ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”

პაველ ნედვედი


«ჩემი ნორმალური ცხოვრება»

(ნაწილი XII)


ეძღვნება ივანას და ბავშვებს


გაუმარჯოს ინგლისს! (ერთი მნიშვნელოვანი წლის ისტორია)



გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს  ყველა გადამწყვეტი მატჩისა იმ ევროპის ჩემპიონატზე.

ჩვენი დამლაგებლები, ოფიციალური დელეგაცია და ტექნიკური პერსონალი ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ სახლში წასასვლელად, მათ მოამზადეს ყველაფერი გასაფრენად. ნივთები, სავარჯიშო ეკიპირება, დაჯავშნეს ბილეთები თვითმფრინავზე და ნომრები სასტუმროში, ისე თითქოს მომდევნო დღე იყო უკანასკნელი ჩვენი იქ ყოფნისა. ასე იყო რუსეთთან მატჩის წინ, ასე იყო მომდევნო ორი მატჩის წინაც, მაგრამ უკვე რიტუალის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობდით მთელი მსოფლიოსაგან დახურულად, მშვენივრად ვიცოდი, რომ ნეხოდაში და მამაჩემთან მიდიოდნენ საინტერესო სატელეფონო ზარები.  მშვენივრად ჩავატარე მინიმუმ ორი მატჩი, და ჩემი ფასი, ისევე როგორც პობორსკის, ბერგერის და შმიცერის ძალიან გაიზარდა, თითქმის თავბრუდამხვევი გახდა. კერძოდ კი ვიცოდი, რომ  მაკვირდებოდა ერთი ჩეხი მწვრთნელი, ჩემი თანამემამულე, რომელიც უკვე დიდი ხანი იყო რაც ცხოვრობდა იტალიაში, რომელიც სასწაულების შედეგად, რომელიც მოახდინა სამხრეთულმა კლუბმა, ჩადგა სერია ა-ს ერთერთი ძლიერი კლუბის სათავეში, ეს კლუბი იყო – ლაციო.

ზდენეკ ზემანს ვსურდი თავისი კლუბისათვის, სხვა დროს მე არც დავფიქრდებოდი, მაგრამ იმ მომენტში მთელი ჩემი ძალა და აზრები დაკავებული იყო ეროვნული ნაკრებით. უფრო სწორად თავში მქონდა მხოლოდ ერთი აზრი, და თან ამასთან ერთად გვერდით მყავდა ივანა და ჩვენთვის ის პერიოდი იყო მშვენიერი და მნიშვნელოვანი – მოვლენების ქარცეცხლში ჩაისახა ჩვენი გოგონა, პატარა ივანა. ის ზაფხული მართლაც ჯადოსნური გამოდგა ყველაფერში. მშვენიერია, რომ ჩვენი გოგონა ჩაისახა ეიფორიისა და პროგრესის მომენტში, როდესაც ყველაფერი შესაძლებელი გვეჩვენებოდა და ეს მართლაც ასე იყო.

ჩემი შვილების როლის მნიშვნელობაზე ჩემს ცხოვრებაში მოგვიანებით გიამბობთ, ეხლა კი შემიძლია ვთქვა, რომ მათთან გატარებული თითოეული წამი – ნამდვილი საჩუქარია ჩემთვის და ივანასთვის. მათ შორის უცნაური რეაქცია ხალხისა, როდესაც იგებენ, რომ ჩვენს შვილებს ქვიათ ჩვენივე სახელები – სინამდვილეში კი ეს გარკვეული არჩევანია, სიყვარულის ჟესტი როდესაც ჩვენ უკვე აღარ ვიქნებით. რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ როდესაც აღარ ვიქნებით, სამყაროში მაინც დარჩება პაველი და ივანა, რომელთაც იგივენაირად ვეყვარებით, როგორც ჩვენ გვიყვარდა ისინი.

იმ ზაფხულს ვერც კი წარმოვიდგენდი, ჩემი ცხოვრების ასე წარმართვას, რომ მექნებოდა ასეთი ოჯახი.

ეხლა, როდესაც იმ დღეების ჩანაწერებს ვუყურებ, ვხედავ ჩემს თავს ახალგარდას, მოკლე თმებში, გამხდარს და ძალიან აღელვებულს.  მაშინ ვერც ვიოცნებებდი ასეთ ოჯახზე, და კარგია, რომ ყოველ დღე ვხედავ, თუ როგორ იქცევა ჩემი ოცნება რეალობად, ვბერდები ჩემს შვილებთან და ვგრძნობ, რომ გავაკეთე რაღაც კარგი, ტროფეების გარდა, გამარჯვებებისა და ჯილდოების გარდა, რომლებიც სულ დარჩება ყველას მეხსიერებაში. ვთვლი საკუთარ თავს გამარჯვებულად, მაგრამა არა იმიტომ, რომ ჩემზე ასე ფიქრობენ, არამედ იმიტომ, რომ ვიცი თუ რა მელოდება სახლში დაბრუნებულს.

