პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”
პაველ ნედვედი
«ჩემი ნორმალური ცხოვრება»
(ნაწილი XIV)
ეძღვნება ივანას და ბავშვებს
პარალელური სიცოცხლეები
1996 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მე ვიყავი 23 წლის, და ყველაფერი ნორმალურად მეჩვენებოდა – მე ივანასთან ერთად მრავალი წელია რაც ერთმანეთს ვიცნობდით და დიდ ხანია რაც ერთად ვიყავით. ის უკვე იყო ჩემი იმედი, ხოლო სამივე ერთად, ვთვლიდი, რომ კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებოდით. ადამიანის ხასიათზე ძალიან მოქმედებს ორსულობის მიმდინარეობა, გარემოება, რომელშიც ადამიანი იბადება, ხოლო პატარა ივანა ჩაისახა ეიფორიის მომენტში. ის აქტიურია და მხიარული, ასე რომ მან და მისმა ძმამ ჩვენგან აიღეს მხოლოდ საუკეთესო.
კიდევ ერთი მოვლენა, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრების გზა, უფრო რომანტიული და მშვენიერი იყო, მაგრამ ნაკლებად კონკრეტული. როგორც უკვე ვთქვი, ვიცოდი, რომ ჩემით დაიტერესებული იყო კრანიოტის ლაციო და ზემანი კარგა ხანს მაკვირდებოდა.
ზემანმა არაერთხელ შესთავაზა მათ ჩემი შეძენა წინა სეზონში, მაგრამ კრანიოტი არ იყო დარწმუნებული ჩემში და ფულის ჩადებაში. უფრო ცუდი მისთვის და მისი საფულისთვის, რადგან მაშინ ბევრად იაფის გადახდა მოუწევდა (დაახლოებით მილიარდი ლირა იყო სხვაობა – ეს სადღაც ნახევარი მილიონი ევროა), ვიდრე ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. დიდი ტურნირები არის უნიკალური ვიტრინა, ისევე როგორც მატჩები პოპულარული გუნდების წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევებში პრესისა და პუბლიკის ყურადღება მაქსიმალურია.
კარგად მახსოვს ანტონიო კასანოს ნათქვამი, ინტერის კარში გატანილი გოლის შემდეგ, ის მაშინ 17 წლის იყო, მას თავში მხოლოდ ერთი აზრი ქონდა: მე გავმდიდრდი! ეს სწორედ ასე მუშაობს, არიან გამონაკლისი ფეხბურთელები, რომლებიც კარიერას ატარებენ ჩრდილში, იმიტომ, რომ მათ არ მიეცათ შესაფერისი შანსი, იმის გამო რომ იმ დღეს, იმ თვეს, ან იმ პერიოდში ისინი არ იყვნენ საუკეთესო ფორმაში ან უბრალოდ არ ყოფნიდათ გამბედაობა. ტალანტი ფუნდამენტია, კიდევ გავიმეორებ და ვიტყვი, მაგრამ ხასიათი და იღბალი გვეხმარება მის ბოლომდე რეალიზებაში.
ინგლისში ყოფნის 20 დღეში შევძელი დავმდგარიყავი ადამიანად, რომელსაც იცნობს მთელი მსოფლიო, უკვე აღარ ვიყავი იმედისმომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელი აღმოსავლეთ ევროპიდან, ყველაფერი შეიცვალა. გავუტანე იტალიას და ჩავატარე შესანიშნავი მატჩი, იოლად გავუმკლავდი ზოგიერთ ძლიერ მოთამაშეს, ვაჩვენე ჩემი თავი კარგი კუთხით, ამიტომაც ჩემმა ფასმა ძალიან მოიმატა. მათ, ვისაც სურდა ჩემი შეძენა, მეტი უნდა გადაეხადა. თუმცა ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ავირჩევდი ლაციოს მრავალი მიზეზი გამო, რომელთაგან ერთი იყო ზემანი და მისი ცოდნა ჩეხური ფეხბურთისა. გუნდში ადამიანის ქოლა, რომელიც საუბრობს შენს ენაზე და პატივს გცემს, მნიშვნელოვნად გეხმარება კოლექტივთან შერწყმაში. მოკლედ, გერმანელთა წინააღმდეგ მატჩი ახლოვდებოდა, და ვტკბებოდი ამ შესანიშნავი მომენტებით.
ვთამაშობდით უემბლიზე, რომელიც გადატენილი იყო ჩეხი და გერმანელი გულშეამტკივრებით, და აგრეთვე ინგლისელები რომელთაც იყიდეს ბილეთები წინასწარ და რომლებიც გგვგულშეამტკივრობდნენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიყავით ჩემპიონატის აღმოჩენა, და ნაწილობრივ იმიტომ, რომ ინგლისის მარცხი მათთვის მტკივნეული იყო და ძალიან სურდათ „შური ეძიეათ“ გერმანელებზე.
