ნედვედი: “ჰაველი ჩეხეთის ლეგენდაა”
2011 წლის 18 დეკემბერი ნამდვილად სამწუხარო დღე აღმოჩნდა ჩეხეთის რესპუბლიკისთვის. ვაცლავ ჰაველი, პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც წარმატებით იბრძოდა თავისი ქვეყნის კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოსტ-კომუნისტური ეპოქის შემდგომი ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი მომსწრე იყო ქვეყნის საწყისი ნაბიჯებისა, როცა ჩეხეთი გამოეყო სლოვაკეთს და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. მწერლისა და გავლენიანი ფიგურის სიკვდილმა გამოიწვია მთელი მსოფლიოს ჩეხი მოქალაქეების გულისტკივილი. დღეს თავისი ერის ყოფილი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი პაველ ნედვედმა მიაგო… “ჩეხეთის რესპუბლიკისათვის ეს ძალიან სევდიანი დღეა. ის იყო იმ თავისუფლების გამოხატულება, რომელიც ჩვენ მივიღეთ 1989 წელს და რომელიც მისი დამსახურება იყო. ის იყო პირველი პრეზიდენტი კომუნისტური რეჟიმის შემდეგ და ყოველი ჩეხი სცემდა მას პატივს, როგორც ერის ლეგენდას.
ნედვედმა შემდეგ ისტორიული ფაქტებიც გაიხსენა და 1989 წლის რევოლუციის შესახებ ისაუბრა: “მე მაშინ 17 წლის ვიყავი და ჯერ კიდევ პილსენში ვცხოვრობდი. მე დავდიოდი სკოლაში და ჩემს კლასელებთან ერთად მოვლენების განვითარებას უდიდესი ყურადღებით ვადევნებდი თვალს. ნათელი იყო, რომ რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი ხდებოდა და მისი რევოლუციის წყალობით ჩვენ თავისუფლება მოვიპოვეთ.”
“ბიანკონერების” დირექტორმა ძლიერ გულთბილად გაიხსენა ის მომენტი, როცა ის და ჰაველი ერთმანეთს შეხვდნენ 15 წლის წინათ: “ეს მოხდა 1996 წელს, როცა ჩეხეთის ნაკრებმა მეორე ადგილი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე. ის ჩვენთან ფინალის შემდეგ მოვიდა და ყველას მოგვილოცა წარმატება. ის, როგორც რიგითი ჩეხი ამაყი იყო ჩვენით და ყველას გვეხვეოდა. ეს ჟესტი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა ისევე, როგორც თავად ჰაველი.”
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
კარგი იყო …