ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”

პაველ ნედვედი


«ჩემი ნორმალური ცხოვრება»

(ნაწილი XI)

ეძღვნება ივანას და ბავშვებს


გაუმარჯოს ინგლისს! (ერთი მნიშვნელოვანი წლის ისტორია)

1996 წლის 11 ივნისი, იტალია პირველად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და განსაზღვრა კიდეც ჩემი ბედი. აძურას წინააღმდეგ ჩვენ ვითამაშეთ ლივერპულში, ეს იყო პარასკევს საღამოს.

ჩვენ გავედით მოედანზე შემდეგი შემადგენლობით: კოუბა, ლატალი, ჰორნიაკი, კადლეცი, სუხოპარეკი, ნემეცი, ბეიბლი, ბერგერი, კუკა და … რა თქმა უნდა მე!

იტალიას წარმოადგენდნენ ისეთი ფენომენალური ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ მალდინი, კიეზა, დონადონი და ალბერტინი, ხოლო სათადარიგოთა სკამზე იჯდნენ ძოლა და კაზირაგი. ისინი იყვნენ მსოფლიოს ვიცე ჩემპიონები, მათ მხოლოდ და მხოლოდ პენალტებში დათმეს ფინალი ბრაზილიასთან. წვრთნიდა მათ საკი. ჩვენ გვეჩვენებოდა, რომ არანაირი შანსი არ გვქონდა და მატჩზე გამოვდიოდით თითქოს უკვე წაგებულები.

მჯერა დავითის და გოლიათის ისტორია, იმ გაგებით, რომ ვიცი, შემთხვევების აბსოლიტურ უმრავლესობაში იმარჯვებს ის, ვინც უფრო ძლიერია, სწრაფია, ჭკვიანია. მოკლედ საუკეთესო.

ერთადერთი „მაგრამ“, არის ის, რომ მოედანზე უნდა იყო საუკეთესო და არა ქაღალდზე. ვფიქრობ, რომ იმ დღეს ჩვენ უფრო ძლიერები და უფრო მოტივირებულნი ვიყავით ვიდრე იტალია, რომელიც გამოვიდა მოედანზე შეცვლილი შემადგენლობით და არა იმ ფეხბურთელებით ვინც მოუტანა გამარჯვება რუსეთთან.

მახსოვს მთელი ცერემონია, მაგრამ ძნელად მახსენდება პირველი წუთები მატჩისა. თითქოს ბინდი მეფინება და არაფერი მახსოვს პირველი 4 წუთიდან, როდესაც დავინახე, რომ მარჯვნიდან შეიძლება კარგი შეტევების განხორციელება და მივხვდი, რომ იტალიელთა დაცვა ცუდად იდგა.

სწრაფი პასების შემდეგ თანაგუნდელები შეჯგუფდნენ ცენტრში და ჩავუკიდე ბურთი, რომელსაც იდეალური ტრაექტორია მივეცი. გადაცემის მომენტში მოვახერხე მუსის ზურგს უკან მოქცევა, რომელმაც ვერ გამოიცნო ჩემი ჩანაფიქრი და მივიღე ბურთი. ასე აღმოვჩნდი ერთიერთზე პერუცისთან და ახლო მანძილიდან დავარტყი ბურთს, ძირს დაუგდებლად. ერთით ნოლი ჩვენს სასარგებლოდ.

მატჩი გადავიდა ომში, სადაც იტალიამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება კიეზას გოლის წყალობით, რამოდენიმე წუთში, თუმცა ჩვენ უკვე გავმამაცდით იმდენად, რომ შევძელით კიდევ ერთი გოლის გატანა, ასევე პირველ ტაიმში. იტალია დარჩა 10 კაცით აპოლონის გაძევები შემდეგ და მეორე ტაიმი დაძაბულ ბრძოლაში გაგრძელდა, ჩვენ მოვიპოვეთ ჩეხეთის რესპუბლიკის ისტორიაში პირველი გამარჯვება ფინალურ ეტაპზე საერთაშორისო ტურნირისა, ისტორიული გამარჯვება მსოფლიოს ერთერთ უძლიერეს ნაკრებთან.

ამის შემდეგ შეგვეძლო გაგვეგრძელებინა ოცნება ჯგუფიდან გასვლაზე, რუსეთთან მატჩზე გავედით დამუხტულები. ეს მატჩიც ენფილდ როუდზე გაიმართა, სტადიონზე ლივერპულისა, რომელიც უკვე ჩვენი გვეგონა და დამატებით დამაჯერებლობას გვაძლევდა.

