პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”
პაველ ნედვედი
«ჩემი ნორმალური ცხოვრება»
(ნაწილი X)
ეძღვნება ივანას და ბავშვებს
გაუმარჯოს ინგლისს! (ერთი მნიშვნელოვანი წლის ისტორია)
როდესაც ვამბობ, რომ ფეხბურთი უცნაური მოვლენაა, ვგულისხმობ იმას, რომ მართლა ასე ვთვლი. როდესაც ვამბობ, რომ ფეხბურთი მშვენიერია, ვამბობ იმიტომ, რომ იქ ზოგჯერ ხდება დაუჯერებელი ამბები.
გახსოვთ იან კოლერი? იანი – ფეხბურთელი, რომელიც ერთი წლით ჩემზე პატარაა და კვლავ თამაშობს მაღალ დონეზე კანში. ის იყო და რჩება ძალიან ძლიერ თავდამსხმელად, სიმაღლით 2 მეტრზე მეტი, მშვენიერი ტექნიკური შესაძლებლობებით და შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემებით, მაგრამ პირველ რიგში ის არის შესანიშნავი კაცი, და მისი ისტორია, ერთერთი იმათთაგანია, რომელიც არც ისე იშვიათია 80-90-იან წლებში, მისი ისტორია შეგვიძლია შევადაროთ ტორიჩელის ისტორიას.
იანმა დაიწყო ფეხბურთის თამაში ადრეული ბავშვობიდან, რამეთუ მამამისი იყო მწვრთნელი და პირველი ნაბიჯები ფეხბურთში მან გადადგა პროვინციულ სამოყვარული გუნდში, ისევე როგორც მე. მის გუნდს ერქვა „სმეტანოვა“ ქალაქი ლჰოტა და ჯერ კიდევ საბავშვო გუნდში ის გამოირჩეოდა თავისი სიმაღლით, ამიტომაც მას აყენებდნენ კარში. შემდეგ, 18 წლისაკენ, როდესაც იმედისმომცემი ბიჭებმა დატოვეს გუნდი და გადავიდნენ უფრო ძლიერ კლუბებში, იანმა დაიწყო თავდასხმაში თამაში; მან გადაწყვიტა ეცადა ბედი ამ პოზიციაზე და არც უოცნებია დიდ ფეხბურთზე.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც უკვე დასერიოზულდა, მან იშოვა სამსახური. ის თამაშობდა დაბალ ლიგებში და მუშაობდა ბანკში, ის გაჩენილი იყო წყნარი და სტაბილური ცხოვრებისათვის, ხოლო ფეხბურთი იყო მისთვის მხოლოდ ჰობი. მაგრამ იანმს მხედველობიდან გამორჩა ერთი რამ – მას ჰქონდა ტალანტი.
გარკვეულ მომენტში დაიწყეს საუბარი გიგანტზე, რომელსაც გააქვს ათასობით გოლი. თითქმის თითოეულ მატჩში კლუბების რეზერვების ჩემპიონატისა, და თითქმის ყველა – თავით. მისით დაინტერესდა პრაღის სპარტა.
როდესაც შენი ხილვა სურთ ქვეყნის პირველ კლუბში, შეუძლებელია თქვა „არა“… თუ რა თქმა უნდა შენ არ გქვია იან კოლერი. იანის პასუხი შესანიშნავი იყო, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მე მასზე მეამბო, იმისათვის, რომ თქვენგ გაგეგოთ, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ფეხბურთი და რამ მოგვცა სტიმული ჩვენ, იმ წლების ახალგაზრდა ჩეხ ფეხბურთელებს.
იანმა უპასუხა, რომ მას არ აქვს საკმარისი დრო.
ასე მარტივად, ყოველგვარი ეჭვების გარეშე. მან თქვა, რომ ის მუშაობს და ვერ შეძლებს პირველ გუნდში ვარჯიშს და რომ მას უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს…
ის ძალიან ძლიერი იყო, თუმცა ფეხბურთს მხოლოდ გართობად თვლიდა, ის თამაშობდა, რომ ფორმაში ყოფილიყო და მიეღო სიამოვნება, ეს ყოველთვის მისი ძლიერი მხარე იყო, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, წლების მანძილზე ის ნამდვილ ჩემპიონად ჩამოყალიბდა, მას არასდროს არ ავიწყდებოდა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თამაშია, ყველაზე მშვენიერი თამაში მსოფლიოში. როდესაც, ის ბოლოს და ბოლოს დათანხმდა კონტრაქტზე ხელის მოწერას სპარტასთან, მე უკვე 2 წლის სტაჟი მქონდა ძირითად შემადგენლობაში თამაშისა, მასთან ერთად კი კიდევ უფრო კარგი იყო. მქონდა პატივი ჩამეკიდებინა ბურთები მის მელოტ თავზე და მეხილა თითქმის ბავშვური სიხარული ყოველი გატანილი გოლის შემდეგ.
