ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”

აველ ნედვედი


«ჩემი ნორმალური ცხოვრება»

(ნაწილი XVII)


ეძღვნება ივანას და ბავშვებს


რომაული არდადეგები

დავუბრუნდეთ ჩემს პირველ დღეებს ლაციოში.

უკვე ვთქვი, რომ მთავარი როლი ჩემს გადაწყვეტილებაზე იქონია ზემანის ფაქტორმა. თავიდან  არ მსურდა იტალიაში წასვლა,  ვფიქრობდი, რომ ეს ჩემპიონატი, შესაძლოა ჩემთვის ძალიან რთული ყოფილიყო, და ჯობდა ნელ ნელა მივსულიყავი იქამდე, კარგი იქნებოდა თუ თავიდან რომელიმე ცნობილ ევროპულ კლუბში გადავიდოდი სამი ყველაზე ძლიერი ჩემპიონატის გარდა – იტალია, ინგლისი და ესპანეთი.

ჩემი ხილვა თავის რიგებში სურდა პსვ-ს, რომელიც იმ პერიოდში საკმარისად ძლიერი იყო და მე მინდოდა მათი წინადადების მიღება,  იქაც კარგად ვიშოვიდი ნაკლები რისკის ფასად. მაგრამ, ბოლო ბოლო  მაინც გადავწყვიტე იტალიაში წასვლა და გადავედი ლაციოში.

ევროპის ჩემპიონატი, დიდი ენთუზიაზმით დავასრულე, რის შემდეგაც ჩეხეთში დავბრუნდი და ცოტა დავისვენე, ჩემი რიტმის დაუვიწყებლად. ყოველ წელს სეზონის დასრულების შემდეგ  სამი-ოთხი დღე ვისვენებდი და შემდეგ კვლავ ვუბრუნდებოდი ვარჯიშებს.

თითოეული თვითონ უნდა მიხვდეს, თუ რამდენ ვარჯიშს საჭიროებს, როდის ჭირდება დასვენება და როდის ვარჯიში, უნდა დაუგდო ყური საკუთარ სხეულს – უმნიშვნელოვანეს როლს. ვიჭერდი ჩემს რიტმს, ჩემთვის რიტმი იყო ყველაფერი, და მისგან ჩამორჩენა ნიშნავდა მთელი სეზონის ჩაგდებას. ამიტომ სპარტაში, მაშინაც კი როდესაც არ ვთამაშობდი, ვრჩებოდი, რომ მერბინა და კარში დარტყმებში მევარჯიშა. იმისათვის, რომ შემქემნა დატვირთვის იმიტაცია, რომელსაც განვიცდიდი მატჩში თამაშისას.  ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, რომ შემენარჩუნებინა ადეკვატური დონე ფორმისა და დამემსახურებინა ის ფული რასაც მიხდიდნენ.  ყოველთვის მიყვარდა ჩემი სამსახური და ვასრულდებდი მას კეთილსინდისიერად და მთელი გულით.

ეს ყოველთვის ქმნიდა გარკვეულ სირთულეებს ჩემსა და ივანას შორის, რადგან წარმომიდგენია, იყო საყვარელ მამაკაცთან ერთად, რომელიც არასდროს არ ნებდება, და ცდილობს შეინარჩუნოს კონცენტრაციის მაქსიმალური დონე და აიძულებს საკუთარ თავს დაკავდეს ცხოვრებისა და ოჯახს გარეთ არსებული ვარჯიშით.

ივანა არ განეკუთვნება იმ ხალხს, ვისაც უყვარს თავისი მოვალეობების სხვაზე გადაბარება, არანაირი ძიძა არ ყოლიათ ჩვენს ბავშვებს და არანაირი დახმარება გევრდიდან, ის ყოველთვის თვითონ იყო დაკავებული მათი გაზრდით და აღზრდით, მან ეს საქმე თავის მხრებზე დაიდო. მაგრამ იმ ზახულის ბოლოს პატარა ივანა ჯერ კიდევ დედის მუცელში იყო, ხოლო პატარა პაველი მხოლოდ ოცნებებში, ამიტომაც ჩვენ შედარებით დასვენებულები ვიყავით და  შემეძლო მთელი ენთუზიაზმით დავკავებულიყავი ჩემი ახალი თავგადასავლით.

უნდა შევასრულო დანაპირები და გავამართლო მოლოდინი, პირველ რიგში ზემანის.

ბევრჯერ მკითხეს, თუ რა ადამიანი ზემანი და რა ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, რომ ზემანი თავისებურია, შესანიშნავი მწვრთნელია და განსაკუთრებული ადამიანი, რომელსაც  დიდ პატივს ვცემ.

