პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”
პაველ ნედვედი
«ჩემი ნორმალური ცხოვრება»
(ნაწილი III)
ეძღვნება ივანას და ბავშვებს
ჰები
პატარაობიდანვე მომწონდა სპორტის სხვა სახეობები, მაგალითად დავდიოდი ჰოკეიზე, რომელიც ჩვენი ეროვნული სპორტის სახეობაა. თუმცა ვგრძნობდი, რომ დაბადებული ვიყავი ფეხბურთისთვის და ამიტომ, ჯერ კიდევ მანამ სანამ მე და ჩემი მეგობარი აღმოვჩნდით ადგილობრივ საფეხბურთო სკოლაში, უკვე გვქონდა გარკვეული ბაზა. ჩვენი პირველი ფორმა (ჩემი და ტომაშის) გახდა შავ-მწვანე მაისური კლუბისა «ტატრანი» (სკალნა), მაშინ 7 თუ 8 წლის ვიყავი. ვთქვი, რომ ფორმა იყო ნამდვილი, ოფიციალური, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვთამაშობდით იმ ფორმით რასაც გვაძლევდნენ, ძირითადად დიდი ფებურთელებისას, ხოლო ჩვენსას გვაძლევდნენ იმ შემთხვევაში თუ იმ მომენტისათვის ისინი იყო ერთადერთი სუფთა კომპლექტი. მთავარი იყო გცმოდა ნომრიანი ფორმა და ეს არასდროს არ იყო პრობლემა. მიიღო ბავშვობაში ძირითადი გუნდის ფორმა – ეს აღუწერელი სიამოვნებაა, ეს ნიშნავს, რომ შენ – გუნდის წევრი ხარ და რომ შენი ოცნება რეალობა გახდა. ამჟამად, კი ვუყურებ ბავშვებს ამ ძვირიან ბუცებში, რომლის გადაყრაც უწევთ რამოდენიმე თვეში, იმიტომ, რომ ამ ასაკში ფეხი მალე იზრდება… არ მინდა მოგეჩვენოთ ზედმეტად რომანტიული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვები ამას უყურებენ დიდებზე ბევრად უფრო მშვიდად, დიდებზე, რომლებიც თითქმის მანიაკებივით ცდილობენ შექმნან ბავშვებისგან მინი-ასლები ნამდვილი ფეხბურთელებისა. როგორც უკვე აღვნიშნე, მხედველობაში მაქვს უფრო მეტად ზოგადი და დელიკატური თემა, ვფიქრობ, რომ ბავშვები უნდა დარჩნენ ბავშვებად, და ჩვენ გაგვიმართლა, რომ ჩვენ შეგვეძლო გართობა, ამოსვრა, გაოფლიანება და ბოლომდე ბრძოლა რაიმე განსაკუთრებულად მკაცრი ყურადღების გარეშე. ანუ ისე, რომ არავინ ცდილობდა გაეკეთებინა ჩვენგან პატარა ჯარისკაცები და არ ხედავდნენ ჩვენში ერთადერთ შესაძლებლობას თავიანთი განუხორციელებელი ოცნებების რეალიზაციისა. დისციპლინა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთ ასაკში არის რისკი, რომ ის გახდება განვითარების შემაჩერებელი, ფანტაზიის შემკავებელი და ვეღარ შეძლებ სიამოვნება მიიღო თამაშისაგან, ისევე როგორც არ ვარგა გადამეტებული ამბიციურობაც.
კვლავ სკალნა, მე ვარ მარცხნიდან მეორე, ქვედა რიგში. ფეხზე, წარწერიანი ქაღალდის უკა, ჭაღარა თმებით დგას – ლეგენდარული მეკარე პლანიჩკა.
ზოგჯერ მეკითხებიან, თუ ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი. ყველა ელის, რომ ჩემი პასუხი იქნება – მარადონა, პელე ან ვინმე დიდი ფეხბურთელებიდან.