დავუბრუნდეთ 1996 წელს. ჩვენ გველოდა მეოთხედფინალში პორტუგალიასთან დაპირისპირება და კვლავ დავიწყეთ ჩვენი რიტუალის ჩატარება, ანუ ბარგის ჩალაგება.

ყველა ამბობდა, რომ რთული იქნებოდა და რომ განვიცდიდით მარცხს, მაგრამ ამ ყველაფერს უკვე სხვა გამომეტყველებით ამბობდნენ, ჩვენ გვიყურებდნენ ეჭვის თვალით, თითქოს აღარ გვენდობოდნენ. ვიყავით იმ ჩემპიონატის კონკიები, რომლებმაც მოვახერხეთ და გავედით პლეიოფში, სიკვდილის ჯგუფიდან. პორტუგალიაც დიდი გუნდი იყო, მატთ შემადგენლობაში ყავდათ 20 წლამდელებში მსოფლიო ჩემპიონები: ლუიშ ფიგუ, რუი კოშტა, ფერნანდო კოუტუ, ჟოაო პინტუ… მათ ზედმეტი დატვირთვის გარეშე შეძლეს თავის ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა, რომელშიც მათ გარდა იყვნენ დანია, თურქეთი და ხორვატია. მოიგეს ორი მატჩი და ერთი ფრედ დაასრულეს. ისინი კარგად თამაშობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ  ახალგაზრდები ვიყავით, ვაჩვენებდით საიმედოობას, რომლებიც ვეტერანებისთვისაც მისაღები იყო. ბევრ მათგანს მშვენიერი კარიერა ჰქონდათ, განსაკუთრებით კი ლუიშ ფიგუს.

ლუიშთან დაკავშირებულია ერთერთი ყველაზე არასასიამოვნო ეპიზოდი ჩემი კარიერიდან და ერთერთი ყველაზე მტკივნეული – მისთვის. ის რამოდენიმე წლის შემდეგ მოხდა, 2007 წელს, როდესაც ჩემმა ვარდნამ უკნიდან მისთვის აღმოჩნდა ძვლის გადატეხვის მომტანი. ჩემთვის ეს ცხადია არასასიამოვნო იყო, ისევე როგორც ის თუ როგორი ზიზღითა და სიძულვილით წერდნენ სტატიებს, ისინი ვინც ჩათვალა, რომ მე ეს შეგნებულად გავაკეთე და თითქოს ეს ჯარიმა დეტალურად გათვლილი მქონდა. ასეთ დონეზე ეს არ კეთდება. ლუიში – ჩემპიონია, მართალია ის ჯარიმა ძალიან უხეში იყო, მაგრამ ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ასეთ რთულ ტრავმას მივაყენებდი. მან ეს იცის და ბოდიშიც მოვუხადე, რითაც ყველა ეჭვი გავფანტე, თუმცაღა მაინც მერჩივნა ეს ფაქტი მაინც მომეთხრო, იმიტომ, რომ ხშირად ისინი ვისაც არასდროს არ ჩაუცვია ფორმა და არ გამოსულა მოედანზე, საუბრობენ უაპელაციო ტონით და ძაბავენ სიტუაციას, რითაც აღრმავებენ სიძულვილს. ლუიში ლიდერი იყო და კარგად თამაშობდა და მომავალში მან ოქროს ბურთიც დაიმსახურა.

პორტუგალიასთან თამაში ყოველთვის რთულია, მათ შესანიშნავი ნახევარდაცვა ყავთ, დაცვაც საკამრისად ხისტია და ბურთს არ უშვებენ თვალთახედვის არედან. ისინი თამაშობენ შეუსვენებლად და თუ ყოველთვის ვერ გააქვთ, ეს მათი თამაშის მანერის ბრალია, რომელშიც სუფთა თავდამსხმელები იშვიათად მონაწილეობენ, უპირატესობა ენიჭებათ მათ, ვინც მონაწილეობს შეტევაში, მაგრამ მათ ძნელად გააქვთ გოლი…

ჩვენ შევხვდით პორტუგალიას ბირმინგემში 23 ივნისს, სტადიონი სავსე იყო, მატჩს მსაჯობდა გერმანელი კრუგი. პატარა დეტალი: არ მითამაშია იმ მატჩში, რადგან ორი ყვითელი ბარათის გამო მქონდა დისკვალიფიკაცია, ჯგუფური ეტაპიდან გადმოყოლილი. დისკვალიფიკაცია ბარათების რაოდენობის გამო – წყევლაა, რომელიც ძალიან ძვირი დამიჯდა ჩემს კარიერაში…

მატჩი თანაბარი იყო, საქმე მიდიოდა ფრისკენ, მაგრამ, ამ მატჩმა მაინც დაგვამახსოვრა თავი იმ ჩემპიონატის ერთერთი ყველაზე საუკეთესო გოლით, ერთერთი უმშვენიერესი გოლი, რომელიც ოდესმე მინახავს.

