პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”
პაველ ნედვედი
«ჩემი ნორმალური ცხოვრება»
(ნაწილი XXI)
ეძღვნება ივანას და ბავშვებს
გამარჯვება როგორც განთავისუფლება …
იმ გუნდში, უკვე დამსახურებული ჩემპიონების გარდა, იყვნენ შესანიშნავი ახალგაზრდა, იმედისმომცემი ახალგაზრდები, მინდა გამოვარჩიო ორი მათგანი, თითო თითო კატეგორიიდან. პირველი – ჩემი მეგობარი გუერინო გოტარდი, რომელიც იმ შემადგენლობაში იყო ერთერთი ლიდერი, მიუხედავად იმისა, რომ ის იშვიათად ჩნდებოდა მოედანზე. მას შეეძლო ადაპტირება ნებისმიერ პოზიციაზე, მაგრამ პირველ რიგში ის იყო შესანიშნავი ადამიანი, ჩემი მეგობარი, ძმა, მძღოლი და თარჯიმანი ლაციოში, როდესაც ზემანმა მიმაბარა მას. გუერინო მოდიოდა ჩემთან, და დავყავდი ყველგან ამასთან ერთად მეხმარებოდა ადაპტირებაში ჩემითვის ახალ სამყაროში, ჩემპიონთა გუნდში. მადლობელი ვარ მისი იმისათვის, რომ სულ გვერდში მედგა, მაშინაც კი როდესაც ზემანის გამო ავირჩიე სახლი, რომლის ადგილმდებარეობა არ იყო პრაქტიკული. ის სახლი ზემანმა მაჩვენა აგვისტოში ანუ მაშინ როდესაც გზები არ არის გადატვირთული და ქუჩები ცარიელია…
ახალგაზრდა ჩემპიონი, რომელსაც ეხლაც კი დიდ პატივს ვცემ და მიყვარს – დეიან სტანკოვიჩი, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მას რთული პერიოდი უდგას*, ისევე როგორც ყველას, ვინც სერბეთის ნაკრებში თამაშობს. დეიანმა დაწერა სასიამოვნო რაღაცეები ჩემზე, რომ მისაბაძი ვარ და თავს არ ვზოგავ მუშაობაში. ვფიქრობ, რომ ის დაჯილდოებულია დიდი ტალანტით, მოთამაშე, რომელსაც ბევრი კარგი თვისება აქვს, მან შეძლო თანდათანობით დისციპლინირება და გახდა ერთერთი საუკეთესო მსოფლიოში, რასაც ბევრი ელოდა მისგან. დეიანი გულუხვია, ტექნიკური და ერთი მთლიანია, მე ბედნიერი ვარ, რომ მან მოიგო ის, რაც მოიგო..
ლაციოს ოცნების სეზონში მაშინვე მოვიგე პირბელი ტროფეი, მანჩესტერ იუნაიტედს გამოვგლიჯეთ უეფას სუპერთასი სალასის გოლის წყალობით.
კარგად დავიწყეთ, და რამოდენიმე ტურის შემდეგ ჩვენ და იუვენტუსი ვიყავით სატურნირო ცხრილის ლიდერები, ვასწრებდით ინტერს, რომელსაც წვრთნიდა ლიპი და რომას რომელსაც ხელმძღვანელობდა კაპელო (ფეხბურთის სამყარო საოცარია, თუ ყველაფერ იმაზე დაფიქრდები რაც მოხდა შემდეგში).
წლის ბოლოს ჩვენ ვიყავით თავში, მაგრამ ზამთრის ჩემპიონი გახდა იუვე.
ეს იყო ცნობილი ჩემპიონატი 7 დისა და საბოლოო შედეგზე არავინ არ იყო დარწმუნებული.
მილანი ცდილობდა დაგვწეოდა, მაგრამ ბოლოს დავრჩით ჩვენ და იუვე, ხოლო კალენდარმა შეგვახვედრა 1 აპრილს ტურინში, სადაც ჩვენ ჩავედით 6 ქულიანი ჩამორჩენით.