გერმანიამ პრაქტიკულად გაინაღდა საგზური პლეიოფში და სასწაულით თუ მოახერხდება გავარდნას, ჩვენ და იტალიას თანაბარი ქულები გვქონდა და უპირატესობა პირად შეხვედრაში, ამიტომ პლეიოფში გასასვლელად საკმარისი იყო იგივე შედეგის ჩვენება რასაც აჩვენებდა იტალია. წარმატებით გაძლიერებულებმა, დავიწყეთ ძალიან ძლიერად და 20 წუთში ვიგებდით 2:0-ს, მატჩის ბედი გადაწყვეტილს გავდა. ჩვენ მოვდუნდით და რადიოტრანსლაციიდან უკვე ვიცოდით, რომ იტალიამ ვერ გაუტანა გერმანელებს, ამან კიდევ უფრო დაგვაწყნარა.

ფეხბურთი შედგება სხვადასხვა მრავალი დეტალისაგან. ფიზიკური მომზადება, ტაქტიკური ცოდნა, კონკრეტული ფეხბურთელების იმპროვიზაცია და აგრეთვე რთული და გამოუცნობი მოვლენისგან რასაც ქვია ფეხბურთელთა ფსიქოლოგია. იმისათვის, რომ გამარჯვება გადააქციო მარცხად ცოტაც კი კმარა, რამოდენიმე შეცდომა, მოედნის რამოდენიმე მეტრის დაკარგვა, ტემპის დაგდება და ბურთის დაკარგვა – ყველაფერმა ამან შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს მატჩის ბედი.

რუსებს კარგი გუნდი ყავდათ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ცუდად ითამაშეს. ისინი ძალიან ამაყები იყვნენ და რა თქმა უნდა არ სურდათ სახლში დაბრუნება, მითუმეტეს სამი მარცხის შემდეგ და გოლის გაუტანლად. მათ გამოიყენეს ჩვენი მოდუნება და დაიწყეს თამაში.

პირველი გაიტანა მოსტოვოიმ, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე. შემდეგ თეთრაძემ გაგვითანაბრა ანგარიში. ჩვენ შოკში ჩავარდით საქმის ასე მობრუნების გამო, მაგრამ 2-2-ზეც ჩვენ გავდიოდით პლეიოფში, იმიტომ რომ იტალიაც ვერ იგებდა გერმანიასთან, ხოლო ძოლამ ვერ შეძლო პენალტის გატანა მატჩის დასაწყისშივე. შემდეგ დაიწყო კოშმარი, ჩვენ ცოტაც და ვაგებდით პასუხს მოდუნებისათვის.

85-ე წუთზე, რუსმა უცნაური გვარის პატრონმა (ბესჩასნიხ) გადაწყვიტა, რომ დადგა დრო ჩვენი ოცნებების დასამარებისა და გაგვიტანა გოლი 3-2 რუსეთის სასარგებლოდ. ასეთ ანგარიშზე ჩვენ ვტოვებდით ტურნირს ჩვენივე მოდუნების გამო და რომ ვერ შევძელით უპირატესობის შენარჩუნება.

თუმცა მატჩი არ იყო დასრულებული და იმ 3 წუთიდან გამოვიტანე ცხოვრების გაკვეთილი ჩემთვის და ჩემი გუნდისთვისაც: არასდროს არ დანებდე. გაორმაგებული ენერგიით დავიწყეთ ბრძოლა და ვცდილობდით გოლის გატანას და მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე შმიცერმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება, ამით ყველაფერი ადგილზე დადგა: იტალია წავიდა სახლში – ჩვენ კი მეოთხედფინალში.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
11 years ago

,,პირველი გაიტანა მოსტოვოიმ, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე. შემდეგ თეთრაძემ გაგვითანაბრა ანგარიში.” ომარ თეთრაძეზე ამბობს?

11 years ago
Reply to 

კი მე როგორც ვიცი… რუსეთის სახელით იყო ეგ

11 years ago

აბა აბა :))) ისე კაი ხანია იტალიას ევროპა არ მოუგია :))

ისე საინტერესოა ალციო უფრო უყვარს ნედვედს თუ იუვენტუსი…

Dutch
ადმინისტრატორი
11 years ago

გუშინდელი დღესავით მახსოვს ძოლას აცილებული პენალტი … იქ რუსეთ რომ იგებდა ხო საერთოდ …

ისე ვინ წარმოიდგენდა , რომ მაშინ ჯგუფში დიადი პაველი ჩაგვტოვებდა , რომელზედაც მომავალში იუვენტუსის ტიფოზერია ” ილოცებდა ” :forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x