ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაველ ნედვედი:”ლოკატელი? ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებთ”

პაველ ნედვედი

დღეს, იუვენტუსმა ოფიციალურად დაიწყო ახალი სეზონისთვის მომზადება. კონტინასაზე მაქს ალეგრისთან ერთად მთელი რიგი მოთამაშეები გამოჩნდნენ, რომლებიც ხვალიდან სამწვრთნელო სესიას დაიწყებენ.

პაველ ნედვედი ჟურნალისტებს შეხვდა და გარკვეულ საკითხებზე ესაუბრა:

“ალეგრისთან 5 წელი გავატარეთ და მასთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგეთ. ახლა მაქსი საოცრად მოტივირებული დაგვიბრუნდა და იმედი მაქვს, წინ კიდევ არაერთ დიდ წარმატებას მივაღწევთ.

მაურისიო სარისთან ერთად კარგი პერიოდი გავატარეთ, თუმცა იგი მართალია როდესაც ამბობს რომ სკუდეტო არასათანადოდ აღვნიშნეთ. შესაძლოა ეს უბრალოდ გადაღლისგან იყო გამოწვეული. სარი კარგი სპეციალისტია, რომელმაც გუნდის ათამაშება საკუთარ სტილში გადაწყვიტა. 

შემდგომ გამარჯვების მოპოვება ანდრეა პირლოსთან ერთად მოვინდომეთ და მასთან ერთად მეოთხე ადგილი უფრო ემოციურად აღვნიშნეთ, ისევე როგორც იტალიის თასის მოპოვება.

მანუელ ლოკატელი? ამ თემაზე სასუოლოს აუცილებლად დაველაპარაკებით. ევროპის ჩემპიონატის მსვლელობის დროს არ გვსურდა მისი შეწუხება, რადგან კონცენტრირებული მხოლოდ სანაკრებო ბატალიებზე ყოფილიყო.

იტალიელებმა საოცარი ერთსულოვნება და სიმტკიცე გამოიჩინეს, რითაც ჩემი აღფრთოვანებაც კი დაიმსახურეს, არადა მე იტალიელი არ ვარ.

კრიშტიანო რონალდუ ახლა შვებულებაში იმყოფება და მასთან დაკავშირებით, არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია კლუბის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით. შესაბამისად პორტუგალიელს დაახლოებით 25 ივლისისთვის კონტინასაზე ველოდებით.”


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია 

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x