ეს იყო სანახაობრივი მატჩი, ძალიან ცხელი, და მე მახსოვს, რომ ამ მატჩს მართავდნენ არგენტინელები, არა მხოლოდ სიმეონეს გოლის გამო, არამედ უფრო სანახაობრიობის და იმ გაშმგების გამო, რომელიც მათ ჩვენ გადმოგვცეს. მახსოვს, რომ მატჩის შემდეგ გავემართე ტრიბუნისკენ, იმისათვის, რომ მადლობა მეთქვა გულშეამტკივრისათვის, და მივდიოდი იმ გრძნობით, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ, იყო რაღაც რაც მეუბნებოდა, რომ ბედმა დაგვიბრუნა ის რაც ერთი წლის წინ წაგვართვა.
თუმცა ფეხბურთში არ არსებობს წვრილმანები, და მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი თუ რა ბალანურად ჟღერს ეს, მაინც გთავაზობთ უკან დაბრუნებას და იმ უკანასკნელი ტურების ქრონიკას.
იუვენტუი იყო დაღლილი, იმ ზაფხულს ის მონაწილეობდა ინტერტოტოზე და ფეხბურთელებს ძალა აღარ ყოფნიდათ. სულ რაღაც სამ ქულიანი ჩამორჩენით ჩვენ თითქმის დარწმუებულნი ვიყავით, რომ ისინი დაგვნებდნენ, თუმცა სწორედ ჩვენ დაგვიცდა ფეხი პირველებს.
ფრე ფლორენციაში და კვლავ -5 ქულა და ბევრი უკვე გულგატეხილი იყო.
მაგრამ მე არა, მე ბოლომდე კონცენტრირებული ვიყავი, როგორც ზვიგენი, რომელიც იგრძნობს სისხლს – მე მივიტანე მიზანი იუვენტუსისკენ და ვიცოდი, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო. და მას კვლავ დაუცდა ფეხი, წაგო ვერონაში, ხოლო ჩვენ დავრჩით 2 ქულით უკან…
ბოლოსწინა ტურში დაიწყო ქვეყნის აღსასრული, იტალიური ფეხბურთისათვის ჩვეულებრივი ქვეყნის აღსასრული, როდესაც გეჩვენება, რომ ფეხბურთის თამაში შეუძებელია, როდესაც ყველა იგლეჯს თმას და ყვირიან სკანდალზე, რომელიც წინაზე კიდევ უფრო დიდია… სანამ არ მოხდება ახალი!
იუვენტუსი სახლში უგებდა პარმას 1-0 და დე სანკტისმა მატჩის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე წარმოუდგენლად არ ჩათვალა გოლი, რომელსაც შეეძლო ანგარიშის გათანაბრება. მე არ დაწვრილმანდები დეტალებში ამ გადაწყვეტილებისა და არ გავუკეთებ კომენტარს უკანასკნელ მატჩამდე ერთი კვირით ადრე მომხდარ მოვლენებს. მე მხოლოდ ვფიქრობდი უკანასკნელ ტურზე, სადაც ჩვენ უნდა მოგვეგო და იმედი გვექონია, რომ იუვენტუსს ფეხი დაუცდებოდა პერუჯაში. ჩვენ შეგვეძლო გვეთამაშა ოქროს მატჩი, რაზეც ბევრი ოცნებობდა – საუკეთესო სცენარი ყველა შესაძლო სცენარებიდან.
თუმცა რეალობამ გადააჭარბა ჩვენს ოცნებებს იმ დღეს, 14 მაისს 2000 წლისა.
ჩვენ დავამარცხეთ რეჯინა 3-0 სახლში, ორი პენალტი პირველ ტაიმში (ინძაგი და ვერონი) და სიმეონეს გოლი მეორე ტაიმში.
ამ დროს კი პერუჯაში სასწაული ხდებოდა. დაიწყო თავსხმა წვიმა და კოლინამ შეწყვიტა მატჩი მოედნის გამო, რომელზეც აღარ შეიძლებოდა თამაში და ამ შესვენებამ გვაიძულა ჩვენს შეგვესვენა. შემდეგ მათ გააგრძელეს თამაში, თითქმის ერთი საათის დაგვიანებით, როდესაც ჩვენ უკვე ჩვენი შედეგი დავაფიქსირეთ და აღარაფერი გვრჩებოდა გარდა ლოდინისა.