1994 წელს ჩეხეთის რესპუბლიკას ძალიან გაუმართლა, რამეთუ მას ყავდა ბევრი ფეხბურთელი – ტალანტი, რომლებიც თვლიდნენ რომ ფეხბურთი არის თამაში ჯანმრთელობისათვის, და თამაშობდნენ თავის თავის და გულშეამტკივრის გასართობად.
იმ წელს მე მქონდა დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, ეს მოხდა 5 ივნისს ამხანაგურ მატჩში ირლანდიის წინააღმდეგ, „ლინდსაუნ როუდ“-ის სტადიონზე დუბლინში, (მე მგონი ეს ყველაზე ძველი მოედანია ქვეყანაში), ცოტა მოსაწყენიც, მაგრამ მდიდარი ისტორიით და თავისი ლეგენდებით. ის დახურეს 2006 წელს. როდესაც ვთამაშობდა იმ მატჩში, სტადიონს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჩატარებული რეკონსტრუქცია და ტრიბუნების ქვეშ გვირაბში გადიოდა რკინიგზა .
პატარაობიდანვე ვოცნებობდი ნაკრებზე, ამაში არაფერი უჩვეულო არ არის, ყველა ბავშვს სურს ჩაიცვას ეს ფორმა!
მე და ტომაში საათობით ვთამაშობდით ერთი ერთზე და მე მიწევდა პირველს ამერჩია გუნდი და ყოველთვის ვირჩევდი ჩეხოსლოვაკიას. მაგრამ მიაღწიო ამას რეალობაში, მიიღო გამოძახება ტელეფონით – ეს მართლაც ენით აღუწერელი გრძნობაა, განსაკუთრებით თუ ეს ხდება მაშინ როდესაც არ ყოფილხარ არანაირ ახალგაზრდულ ნაკრებში – და პირდაპირ ქვეყნის ძირითად გუნდში გიწევს თამაში. ამას გარდა, გუნდი ჯერ კიდევ აშენების პროცესში იყო, და მე ვიცოდი, რომ თუ შევძლებდი იქ ფეხის მოკიდებას, მაშინ შევძლებდი ისტორიაში ჩემი გვერდის ჩაწერას და ამიტომ ვგრძნობდი მოლოდინის წნეხს, საკუთარი მოლოდინის. დავჯექი სკამზე, და მატჩის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე, როდესაც ვიგებდით 3-1 შევედი მოედანზე. გოლები გაიტანეს სუხოპარეკმა და კუკამ (2გოლი). 90-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა უგრინმა თქვა, რომ მე გავიდოდი ნემეცის ნაცვლად, მოედანზე, ნემეცისა რომელიც იყო ჩემი კუმირი.
ის მომენტი ათასჯერ წარმომედგინა, მაგრამ რეალობაში სულ სხვაგვარია, რაღაც დაჩქარებული სიგიჟის მსგავსი, როგორც ვიდეოჩანაწერი, რომელსაც მაქსიმალურ სიჩქარეზე უყურებ.
ვითამაშე მხოლოდ 3 წუთი, მაგრამ იმდენად დავიმუხტე ემოციებით, რომ მოვახერხე და დავკარგე ბურთი საჯარიმო მოედანში და ვაჩუქე ის ირლანდიელებს, რომლებმაც დაარტყეს და ბურთი მოხვდა ძელს. რამოდენიმე მოძრაობით დავთესე პანიკა გუნდში და მიუხედავად იმისა, რომ მატჩს ქონდა ამხანაგურის სტატუსი, უგრინი ყვიროდა გიჟივით, დავიბენი და ვიხსენებ იმ დებიუტს როგორც ერთერთ უცნაურ მომენტს ჩემს კარიერაში.
მოკლედ ყოველთვის შემეძლო საკუთარი ემოციების კონტროლი, სიმშვიდე ყოველთვის იყო ჩემი ძლიერი მხარე და ყოველთვის მიწევდა სინანული დაუფიქრებლად გადადგმული ნაბიჯის გამო. ინსტიქტურმა მოქმედებებმა საფეხბურთო მოედანზე ზოგჯერ შესაძლოა სიცოცხლე გადაგირჩინონ, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა დიდი სიხარული დაკარგინოს, როგორც ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2003 წელს. მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ…
მატჩის ცხელ მომენტებზე რეაქცია დამოკიდებულია ტემპერამენტზე და ხასიათზე ფეხბურთელისა; არიან ისეთები, ვისაც შეუძლია მოიგოს სირბილით თან დაძაბული ნერვებით, ემოციებით და არიან ისეთები, დიდი ჩემპიონები, რომლებიც თამაშს აქცევენ ნამდვილ ხელოვნებად, მაგრამ მე ასეთი არ ვარ.
