პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”
პაველ ნედვედი
«ჩემი ნორმალური ცხოვრება»
(ნაწილი XIII)
ეძღვნება ივანას და ბავშვებს
პარალელური სიცოცხლეები
ზინედინ ზიდანისა და ჩემი გზა ათასჯერ აცდა და რეალურად არცერთხელ არ გადაიკვეთა. მთელი სერია შეუმდგარი მოვლენებისა, რომელმაც არ მოგვცა საშუალება გვეთამაშა ერთად, მხოლოდ ერთმანეთის ოპონენტებად, მატჩში ხანგრძლივობით 10 წელი.
ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიოანტზე გასამართ მატჩამდე ზიზუ უკვე ცნობილი იყო ჩეხეთისათვის, ეს მოხდა 1994 წლის 17 აგვისტოს, როდესაც ბორდოში ეს ორი ნაკრები დაუპირისპირდა ერთმანეთს ამხანაგურად. მე არ ვყოფილვარ მოედანზე (ეს იყო ჩემი პირველი გამოძახებები ნაკრებში და ჯერ კიდევ უნდა დამემტკიცებინა, რომ ვიმსახურებდი ადგილს ძირითად შემადგენლობაში) და ჩვენ ვიგებდით 2-0-ს გუნდის წინააღმდეგ, რომელშიც იყვნენ: კანტონა, ტურამი, ბლანი, ჟინოლა და ლიზარაზუ. 63-ე წუთზე მწვრთნელმა ემე ჟაკემ შეცვალა მარტინსი და გამოუშვა მოედანზე ეს ჯერ კიდევ ნაკლებადცნობილი ბიჭი, რომელიც ბორდოს რიგებში თამაშობდა და უკვე მოესწრო ადგილობრივი გულშეამტკივრების კუმირი გამხდარიყო.
შედეგი? მან გაგვიტანა ორი გოლი 16 წუთში, და მარცხი გადააქცია თავის პირად ტრიუმფად.
ამიტომ, როდესაც ჩვენ ვხვდებოდით, რომ ნახევარფინალში ევროპის ჩემპიონატისა უნდა გვეთამაშა მათ წიააღმდეგ, ჩვენ გარკვევით მივხვდით ორ რამეს.
პირველი – არის ის, რომ თუ ჩვენ ვითამაშებთ და ვაჩვენებთ ჩვენ თამაშს თან მშვიდად, მაშინ შევძლებთ მათ დამარცხებას.
მეორე – ზიდანი არ იყო მორიგი მოწინააღმდეგე, ის იყო ყველაზე ძლიერი.
ის იყო დარჩება რთული მახასიათებლების მქონე ფეხბურთელად, ვფიქრობ, რომ ფიზიკურმა მონაცემებმა ის განსაკუთრებული გახადეს რაღაც გაგებით: მაღალი, კოორდინირებული, არცთუ სწრაფი, მაგრამ ძლიერი, ზიდანი იყო შექმნილი შემტევი ფეხბურთისათვის, ერჩივნა ბურთის კონტროლი და არა მასთან ერთად სირბილი. ჩემი მახასიათებლები კი განსხვავდება, და იმ პერიოდში ჩვენ ორივენი ვიყავით ახალგაზრდები და არც ისე გამოცდილები, ჩვენ ვთამაშობდით, ენერგიით და ენთუზიაზმით სავსენი, იმის გაუაზრებლად, რომ ამით ვიძენდით შეუაფასებელ გამოცდილებას.
ეს იყო უცნაური მატჩი, თითქოს ჩვენ მოულოდნელად მივხვდით, რომ მიზანი წინ წასვლა იყო , ერთ ნაბიჯზე, და ჩვენ შეგვეშინდა, თითქოს პარალიზება გაგვიკეთდა.ჩვენ ცუდად ვთამაშობდით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შევძელით დამატებით დროში გადაყვანა იმ მატჩისა და შემდეგ კი – პენალტების სერიაში.
გუნდი, რომელსაც შევხვდით მანჩესტერში, შემდეგი 4 წლის შემდეგ იმარჯვებს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე, ყველგან დომინირებს. ახლაგაზრდათა ჯგუფი მაგრამ უვკე დასერიოზულებულების, რომელთაც ავარჯიშებდა ფეხბურთისა და გასახდელის კარგად მცოდნე მწვრთნელი. მათი თამაში განსხვავდებოდა ჩვენი თამაშისაგან: ჩვენსავით სწორხაზოვანი არ იყო და უფრო მეტად სანახაობრივი იყო ვიდრე ჩვენი. ჩვენ ვიცოდით, რომ ორგანიზებისა და ათლეტური გუნდის წანააღმდეგ ისინი იღლებოდნენ, რაც აჩვენა ჰოლანდიასთან გამარჯვებამ პენალტების სერიაში. ამიტომ ჩვენ ვცდილობდით გვეიძულებინა ისინი, რომ ერბინათ და არ ვაძლევდით საშუალებას ერთი შეხებით თამაშისა, იმის იმედად, რომ ისინი დაიღლებოდნენ.
ასე მივედით პენალტების სერიამდე და ეს იყო იდეალური მიმდევრობა დარტყმებისა – ჩვენ გავიტანეთ პირველი 5 პენალტი (მე მეორე ვიყავი), ისევე როგორც ფრანგებმა. ამის შემდეგ თითოეული შეცდომა შესაძლოა გადამწყვეტი ყოფილიყო, მაგრამ კოუბა მოწოდების სიმაღლეზე იდგა, მოიგერია პედროსას დარტყმული, ხოლო კადლეცმა გაიტანა თავისი რითაც გაგვიყვანა ფინალში.