კარგად მახსოვს ცერემონია, კონცენტრირებული ვიყავი, და ამაცე დროს არ მინდოდა გამომრჩენოდა არცერთი შანსი იმ საღამოდან. უგრინმა კარგად შეგვამზადა ტაქტიკურად, მაგრამ პირველ რიგში მან გადმოგვცა ეს ემოციური მუხტი და სიხარული, რომელსაც ის თვითონ განიცდიდა – ჩვენ ვიყავით იქ იმიტომ, რომ დავიმსახურეთ ეს მოედანზე და ჩვენ გვსურდა დავმტკბარიყავით ყველაფრით, რაც არ უნდა მომხდარიყო.
როდესაც თამაშობ ამგვარ მატჩებში, დრო ხდება ფარდობითობის სიდიდე, არის მომენტები, რომლებიც გრძელდება უსასრულობასავით, და არის მომენტები, რომლებიც გაფრინდება ხოლმე ერთ ამოსუნთქვაში. მატჩის დაწყების წინ ჩვენ გამოვედით საპატივცემულო ტრიბუნასთან, რომელიც მორთული იყო ორივე ერის დროშებით. ინგლისის დედოფალი მიესალმა ორივე გუნდს, თითოეულ ჩვენგანს ჩამოგვართვა ხელი, ეს იყო ამაღელვებელი მომენტი. საკვირველია, ზოგიერთებს როგორ ძალუძთ გამოავლინონ ქარიზმა; შესაძლოა, მისთვის ეს იყო ჩვეულებრივი წესი, ავტომატური ჟესტი, რომელიც მას გაუკეთებია ათასჯერ მაინც, მაგრამ ჩვენთვის ეს ბევრს ნიშნავდა – თითქოს მან პირადად გვთხოვა გვეთამაშა, როგორც მასპინძელმა, რომელიც იღებს სტუმრებს თავის სასტუმრო ოთხაში.
ჰიმნები – ეს ყოველთვის გულში დარტყმაა, შენ დგეხარ, მოედნის ცენტრში და მღერი ამხანაგებთან თანაგუნდელებთანე რთად, მთელი ხმით ან ხარ კონცენტრირებული ჩუმად. მე მახსოვს, რომ ჩემს მარცხნივ იდგა პობორსკი, დაძაბული და ჩუმი, ისევე როგორც მე.
გერმანელებს შესანიშნავი ჰიმნი აქვთ, რომელიც გამოხატავს ძალას და საკუთარი ძალების რწმენას, სიამაყეს და სიმშვიდეს. ჩვენი ეროვნული ჰიმნი დაწერეს კომპოზიტორებმა შკროუპმა და იოზეფ კაიეტან ტილმა, თეატრის მსახიობმა; ეს ჰიმნი დაიწერა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, და პირველი სტროფი ნამდვილი ტექსტისა სლოვაკეთის ჰიმნის ავსებდა ჩეხოსლოვაკიის ჰიმნს. მას ეწოდებოდა Kde Domov muj?, რაც ჩვენს ენაზე ნიშნავს «სად არის ჩემი სახლი?».
გთავაზობთ ამ ჰიმნის ტექსტს, იმისათვის, რომ გაიგოთ რაზეა საუბარი.
სად არის ჩემი სახლი? სად არის ჩემი სახლი?
წყალი ხმაურობს გუბურებში
ტყე ხმაურობს მთებში,
ბაღში იზრდება გაზაფხულის ყვავილი,
მიწიერი სამოთხე, ეს მშვენიერი მიწა –
ჩეხეთის მიწა, ჩემი სახლია,
ჩეხეთის მიწა, ჩემი სახლია.
სად არის ჩემი სახლი?
სად არის ჩემი სახლი?
იპოვი სამოთხისებურ კუთხეს
მშვიდი სულები ძლიერ სხეულში
ნათელ აზრებს მოაქვთ წარმატება
და ეს ძალა სიკვდილზე ძლიერია!
ანუ ჩეხები ძლიერნი არიან
ჩეხებს შორისაა ჩემი სახლი,
ჩეხებს შორისაა ჩემი სახლი! (წინასწარ ბოდიშს ვიხდი ჰიმნის თარგმნისთვის, ვთარგმნე შეძლებისდაგვარად J )
ჰიმნების განსაკუთრებულობა იმაშია, რომ თუ მათ წავიკითხავთ, როგორც ლექსს ან როგორც ჩვეულებრივ ტექსტს, ისინი მოგვეჩვენება ძველი და ცოტა ურითმოც.
თუ ჰიმნს კითხულობთ მუსიკის გარეშე, თუ მას არ მღერით, მაშინ ის კარგავს თავის მაგიურ ძალას. მაგრამ თუ გაგიმართლათ, ისე როგორც მე, წარმოადგინოთ თქვენი ერი და იმღეროთ მთელი ხმით ჰიმნი საკუთარი ქვეყნისა მოედნის ცენტრში, მაშინ მართლა მიხვდებით ამ სიტყვების ძალას და მათ საჭიროებას.
A tu silu vzdoru zmar, ნათქვამია სიმღერაში, «ყველაფრისმძლეველი ძალა». იმ მომენტში მე ვიგრძენი, რომ ჩვენ რეალობაშ ვაქცევდით ოცნებას, ჩვენ ვიყავით ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ, და ჰიმნი იყო საჭირო, იმისათვსი, რომ დაგვემახსოვრებინა ეს მომენტი.