ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად:”სერია ა 13 ივნისს განახლდება”

Seria a

Lega Seria a-ს განცხადებით, ჩემპიონატი 13 ივნისს განახლდება.

გუნდები ვალდებულები იქნებიან ყველა ის სამედიცინო პროტოკოლი გაიარონ, რომელიც შესაბამისი ორგანოების მხრიდან არის დაწესებული.

ორშაბათიდან განახლდება ინტენსიური წვრთნები, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემობა არსებობს.

იტალია გერმანიის მსგავს მოდელს არ გამოიყენებს, რომელიც გულისხმობს დაინფიცირებული მოთამაშის იზოლირებას.

ანუ პირობითად ბრეშას ფეხბურთელს, რომ დაუდასტურდეს COVID-19, მთელ ჯგუფს მოუწევს 15 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა.

მოახლოებული დღეები საკმაოდ საინტერესო განვითარებას გვპირდება და იმედი ვიქონიოთ, ყველაფერი წარმატებულად წარიმართება და სერია დაგეგმილ ვადებში დაიწყება.

სხვათაშორის სპორტის მინისტრმა ამ თემაზე განაცხადა, რომ თუ კი ერთ მოთამაშეს მაინც დაუდასტურდება ჩემპიონატის განახლდების შემდეგ კორონა ვირუსი, მაშინ სერია ა-ს სეზონი საბოლოოდ დაიხურება..

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<