ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაველ ნედვედი:”ერთმანეთს მსოფლიოს ორი საუკეთესო დაუპირისპირდება”

პაველ ნედვედი

გუშინ გამართული ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგად, იუვენტუსის ჯგუფში მოხვდნენ ბარსელონა, კიევის დინამო და ფერენცვაროში.

ბიანკონერის ვიცე პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა:

“ბარსელონასთან დაპირისპირება საოცარი იქნება.. ერთმანეთს ხომ მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი დაუპირისპირდება კრიშტიანო რონალდუს და ლეო მესის სახით.

თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ მირალემ პიანიჩის და არტურ მელოს ორთაბრძოლაც.. გარკვეულწილად მისი ხილვაც დამაინტრიგებელი იქნება. 

კიევის დინამოს სათავეში მირჩა ლუჩესკუ უდგას, რომელიც უკვე ყველაფერზე მეტყველებს. რუმინელი შახტარის ისტორიაშია შესული და ეს მატჩი ზამთარში რომ გამართულიყო, მეტი პრობლემა გველოდა. 

ფერენცვაროში განსხვავებულია.. ვიცი რა უნგრული ფეხბურთის შესახებ, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული რაოდენ ნიჭიერ მოთამაშეებზეა საუბარი. 

მთავარია კონცენტრირება არ დავკარგოთ, რადგან ეს ტურნირი ამას არავის არ პატიობს.” 

5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
7 months ago

რატომღაც ნოუ კამპი და მარსელო სალაიეტა გამახსენდა..კაცნაკლული იუვე და ისტორიული გამარჯვება..რა მაგარი პერიოდი გვედგა..

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<