პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”
პაველ ნედვედი
«ჩემი ნორმალური ცხოვრება»
(ნაწილი XVI)
ეძღვნება ივანას და ბავშვებს
რომაული არდადეგები
სინამდვილეში, რთულია საუბარი არდადეგებზე, როდესაც ხარ ზემანთან და ვარჯიშის მისეულ მეთოდებთან, მაგრამ ამაზე მოგვიანებით გიამბობთ…
მივედი რომში 1996 წელს ევროპის მოქმედი ვიცე ჩემპიონის სტატუსით, მომავალი მამა და უცხოელი სასწაულთა ქვეყანაში. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ იტალიელები არ უწევენ ანგარიშს საკუთარ თავს იმაში, თუ როგორ გაუმართლათ იმით თუ რა სასწაული სილამაზე აქვთ გარშემო. მაგრამ მე და ივანა მაშინვე მივხვდით ამას და ვტკბებოდით ყოველი მომენტით.
პაველ ნედვედი – ვერცხლის პრიზიორი 1996 წლის ევროპის ჩემპიონატისა
პირველი შეხვედრა რომში მიტოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას, მეჩვენებოდა, რომ თითქოს სხვა პლანეტაზე აღმოვჩნდი. ქალაქი იმდენად მშვენიერია, რომ ზოგჯერ გგონია, რომ ის არ არის სინამდვილეში. მირჩიეს მომეძებნა სახლი ქალაქს გარეთ, ლაციოს საწვრთნელ ბაზასთან ახლოს, და ასეც მოვიქეცი, იმიტომ, რომ ქალაქის მოძრაობა და საცობები ქუჩებში გაგვიანებს და გართმევს რამოდენიმე საათს. თუმცა მე მომწონდა ქალაქის გამოკვლევა, ჩვენ ვცდილობდით არ დავკარგულიყავით ქალაქში და უბრალოდ გვესეირნა, როგორც ჩვეულებრივ ტურისტებს. შეუძლებელია.
რომი ჯადოსნურია და გესალმება სწორედ რომაელების დამსახურებით, ხალხის, რომელიც ცხოვრობს ამ ქალაქში. ისინი გეხუტებიან ზლიერად და ხანგრძლივად, გაგრძნობინებენ თუ რა მნიშვნელოვანი ხარ მათთვის და გარშემო არაჩვეულებრივ სიტუაციას გიქმნიან.
როდესაც საუბარია რომზე, პირველი, რაც თავში მომდის არის სწორედ- ხალხი, და არა სასწაული სანახაობები ქალაქისა, რომელიც სუნთქვას ისტორიით. ჩვენ ჩეხებს, გვთვლიან ცოტა ცივ ხალხად, ჩვენ საკმარისად თავშეკავებულნი ვართ როდესაც საქმე გრძნობებს ეხება, და რთულია წარმოიდგინო, რომ ჩვენს მხარეში ვინმემ გაგაჩეროს ქუჩაში, თუნდაც ცნობილი იყო, თუნდაც ნაკრებში თამაშობდე და თუნდაც მრავლის კუმირი იყო.
რომში მიცნობდნენ და მცნობდნენ პირველივე დღიდან, არ შემეძლო ქუჩაზე ისე გადავსულიყავი, რომ ვინმეს არ გავეჩერებინე და არ ეთხოვა ავტოგრაფი ან სურათის გადაღება, ეს თავშესაქცევი და ცოტა უცნაურიც კი მეჩვენებოდა. ეხლაც კი ვცდილობ, რომ ყველას მივცე ავტოგრაფი, ვინც კი მთხოვს, ვაძლევ უფლებას ჩემთან ერთად სურათის გადაღებისა – ვთვლი, რომ ეს არის პატივისცემის გამოხატვის ფორმა იმ ხალხისადმი ვისაც უყვარხარ. ამგვარად ვცდილობ მადლობა მოვუხადო მათ ყველაფრისათვის, რაც მომეცა და რაშიც გამიმართლა.
მინდა შევჩერდე მომენტზე, რომელიც ეხება კარიერას და არა რომში ჩემს ჩასვლას. როდესაც ვასრულებდით ამ წიგნის წერას, მომიწია მილანში წასვლა, ინტერი-იუვენტუსის მატჩზე, უმნიშვნელოვან მატჩზე ახალი იუვენტუსისა, ანდრეა ანიელის იუვესი.
ანდრეა ჩემთვის პირველ რიგში მეგობარია, ერთერთი საუკეთესო მეგობარი და ჩვენ გადავწყვიტეთ წავსულიყავით მილანში ერთად.
მატჩის შემდეგ ჩვენ ცოტა ხნით გავჩერდით გასახდელშ ბიჭებთან ერთად, ხოლო შემდეგ ჩავჯექით მანქანაში და წავედით. გუნდი ბრუნდებოდა წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით. რაღაც მომენტში ხალხმა რომელიც თან მოგვყვებოდა შეამჩნიეს, რომ უკვე ჯერ კიდევ მილანიდან ჩვენ მოგვყვება მანქანა და ცდილობს მიიქციოს ჩვენი ყურადღება.