ყოველთვის ვიყავი მობილიზებული სიმშვიდის შენარჩუნებაზე და პირველ რიგში, ვცდილობდი, ისე გამეკეთებინა, რომ სიმშვიდე დაეკარგათ სხვებს, არ ვაძლევდი უფლებას გარეშე ფაქტორებს ემოქმედათ ჩემზე, იქნებოდა ეს მოწინააღმდეგის გულშეამტკივრები თუ ოპონენტების პროვოკაციები. ვცდილობ დავრჩე მშვიდად, იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში უფრო მეტის გაკეთება შემიძლია, შემიძლია თამაშის წაკითხვა და სიტუაციის შეფასება და მაქსიმალურად სწრაფად ვცდილობ მოვახდინო რეაქცია ნებისმიერ ცვლიელებაზე. მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი, და არ დავკარგავდი სიმშვიდეს, რომ არა ემოციები, რომლებიც მქონდა ეროვნული ნაკრების მაისურით მოედანზე თამაშით.
ჯამში ყველაფერი კარგად დასრულდა, და ჩვენ არ გავუშვით გოლი, ხოლო დანარჩენ სამ წუთში შევძელი კიდევ უფრო მეტის გაფუჭება რის გამოც გასახდელში უგრინი ამ ეპიზოდს გაგებით მოეკიდა, ისევე როგორც სხვა თანაგუნდელები.
იბადებოდა დიდი გუნდი. მას შემდეგ 2006 წლის ჩათვლით მე ვითამაშე ნაკრებში 91 მატჩი, ამდენივე ჩემმა მეგობარმა იან კოლერმა. ჩვენზე მეტის თამაში მოახერხა მხოლოდ პობორსკიმ (118 მატჩი) და თუ რამე სასწაული არ მოხდა და თუ იანს არ გამოიძახებენ ნაკრებში (და იმის გამო, რომ ვიცნობ მას სულაც არ გამოვრიცხავ ამ შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ მას ცოტა დაეკარგა სისწრაფე და რეაქტიულობა) ვფიქრობ, რომ ეს მაჩვნებლები არ შეიცვლება. პირველი – კარელი, მე და კეთილი გიგანტი – მეორეები.
1996 წლის ევროპის ჩემპიონატი თამაშდებოდა ინგლისში, საკვალიფიკაციო ჯგუფი კი გვქონდა არაჩვეულებრივი და საინტერესო.
ატმოსფერო ნაკრებში იდეალური იყო და ჩვენი ენთუზიაზმი გადაეცემოდა ხალხს, მთელს ერს, რომელსაც პირველად მოუწია საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა ახალი დროშით.
ჩვენ ვდომინირებდით ჩვენს ჯგუფში და მოვიგეთ იგი 21 ქულით, გავასწარით რა ჰოლანდიას. წავაგეთ მხოლოდ ერთი მატჩი და უკანასკნელ მატჩში საკუთარ მოედანზე ჩვენ არაჩვეულებრივად დაგვხვდნენ, გულშემატკივრები ტაშს გვიკრავდნენ ისე, თითქოს ჩვენ უკვე მიღწეული გვქონდა მიზნისათვის. ის გუნდი იყო იდეალური შერწყმა ტალანტის მქონე ფეხბურთელებისა, რომელთაც დიდი გამცდილება ქონდათ მაგ: ნემეცი, კადლეცი და კუკა და ახალგაზრდა, დიდი იმედების მომცემი ფეხბურთელებისა როგორებიც ვიყავი მე, ბერგერი, შმიცერი და პობორსკი. ჩვენ არ ვიცოდით, როგორ შევძელით, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – ეს ძალიან კარგი იყო. ნაწილობრივ, როდესაც დასაკარგი არაფერი გაქვს, გამარჯვებები მოდის დაძაბული ნერვების ხარჯზე.
როდესაც ჩატარდა კენჭისყრა ტურნირის ფინალური ეტაპისა, არავის არ ჯეროდა ჩვენი წარმატების და ყველა განწირულად გვთვლიდა.