მას თავისი შეხედულებები აქვს ცხოვრებაზეც და ფეხბურთზეც და მან აირჩია, რომ არ შეიცვალოს, ბოლომდე იცხოვროს ერთხელ არჩეული გზით.   ყოველთვის მადლიერი ვიქნები, რომ მან დაიჯერა ჩემი, მაშინ როდესაც ჯერ  თვითონაც არ მჯეროდა ჩემი თავის, და მან მომცა მოტივაცია.

მისი ფეხბურთია ერთია – მას აინტერესებს შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი, ის შეპყრობილია ერთით – გოლებით. როდესაც მას ეკითხები, მართლა არ აინტერესბს მას თუ არა დაცვა, ის შემოგხედავს, გაიღიმებს და გიპასუხებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გაიტანო ერთით მეტი გოლი ვიდრე მოწინააღმდეგემ და რომ ეს არის დაცვა. რა აზრი აქვს დაცვას, თუ საჭიროა შეტევა? მე ეს ასჯერ მაინც გამიგონია, მე ის მომწონდა იმის გამო, რომ ეს არის გიჟური იდეა, ხოლო სიგიჟე ზოოგჯერ მშვენიერია. ის თვლის, რომ ეს, პირველ რიგში, გართობაა და არ შეუძლია მიიღოს ის ფაქტი, რომ 4-5 მარცხი უფრო ცუდია, ვიდრე 1-0 მოგება დაცვითი ტაქტიკით.

და კიდევ ზემანზე: ის არასდროს არ თამაშობს და არ მალავს ემოციებს და აზრებს გარშემო მოვლენებზე.

მაგალითი? როდესაც მე გადავედი იუვეში, ჩვენ ერთმანეთს ვურეკავდით ხოლმე, მაგრამ არა მისი სამწვრთნელო რჩევებისათვის.

ამაზე მას არასდროს არ უნდა ჩემთან საუბარი, ჩემს მიმართ ის ყუველთვის კორექტული იყო და ცდილობდა არ მოეხდინა გავლენა ჩემს არჩევანზე. მისთვის პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ის თვლიდა, ისეთ გუნდში როგორიც იუვენტუსია მე ვერასდროს ვერ შევძლებდი ვყოფილიყავი ნომერ პირველი, ის ფიქრობდა, რომ  ბევრი კარგი ფეხბურთელისა რსებობა მე ხელს შემიშლიდა ბოლომდე გახსნაში. ის ცდებოდა, მაგრამ ზოგჯერ დიდაებიც ცდებიან და ბოლოს და ბოლოს ნე აღმოვჩნდი მართალი ჩემს გადაწყვეტილებაში.

ზდენეკ ზემანი, ნედვედის პირველი მწვრთნელი იტალიაში

მოკლედ, როდესაცჩავედი რომში,  ვფიქრობდი, რომ  შესანიშნავ ფორმაში ვიყავი და რომ პრაღის სპარტაში საკმარისად ვვარჯიშობდი და რომ ის იყო სტანდარტი…

თურმე როგორ ვცდებოდი!  არამხოლოდ ტაქტიკურად ვიყავი მოუმზადებელი – ზემანის გაკვეთილებმა  ამაში დამარწუნა, გავიგე თუ რა არის ნამდვილი ფეხბურთი, რომ ნამდვილი ფეხბურთი, რამდენად ლამაზი და რთული შეიძლება იყოს. თამაში რომელიც გევრდიდან მხოლოდ ბურთზე დევნას გავს – მაგრამ პირველ რიგში მისმა მეთოდიკამ ვარჯიშისა და ათლეტური მომზადებისა დიდი გავლენა იქონია ჩემს კარიერაზე.

ზემანი თითქოს შეპყრობილი იყო, ის აკვირდებოდა ყველა წვრილმანს და გვტვირთავდა წარმოუდგენლად, რადგან იდეალური მომზადების გარეშე მისი თამაში შეუძლებელი იყო. ის მამზადებდა  იტალიური კალჩოსათვის, მე მას ვენდე და ყველაფერს ვუჯერებდი.

აი ასე, სანამ  ვიზრდებოდი როგორც ფეხბურთელი, ხოლო ჩემი ოჯახი ემზადებოდა მატებისათვის, მე და ივანა განვიცდიდით ერთერთ საუკეთესო და დელიკატურ მომენტებს ახალგაზრდა წყვილისა.  ჩვენ ვიყავით საზღვარგარეთ, ვბენდობოდით ერთმანეთს და გვჯერა მხოლოდ საკუთარი ძალების, და კარგი იყო იმაში დარწმუნება რომ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვიყავით.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nika kakabadze
11 years ago

მართლა საღოლ, მეც წიგნად ავკინძავ

NEDVEDA11..
11 years ago

შენ გენაცვალე :love:
გაიხარე ვლად :vashaa:

რო დაამთავრებ ამ ყველაფერს ამოვაპრინტერებინებ და წიგნივით შევკრავ.
:givi: :love: :love:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x