როდესაც გავჩერდით კაფესთან, რომ ცოტა წაგვეხემსა, ის მანქანაც გაჩერდა და იქედან გადმოვიდნენ ბიჭები, ყველა იუვენტინი. ისინი ოთხნი იყვნენ, პადოვადან. მათ გვიცნეს ჩვენ მილანში და გამოგვყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ გაცდნენ თავიანთ გზას და დაშორდნენ მიზანს 200 კილომეტრით, გვიან ღამით, გარწმუნებთ, რომ ისინი გავდნენ ადამიანებს, რომლებიც დგებიან ადრე და მუშაობენ მუხლჩაუხრელად. მოკლედმ ისინი მოვიდნენ ჩვენთან და ჩვენდ ავიწყეთ საუბარი, ისინი აღელვებულნი იყვნენ და ერთერთი მათგანი მომიყვა დაუჯერებელ ისტორიას, რომელიც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. მან მაჩვენა თავისი მარცხენა მხარი, და მე დავინახე დიდი ტატუ, დიდი ასოებითდ აწერილი: PAVEL.
გამეცინა და ვკითხე, მან ჩემს გამო გააკეთა თუ არა ეს. მან მიპასუხა, რომ კი და დაამატა, რომ არა მხოლოდ ტატუირება არამედ თავის შვილსაც კი ჩემს საპატივცემულოდ დაარქვა ჩემი სახელი.
ასეთ რამეს, რომ იგებ, რწმუნდები, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი შეიძლება იყო ადამიანებისათვის შენ და შენი როლი და რატომ არ შეიძლება, რომ იმედები გაუცრუო მათ, უფრო მეტიც ეს შენი ვალიც კია.
ჩვენ ვჩუქნით იმედს ამ ხალხს, ვაძლევთ რაღაც მშვენიერს და საინტერესოს, რისაც შეიძლება რომ ჯეროდეთ, რისთვისაც ისინი ინერვიულებენ და გაიხარებენ. ცხოვრება ზოგჯერ რთულია და ასეთ მომენტებში, ისეთმა მარტივმა რაღაცამ რასაც ქვია ფეხბურთი შეიძლება ყველაფერი კარგად შემაოტრიალოს, შესაძლოა ყველაფერი ბევრად გაგიიოლოს.
მივხვიდ, რომ ბიჭები ბედნიერები იყვნენ იმ მომენტში, რომ ისინი ვერ გრძნობდნენ დაღლას ამხელა გზის გავლის მიუხედავად, და ეხლა მათ გაუჩნდათ ისტორია, რომლის მოყოლაც შეეძლოთ თავისი ოჯახისთვის (თუნდაც ტავიანთი საქციელის გასამართლებლად, გვიან დაბრუნების გამო), რომ შეხვდნენ იუვენტუსის პრეზიდენტს და აბსოლიტურად ჩვეულებრივ კაფეში – მათთვის არაორდინალურ სიტუაციაში. ამიტომ არ მსიამოვნებს, ის ხალხი ვინც ცხვირაწეულია, მათ სულელებადაც კი ვთვლი, ისევე როგორც იმათ ვინც ილანძღება, იმიტომ, რომ მანამ სანამ ადამიანი არ გახდება აგრესიული და დამღლელი, მანამ შეიძლება სულ მარტივმა რამემ ისინი გააბედნიეროს.
რომში ჩემი სიმორცხვე დადგა რთული გამოცდის წინაშე, რადგან მანამდე არ შემოხვედროდა მომაბეზრებელი ხალხი, რომელთაც სურდათ ფოტოს გადაღება ჩემი ბავშვებისა და ივანასი ნებისმიერ ფასად და იჭრებოდნენ ჩვენს პირად ცხოვრებაშ. აი ეს მე არ მომწონს, ეს არ შედის ბილეთის საფასურში.
ყოველთვის ზრდილობიანი ვარ და განწყობილი ვარ ყველასთან საურთიერთობოდ, მაგრამ არ მიყვარს, როდესაც აწუხებენ ჩემ ოჯახს და ზოგჯერ, როდესაც მათთან ვარ, არ მინდა, რომ ჩვენ შეგვაწუხონ. ამიტომ ჩვენ მალე მივხვდით, რომ გვირჩევნია ვიცხოვროთ ოლჯატეში.
ჩვენ ნაკლებად გავდიოდით ქალაქში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ისე ძალიან აღარ გვიყვარდა ეს ქალაქი. ჩემთვის რომი დარჩება ოცნებად, ივანამ იქ დატოვა თავისი გული, როდესაც გადავწყვიტე იქედან წამოსვლა მან ეს გადაწყვეტილება ძალიან მტკივნეულად მიღო.
პაველ მიყვარხარ დძმის გულო აი შენზე მაგრა ფეხბურთელი არ მიყვარს.მთარგმნელო შენც ჯიგარი ხარ და 22 თავის მეერ თუ შეგლია თარგმნა განაგრძე
საღოლ ძაან მაგარია…