ის გაიტანა კარელ პობორსკიმ მე-8 წუთზე მეორე ტაიმისა რითაც დაარღვია მატჩის ბალანსი, მატჩისა, რომელი თითქოს დამატებით დროში უნდა გადასულიყო. გენიალური დარტყმა, ერთერთი შემოწმება ხარისხისა, რომელსაც უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით საფეხბურთო მოედნებზე. კარელმა გაიარა რთული გზა, გამოიყენა სერია რიკოშეტებისა პორტუგალიელი მცველების, ის აღმოჩნდა საჯარიმო მოედნის ხაზზე ერთიერთზე მეკარესთან ვიტორ ბაიასთან (ერთერთი სუკეთესო მეკარე იმ წლებისა). იმ მომენტში მან გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა ის, რასაც ყველა ფეხბურთელს სკოლაში ასწავლიან რომ არ უნდა გააკეთოს. მან დაივიწყა მეცნიერება და გამოიყენა მაგია. გადადგა ნაბიჯი კარისკენ და დაინახა, რომ ბაია მის შესახვედრად წამოვიდა, რათა შეემცირებინა კუთხე, კარელმა დაარტყა ბურთს ქვემოდან, იმის ნაცვლად, რომ დაერტყა ძალისმიერად.

ჩემთვის, რომელიც მოედნის გარეთ ვიყავი, დრო გაჩერდა, მთელი სტადიონი გაიყინა, მოჯადოებულნი უყურებდნენ უჩვეულო ტრაექტორიას ბურთის ფრენისა, რომელიც კარელმა მარჯვენა ფეხით მიანიჭა მას. ბაია აღმოჩნდა მოუმზადებელი და გაკვირვებული ამ უჩვეულო გადაწყვეტილებით, ისეთი მაღალი დარტყმულით, რომ იმ მომენტში მომეჩვენა, რომ ჩვენთვის არაფერი არ იყო შეუძლებელი, რომ თუ გაქვს ფანტაზია, არაფრის არ უნდა შეგეშინდეს. ბურთი გაეხვა ბადეში, მიუხედავად ყველაფრისა და მსოფლიომ გაიგო კიდევ ერთი დიდი ჩეხი ფეხბურთელის სახელი – კარელ პობორსკი. პატივს ვცემ მის არაჩვეულებრივ ტალანტს და ვფიქრობ, რომ კარელი არ დააფასეს სათანადოდ; ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის გადავიდა მანჩესტერ იუნაიტედში და შესაძლოა ეს შეცდომაც იყო, რადგან ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო და არ იცოდა ინგლისურად არცერთი სიტყვა, რის გამოც აღმოჩნდა იზოლირებული ახალგაზრდა ჩემპიონების გუნდში, რომლებიც უკვე მიჩვეულნი იყვნენ მოგებას და გამარჯვებებს ერთად. ბენფიკაში საქმე უკეთესად წავიდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარელი მართლაც იყო ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჩემი თაობისა: სწრაფი და ძალიან ტექნიკური, გამოუცნობი, მაგრამ საიმედო. ასეთი გოლის არ გამოყენება არ შეიძლებოდა და ბიჭებმაც ყველაფერი გააკეთეს ამისათვის მოედანზე, შეინარჩუნეს ეს უპირატესობა.

ჩვენ გავედით ნახევარფინალში და სანამ ალაგებდნენ ბარგს, ხოლო პრესა ბეჭდავდა, არ უჯერებდა საკუთარ თვალებს, ჩვენ ვემზადებოდით საფრანგეთთან სათამაშოდ, ზიდანის საფრანგეთთან …

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
david alkhanishvili
11 years ago

“დისკვალიფიკაცია ბარათების რაოდენობის გამო – წყევლაა, რომელიც ძალიან ძვირი დამიჯდა ჩემს კარიერაში…”– რეალთან ნახევარფინალში დაჩოქილი ეხვეწებოდა არ მიეცა ყვითელი და მეც დაჩოქილი ჯერ ვეხვეწებოდი სუდიას,მერე ვაგინებდი და მერე ერთი კაცურად თითო კურცხალი ბოღმის ცრემლიც დავღვარე,მასე რომ არ გავეწირეთ თასს ვერ წაგვართმევდა მილანი….

11 years ago

არადა ნედვედს რო მიცეს წითელი მაშინ თითქმის ყველანაირი იმედი გამიქრა ფინალის მოგები… ერთადერთი იმას ვიძახდი ამდენ ფინალს ხო არ წავაგებთ მეთქი მაგრამ … :( მაგდენი წაგებული ფინალი არავის არ აქვს მე მგონი..

shot10
11 years ago

ციტირება: “არ მითამაშია იმ მატჩში, რადგან ორი ყვითელი ბარათის გამო მქონდა დისკვალიფიკაცია”

ციტირება: “ზიდანის საფრანგეთთან …”

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x