საფრანგეთი 0 – 0 (5 – 6) ჩეხეთი. ევრო 1996
ჩვენ ვერ ვიჯერებდით, ჩვენს პირველ ოფიციალურ ტურნირზე ჩეხეთის რესპუბლიკი ნაკრები იბრძოდა ჩემპიონობისათვის და ეს იყო ჩვენი დამსახურება, ეს ჩვენ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა ფინალში. მეორე ნახევარფინალში ინგლისელები დამარცხდნენ ევროპის ჩემპიონატის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში. მუდმივი დაპირისპირება გერმანელებთან. არასასიამოვნო იყო იმის ყურება თუ როგორ ტოვებდნენ ისინი ტურნირს, მათ ტურნირს გაუკეთეს უნაკლო ორგანიზება, აირჩიეს იდეალური სლოგანი Football is coming home – ფეხბურთი ბრუნდება სამშობლოში. ის ნაკრები შედეგებოდა ისეთი ფეხბურთელებისაგან როგორებიც იყვნენ: ინსი, შირერი, პლატი და ადამსი. თითქოს, მათ ყველა წინაპირობა ქონდათ ჩემპიონობისათვის, მაგრამ ეს ასე არ იყო. გერმანელები – ნიშნავს გარანტიას, როდესაც საუბარია ნაკრებთა შორის ტურნირზე, ძლიერები არიან ისინი თუ სუსტები არ აქვს მნიშვნელობა, მათ აქვთ მემკვიდრეობა, ისინი დისციპლინირებულნი არიან და აქვთ გამარჯვების ისეთი წყურვილი, რომელიც მსოფლიოში არცერთ ნაკრებს არ გააჩნია. და ამას გარდა, მათ აქვთ ტალანტი, ეს უნდა აღინიშნოს!
ჩვენმა მომსახურე პერსონალმა დაიწყო კვლავ ბარგის ჩალაგება, ამჯერად უკანასკნელად: როგორც არ უნდა დასრულებულიყო შეხვედრა, ჩვენ უნდა დავბრუნებულიყავით სახლში. მე წყნარად ვიყავი და მატჩისთვის მქონდა ორი ერთმანეთის საპირისპირო გრნძნობა. ერთის მხრივ, მე ერთი სული მქონდა როდის ვითამაშებდით, როდის შევხვდებოდით გერმანიის ნაკრებს, რომ გაგვექვითა ჯგუფში მარცხი, მაგრამ პირველ რიგში კი მიდნოდა, რომ მეჩუქებინა ტროფეი ჩვენი ერისა და ხალხისათვის, რომ ამეფეთქებინა პრაღის ქუჩები და სიხარულით ამევსო მთელი ქალაქი. მეორეს მხრივ, კი მე მწყინდა, რომ ყველაფერი მთავრდებოდა, რომ უკვე დაიწყო უკუთვლა.
თითოეული ჩვენთაგანს აქვს მომენტი ცხოვრებაში, როდესაც უნდა, რომ ესა თუ ის პერიოდი გაგრძელდეს უსასრულოდ, და შედარებით ასაკიანი ხალხი ამას ეძახდა მადლს. ეს ისეთი მომენტებია, როდესაც გეჩვენება, რომ შენ დადიხარ დედამიწაზე 10 სანტიმეტრით მაღლა, სიმსუბუქე გაძლევს ილუზიას ფრენის, და გეჩვენება, რომ შეუძლებელი არაფერია.
იმ ზაფხულში ინგლისში ჩემი და ივანას ცხოვრება შეიცვალა, მოხდა ცვლიელებები, რომლებმაც ჩვენ გაგვზარდა და გაგვაბედნიერა. ვიცი მუდმივი კამათის შესახებ, შეიძლება თუ არა, რომ დიდ ტურნირებზე ფეხბურთელებმა წაიყვანონ მეუღლეები და საცოლეები, აგრეთვე მახსოვს ის ქაოსი ჰოლანდიელებისა, რომელთაც ჰქონდათ მანია დაკავებულიყვნენ სექსით ყოველი თამაშის წინ. ასე ვთქვათ, მე არასდროს არ განმიხილია ეს საკითხი სერიოზულად, რადგან ვთვლი, რომ პროფესიონალმა სპორტსმენმა უნდა იცოდეს თუ რა ჯობია მისთვის, თუ როგორი მომზადებაა, მატჩის წინ მისთვის უფრო ხეირიანი. უნდა ვთქვათ ისიც, რომ როდესაც ჩვენ დავბრუნდით ინგლისიდან, ივანა ორსულად იყო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მიხვდით, რომ მე ამ ყველაფერზე ვფიქრობ…
ხუმრობა იქეთ გადავდოთ, ვფიქრობ, რომ მამობა – ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, მშვენიერი და წრფელი და არ არსებობს, რომ ამას შეხვდე გაცნობიერებული. მე ეს მომივიდა, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, შესაძლოა მათთვის, ვინც დაკავებულია ჩემი საქმით, ეს მარტივი ასარჩევია, რადგან ჩვენ არ გვაქვს მატერიალური პრობლემები და ოჯახი არის ჩვენი თავშესაფარი და პრიუტი, განსაკუთრებით საზღვარგარეთ.