მე ამას ვუყურებ ცოტა სხვაგვარად, მაგრამ თითქმის არასდროს ვამბობ, თუ რას ვფიქრობ, რადგან არ მინდა რომ გიჟად ჩამთვალონ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მე გამიგებთ. გაიხსენეთ თქვენი თავი 10 წლის ასაკში, ვინ იყო მაშინ თქვენი კუმირი. არა ის არა, ვინც ტელევიზორში გინახავთ, ეს ძალიან მარტივია. რა თქმა უნდა ესენი არიან აღიარებული მასტერები, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს გვყავდა მაგალითი მიბაძვისა, სადმე სახლთან ახლოს. ჩემ კუმირს ერქვა (და ქვია) პეტერი.. ისიც „ტატრან“-ში თამაშობდა და ჩემზე რამოდენიმე წლით დიდი იყო, ალბათ 2 ან 3 წლით. უძლიერესი ტექნიკური ფეხბურთელი, ტაქტიკურად ჭკვიანი ჯერ კიდევ ბავშვობაში, ის ისეთებს აკეთებდა, რაც სხვებს არ შეეძლოთ, ვცდილობდი მისთვის მიმებაძა და როდესაც ვთამაშობდით დიდების წინააღმდეგ, ვცდილობდი მის გუნდში მოვხვედრილიყავი. ერთად ჩვენ დაუმარცხებლები ვიყავით, ჩვენ ვათამაშებდით სამკუთხედს და მისი დამსახურებით ბევრად გავძლიერდი, პირველ რიგში კი ვისწავლე რიტმის დაჭერა.
პეტერი თამაშობდა დაბალ დივიზიონებში, ხოლო შემდეგ ადგილობრივი მნიშვნელობის გუნდში. მას ჰქონდა ნაკლი, რომელის ცუდად გაეხუმრა მას , და რომელიც ბუნებისგან ჰქონდა, და რომლის მოშორებაც შეუძლებელი იყო – ის იქო ჩაფსკვნილი და მუდმივად სუქდებოდა. დაამატეთ ამას ლუდის სიყვარული, რომელიც ჩვენ მხარეებში არ არის იშვიათობა და შეგიძლიათ დაემშვიდობოთ ოცნებებს. ჩვენ ახლაც ვხვდებით ერთმანეთს, ის შესანიშნავი ბიჭია, ამჟამად ის მუშაობს მექანიკოსად და თავისუფალ დროს აგორებს ბურთს. როდესაც ვთამაშობდი ეროვნულ ნაკრებში, მე ვეხმარებოდი მას ბილეთების შოვნაში და ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ შემეძლო მეჩვენებინა თუ რას მივაღწიე.
ყოველთვის ყურდაღებით ვისმენდი მწვრთნელის რჩევებს
ფეხბურთი და ცხოვრება „ღია ცის ქვეშ“, ასეთი იყო ჩემი სკალნა, რომელსაც მე არ გავცვლი არაფერზე ამ ქვეყანაზე, მითუმეტეს, რომ მაშინ ჩემთვის პრაქტიკულად არც არაფერს ნიშნავდა.
ჩემს ცოდნას მე ვუმადლი ბებიას და ბაბუას დედის მხრიდან, ვაცლავსა და მარიას, რომლებიც რისკავდნენ და მიყვებოდნენ ისტორიებს, მიხსნიდნენ თუ რა არის რელიგია.
ისინი წარმოშობით რუმინეთიდან არიან და ჩეხოსლოვაკიაში ჩამოვიდნენ ძალიან ახალგაზრდები. ისინი ყოველთვის გლეხები იყვნენ და ბაბუა ვაცლავი (მამაჩემსაც იგივე სახელი ქვია) დღესაც აგრძელებს მიწის დამუშავებას მიუხედავად იმისა, რომ 86 წლისაა.
