ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პავანი:”საპონარა In – ჰერნანეში Out”

მასიმო პავანის განცხადებით ტურინელები სერიოზულად არიან დაინტერესებულნი რიკარდო საპონარას შეძენით, თუმცა ემილიური კლუბის ხელმძღვანელობა არ აპირებს ზამთარში მასთან განშორებას:“საპონარა პერსონალურად ალეგრის მოთხოვნაა.. ტოსკანელ სპეციალისტს მოსწონს იტალიელი ტრეკუარტისტა და ივნისში მაროტა კიდევ ერთხელ აპირებს ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას. მაქსი არც იანვარში იტყოდა მასსზე უარს, თუმცა ემპოლის ხელმძღვანელობის სახით გადაულახავ კედელს ხედავენ.. კლუბი არ განიხილავს წამყვან მოთამაშესთან სეზონის შუა პერიოდში დამშვიდობებას. ზაფხულში კი უკვე თავად ფეხბურთელს სურს უფრო მაღალ დონეზე ძალების მოსინჯვა. მაღალ კვალიფიციური გამთამაშებლის დამატება ტურინელთათვის მეტად აქტუალური საკითხია, რადგან ზაფხულში ინტერიდან მოყვანილი ჰერნანეში ვერაფრით ამართლებს გაცემულ ავანსებს. სავარაუდოდ მიმდინარე სეზონის ბოლოს ბრაზილიელი დატოვებს იუვეს და კარიერას თურქეთში განაგრძობს.. მისით ფენერბახჩეა დაინტერესებული”.

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<