორონა ვირუსი

განრიგის მიხედვით ნაპოლი ტურინს დღეს უნდა სტუმროდა, თუმცა ნეაპოლური მედიის მტკიცებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ არა მიზანშეწონილად ჩათვალა გუნდისთვის ქალაქის დატოვება.

ორიოდე დღის უკან გახდა ცნობილი, რომ პიოტერ ზელინსკის და ელდჯიფ ელმას COVID-19 დაუდასტურდათ, რომელიც ჯენოასთან ჩატარებული მატჩის შედეგია.

გენულებმა მატჩის შემდეგ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მათ 14 ფეხბურთელს ვირუსი დაუფიქსირდა.

დაახლოებით ერთი საათის წინ იუვენტუსმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მათ ორ თანამშრომელს ასევე დაუდასტრდა COVID-19 და ნეაპოლელთა გადაწყვეტილება ამ ფაქტით არის განპირობებული.

სიტუაციიდან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ ლეგა სერია ა-ს პროტოკოლი წინააღმდეგობაში მოდის ადგილობრივი ჯანდაცვის სექტორის მიერ მიღებულ რეგლამენტთან.

შეგახსენებთ, რომ უეფას მიერ მიღებული დადგენილებით თუ გუნდს 13 ჯანმრთელი ფეხბურთელი ყავს, მაშინ მატჩი აღარ გადაიდება. სწორედ ამით ხელმძღვანელობს ლეგა სერია, რომელიც არ გეგმავს შეხვედრის გადადებას.

აქედან გამომდინარე, საინტერესოა თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

3 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
7 months ago

ნეაპოლელები მგონი ჩასტრახვას აპირებენ..იუვემ მაგრა გვკიდიაო მოედანზე ვიქნებითო..რას არ მოესწრება კაცი..

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<