ვფიქრობ, რომ მისგან მივიღე მემკვიდრეობით ფიზიკური ფორმა და მასთან არის დაკავშირებული ბავშობის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი მოგონება. მაგალითად, როდესაც ვიყავი 11 წლის, ნებისმიერ ფასად უნდა მიმესწრო მატარებლისათვის, რომ მეთამაშა გასვლით მატჩში, ძალიან ვიგვიანებდი. ბაბუა იყო თითქმის 60 წლის, მან გადაიკიდა ჩემი ჩანთა ჩამკიდა ხელი და გამოიქცა ჩემთან ერთად. ასე მივრბოდით დაახლოებით 20 წუთი. ეს ადამიანი იყო ნამდვილი კლდე!
ისინი ცხოვრობდნენ სკალნასგან ცოტა მოშორებით, ტყეში, და ხშირად დავდიოდი მათ მოსანახულებლად, ვჭამდი შესანიშნავ პურს სახლში გამომცხვარს ბებია მარიას მიერ.
მათ ძალიან ბევრს უნდა ვუმადლოდე, შემეძლო მიმეძღვნა თავი ნებისმიერი საქმისათვის და ისინი დამეხმამრნენ გავზრდილიყავი მშვიდი და თავდაჯერებული ადამიანი.
ნებისმიერ კითხვაზე ჰქონდათ პასუხი, და როდესაც მათ არ შეეძლოთ პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ ეს სახიფათო იყო, მაშინ ხუმრობით მეტყოდნენ რამეს და ცოტას მიმახვედრებდნენ ხოლმე.
ხშირად ჩემს სიმშვიდეს იღებენ ანტიპათიად ან ცივად, მაგრამ ეს შეცდომაა, ძალიან მიყვარს გართობა, ჩემი ცხოვრება მოედანს გარეთ მარტივია და კვლავ ჰგავს იმას, რომლითაც ვცხოვრობდი ბავშვობაში ეს ჯერ კიდევ ჩემს გარშემო არსებული ხალხის დამსახურებაცაა, პირველ რიგში კი ტომაშისა და ჩემი მეუღლე ივანასი.
მეცინება იმ აზრზე, რომ სიმშვიდე და არასიტყვაუხვობა ერევათ დაცვის ბუნებრივ ფორმასთან. მე არ ვიცავ თავს, უფრო მეტიც, ზოგჯერ მაშინებს ხოლმე ის ფაქტი, რომ მუდმივად ვარ განათებების ქვეშ და ყურადღების ცენტრში, ყველასთვის ცნობილი.
Vlad
მადლობა ასეთი სტატიისთვის, ძალიან მაგარი ხარ : )
დიდი მადლობა :)
მერე ჩვენი ცხრილიც გადავაკეთოთ ინტერს რომ 1 ქულას ვჩუქნით თვითონ რამე გვაჩუქა დაუწერეთ რაც ეკუთვნით და რაც არიან ანუ O მეტის ღირსები მაინც არ არიან ძანეტი, სნეიდერი, კოუტინიო, ფორლანი, სტანკოვიჩი მეცოდებიან დანარჩენები მეზიზღება თავის მორატიანად.
დარჩენილიყო მერე ძანეტი რას მირბოდა :)
სად უნდა დარჩენილიყო 1995 წლიდა თამაშობს შენ ალბათ კრისტიან ძანეტში გეშლება იუვეში რომ იყო ის იტალიელია ეს არგენტინელი.
ხო ხო ამერია :)))
მაგარია!
გრაციე პაველ
ბიჭებო ცხრილში მემგონი არეულობაა პალერმომ როგორც ვიცი მოიგო აქ კი 1 ქულა უწერია.
გაასწორებენ ))
http://s016.radikal.ru/i335/1109/40/b50cf0cc8296.jpg
ესაა
და მანდ ატალანტას -5 ქულა აქვს და რა ხდება
-6 – ით დაიწყო და ფრე ითამაშა..
თამაშები ამოუქექეს და …