” ნოთს ქაუნთი ” ტურინშია …
ტურინის ” იუვენტუსისთვის ” და მისი გულშემატკივრებისთვის , 8 სექტემბერი გახდება ისტორიული თარიღი . ეს საღამო ” ნოთს ქაუნთისთვისაც ” დაუვიწყარი უნდა გახდეს … კლუბისთვის , რომელსაც არაჩვეულებრივი მოგონებები აკავშირებს ტურინთან … ბრიტანულმა კლუბმა , უკვე დღეს მოინახულა არენა , რომელზედაც ხვალ იასპარეზებს . შემდეგ გუნდმა ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე გადაინაცვლა . ვარჯიშს ხელმძღვანელობდა მარტინ ალენი , რომელსაც თვალყურს ადევნებდა კლუბის გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი რეი თრიუ . ვინოვოზე ასევე ბიანკონერის პრეზიდენტი ანდრეა ანიელიც იმყოფებდა , რომელმაც სიმბოლური საჩუქარი გადასცა სტუმრებს . კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი : 108 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ” იუვენტუსმა ” და ” ნოთს ქაუნთიმ ” , მაისურები გაუცვალეს ერთმანეთს .
წყარო : იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი
ჩემი აზრით მაგარი სიმბულურია მაგრამ ურიგო არ იქნებოდა თუ ტორინოს ვეთამაშებოდით კარგი დერბი გამოვიდოდა

მესმის რომ დიდი მოგონებები აკავშირებთ ამ კლუბთან,მაგრამ რომელმე გრანდის მოწვევა არ ჯობდა? მაგალითად რეალის, მაგათ სულ ვაბახებთ მაინც
ჩემი აზრით რაც არ უნდა ლაითად გავუგოროთ ბურთი, მინიმუმ სამი ბურთის სხვაობით მაინც მოვუგებთ : )))
მანჩესტერს რა ვუქენით და ამგენს რა ნიჩია, 5-6 ბურთით მოვუგებთ
დღეს დიდი დღეა დიდი

ამათთან შეიძლება 3:3 ან 4:4 ითამაშონ, არ მგონია ძალიან მოინდომონ მოგება, გააგორებენ ბურთს, ისე, ლაითად…
ვიგებთ თუ ფრე?
ლინკები ხომ იქნება???
აუ ამათ რას ვუზავთ

21:30 იტალიური დროით და თბილისის დროით ალბათ 23:30 წთზე:)
ეს ცერემონიის დაწყების დროა მგონი, თამაში 00:30 იწყება თუ არ ვცდები
ხვალ რომელზეა გახსნის თამაში?? ან თვითონ ცერემონიალი რომელზე იწყება??? მადლობა ღმერთს ხვალ თავისუფალი ვარ და დიდი სიამოვნებით ვუყურებ