პრაღაშიც კი თანაგრძნობით გვიღიმოდნენ: იტალია, გერმანია, რუსეთი ჩვენ სადღა?თუმცა ყველა ხედავდა გამარჯვებას და უპრატესობა ჰოლანდიასთან, გამარჯვებას ყველგან, რაიმე პრობლემებისა და დაღლის გარეშე, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც არ გვაფასებდნენ.
შეკრება და შემდეგი ეტაპი მომზადებისა, ტურნირის მოახლოებასთან ერთად იძაბებოდა, ჩვენი კოლექტივი უფრო გავდა ოჯახს ვიდრე გუნდს, ნამდვილი ბირთვი სიყვარულისა და მეგობრობის, რომელსაც თვითოეული ჩვენგანი ცდილობდა რომ გაეფართოვებინა, მოყავდათ რა თავისი ახლობლები. ივანა ჩემთან ერთად იყო ყველა ეტაპზე და თავად ჩემპიონატის დროსაც.
ჩვენ სერიოზულად არ აღგვიქვავდნენ, იმდენად არ აღგვიქვავდნენ, რომ ჩვენი დებიუტის მატჩში არავინ არ უარყოფდა პროგნოზს. პირველი მატჩი წავაგეთ გერმანიასთან 2-0, შანსის გარეშე. გერმანია ბევრად ძლიერი ჩანდა, გუნდი, რომელსაც ვერცერთხელ ვერ მოვუგეთ. მატჩის შემდეგ ვუყურებდით ერთმანეთს და ვცდილობდით აგვეხსნა – ჩვენ ტურნირზე ტურისტებად ჩამოვედით თუ გვინდა ნამდვილი თამაში.
რა თქმა უნდა ეს პროვოკაციული ნათქვამია, რადგან გუნდში იყვნენ ხალხი რკინის ხასიათის, ვეტერანები, და ისეთი ფეხბურთელი, როგორიც იყო ნემეცი არ აპირებდა ვინმეს დასაცინი გამხდარიყო და დაეკარგა სახე, გამხდარიყო ტურისტი. ჩვენ კი ახალგაზრდები, ვსაჭიროებდით შეხებას ასეთ გრანდიოზულ მოვლენასთან, ქაოსთან და ხშირი მატჩების სტრესთან, გულშემატკივრებთან. თითქოს ყველა გაგიჟდა ფეხბურთით და დიდი ერების ერთმანეთტან მატჩებით. ცხოვრების სტილის შეჯახებებით, რომელიც ვლინდებოდა მათი თამაშის სტილში. ყველაფერი ეს იყო ჩვენთვის ახალი, მაგრამ ჩვენგ ადავწყვიტეთ, რომ ეს იყო ხელსაყრელი სიტუაცია ყველაფრისადმი მისაჩვევად უმოკლეს ვადებში და რომ სხვა შესაძლებლობა შესაძლოა აღარც გვქონოდა.
თუმცა გუნდში კლიმატი არ შეცვლილა, იმ პერიოდის შემდეგაც კი, რომელიც ურთულესი გვეჩვენებოდა. არავის არავინ არ დაუდანაშაულებია, იმიტომ, რომ ყველა ხვდებოდა, რომ ერთად შეკრულობის გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა და რომ ჩვენი ძალა იყო კოლექტიურ მოქმედებებში ისევე როგორც ორკესტრში, სადაც თითოეულს რიგრიგობით შეეძლო იმროვიზირება და სოლისტობა, რის საშუალებასაც გვაძლევდა ტალანტი. ამას გარდა, ჩვენ ვერ ვგრძნობდით წნეხს ამ მოვლენისა, რადგან ვიყავით სახლიდან შორს და არ გვახლდა ბევრი გულშემატკივარი. ჩვენ შეგვეძლო თამაში დაუძაბავად.
ყოჩაღ ვლად, ასეთ ტემპში გააგრძელე, ძალიან საინტერესოა
არავის არაფერი არ წაუშლია .. ეტყობა სისტემა გადაიტვირთა .. იცის ხოლმე
შემდეგ თავს ველოდები
ფანტასტიურია !!!
გეტანხმები, მაგრამ კომენტარი რატომ წამიშალეთ: საიდან არის თქო ეს დაწერილი იმას ვკითხულობ მე.
წიგნია ავტობიოგრაფიული…. რას გუისხმობ “საიდან არის დაწერილში”? მე არ მომიგონებია
ვიცი რომ შენ არ მოგიგონია. აჰა, ანუ მაგის წიგნი გაქვს და იქიდან წერ? თუ რომელიმე საიტიდან თარდგმნი?
ხო უცხოური საიტიდან თარგმნის