ეხლავე ვიტყვი, რომ გაუგებრობა თავიდან ავიცილო: პერუჯაშ მოედანი მართლაც აღარ ვარგოდა და შესაძლოა თამაშის გაგრძელება იმ მოედანზე იყო დიდი შეცდომა, მაგრამ ის მოედანი არ ვარგოდა როგორც ერთი ისე მეორე გუნდისთვისაც და მატყუარა ვიქნები რომ ვთქვა თითქოს მე არ გამიხარდა ის თუ როგორც მოხდა ყვეალფერი.
ის დაუსრულებელი დროის მონაკვეთი, რომელიც დაიწყო ჩვენი მატჩის დასრულებიდან მათი მატჩის განახლებამდე, სანამ ყველა მიმჯდარი იყო რადიოებთან და ტელევიზორებთან რომ დაენახათ შეძლებდა თუ არა პერუჯა ფრის შენარჩუნებას. მე და ფავალიმ გადავწყვიტეთ, რომ ეს მოლოდინი აუტანელი იყო ჩვენთვის, გარშემო ძალიან ბევრი ხალხი და ქაოსი იყო.
ჩვენ ჩავიკეტეთ საპირფარეშოში, რადიოს გარეშე და ახალი ამბების ვაკუუმში. ის ნერვიულად ეწეოდა, ხოლო მე ვცდილობდი გამერჩია ხმები, რომელიც მოდიოდა გასახდელიდან. იმ 70 000 ადამიანის ხმა რომლებიც იყვნენ ტრიბუნებზე და ელოდნენ პერუჯაში მატჩის დასრულებას.
კალორის გოლის შემდეგ კედლები შეზანზარდა, ხოლო შემდეგ ისევ ჩამოწვა სიჩუმე – კიდევ უფრო დაძაბული სიჩუმე.
დასასრული არ ჩანდა, სიჩუმე არ აპირებდა დასრულებას.
თამაში განახლდა 17.11-ზე, მაგრამ მე უკვე დავკარგე დროის შეგრძნება – მე არ ვიცოდი რამდენი დარჩა დამთავრებამდე, ვერ ვხვდებოდი რატომ არავინ არ ყვიროდა და არ ვიცოდი საერთოდ რა ხდებოდა გარშემო.
შემდეგ, მოულოდნელად, გარედან გაისმა უძლიერესი ხმა, შესანიშნავი ყვირილი. ჩვენ გავიქეცით იქით და მაშინვე აღმოვჩნდით ალყაში, ალყაში ხალხისა,რომლებიც ყვიროდნენ და იცინოდნენ ერთდროულად, ბედნიერი ხალხი, რომლებიც არ ელოდნენ ასეთ გამარჯვებას – უკანასკნელ ტურში, როდესაც დამატებითი დროც კი ამოწურული იყო.
ის გამარჯვება რჩება ერთერთ შესანიშნავ მოვლენად ჩემს ცხოვრებაში, და მე მოვიხსენიე ბევრი თანაგუნდელი მეგობარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი, ვისზეც არ გავამახვილე ყურადღება არ იყვნენ მნიშვნელოვნები.
სალასი, სინიშა მიხაილოვიჩი, ბოქსიჩი, ალმეიდა – თითოეულმა შეიტანა თავისი წვლილი ამ წარამტებაში, ტრიუმფში, შეუძლებელში, განუმეორებელი გუნდისა.
იმ სეზონში ჩვენ მოვიგეთ იტალიის თასი, ჩვენ დაღლილები ვიყავით და არ გვინდოდა არაფრის დაკარგვა ჩვენს გზაზე. ყველაზე დიდი იმედგაცრუება იმ წლებში ლაციოსი იყო ის რომ ვერ შევძელით ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა, მაგრამ თასების თასი, რომელიც მოვუგეთ ფინალში მალიორკას 1999 წელს (მე გავიტანე შესანიშნავი გოლი), და უეფას სუპერთასი რჩება ტროფეების მუზეუმში და ჩემს გულში.
*წიგნი გამოვიდა 2010 წლის ნოემბერში, იტალია-სერბეთის საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ, რომელიც შეწყდა აურზაურის გამო. უეფამ კი განაჩენად გამოუტანა ტექნიკური მარცხი სერბეთს.
miyvars es kaci mudam chem gulshi zis

სგ გაიხარე