ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ორი მადრიდელი ტურინულ ჰორიზონტზე

მადრიდის რეალი შეიძლება ერთბაშად ორმა ესპანელმა შუახაზელმა დატოვოს და რაოდენ საინტერესოდაც არ უნდა ჟღერდეს, ორივე მათგანს ტურინულ გრანდს უკავშირებენ.

ისკო ალარკონთან დაკავშირებით აქამდეც არაერთხელ დაიწერა და ერთადერთი იმის თქმა ღირს, რომ როგორც ჩანს ახლა საქმე მართლაც დასასრულს მიუახლოვდა შუახაზელის კონტრაქტიდან გამომდინარე.

დღეისათვის ისკოს თავისთან ხილვა რამდენიმე ესპანურ და ინგლისურ კლუბს სურს. იუვენტუსიც საქმეშია, თუმც იმ შემთხვევაში თუ კი მოთამაშე ანაზღაურებას რაციონალურ ციფრებში დათანხმდება.

მეორე ესპანელი მარკო ასენსიო გახლავთ, რომელიც კარლო ანჩელოტის მხრიდან სათანადო ნდობით არ სარგებლობს.

მიმდინარე სეზონში 25 წლის მოთამაშე მინდორზე 11 ჯერ გამოჩნდა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

ამ ეტაპზე უცნობია, რა ფასად შეელევა სამეფო კლუბი ასენსიოს თუმცა საქმეში არსენალთან და მილანთან ერთად იუვენტუსიც ფიგურირებს.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

3.7 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x