პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”
პაველ ნედვედი
«ჩემი ნორმალური ცხოვრება»
(ნაწილი VIII)
ეძღვნება ივანას და ბავშვებს
პრაღის ვარსკვლავებიდან ტაბორის თავლისკენ (და უკან)
პრაღის «დუკლა» იყო ერთერთი უძლიერესი გუნდი კომუნისტური ჩეხოსლოვაკიისა. როემლიც დააარსა შეიარაღებულმა ძალებმა, გუნდი რომელმაც რამოდენიმეჯერ შეიცვალა დასახელება. 1956 წელს აირჩიეს სახელი – დუკლა, სლოვაკეთის სოფლის საპატივცემულოდ, რომელიც აღგვილ იქნა მიწისაგან პირისა მეორე მსოფლიო ომის დროს. ოქროს საუკუნე კლუბისა იყო 60-70-იანი წლები, როდესაც მოიპოვეს 11-ჯერ ჩემპიონის ტიტული და სამი ეროვნული თასი, ხოლო 1967 წელს დუკლა გავიდა ნახევარფინალში ჩემპიონთა თასისა. იმ გუნდში თამაშობდა ბევრი ტალანტი იმ დროის, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა იოსებ მასოპუსტს, ნამდვილ გენიას.
მე გადავედი დუკლაში 17 წლის ასაკში, და ის გარემოება, რომ ძირითადი გუნდის კარები ჩემთვის გაიხსნა მალევე, თითქმის მაშინვე, ცოტა გამიკვირდა. თანახმა ვიყავი ვმჯდარიყავი სათადარიგოთა სკამზე, ტრიბუნაზეც კი, ოღონდ კი მეთამაშა ამ დონის კლუბში.
ვუთხარი ჩემს თავს: მე თქვენ სათანადოდ არ მაფასებთ, დანარჩენს კი მე მივხედავ. დარწმუნებული ვიყავი, რომ გამოვიყენებდი ამ მოულოდნელ შანსს, ისევე როგორც გამოვიყენე აქამდე არსებული შანსები.
თუმცა ყოველთვის არ მიდის ისე საქმე როგორც ვისურვებდით, იმ ზაფხულს, იმედებით სავსე ზაფხულს, ჩავედი პრაღაში შეკრების წინ, ყველაზე კარგი დრო ადაპტაციისათვის…
ამიყვანეს და გამიშვეს ტაბორ-ში სათამაშოდ, მესამე დივიზიონი. სინამდვილეში არაფერი გასაკვირი ამაში არ იყო, რაბორი იყო თანამგზავრი გუნდი, რომელიც გამოიყენებოდა ახალგაზრდების გამოსაცდელად დაბალ დივიზიონებში, სადაც თამაშობდნენ გამოცდილი ფეხბურთელები და ვარსკვლავებიც კი კარიერის დასასრულისაკენ.
სინამდვილეში, ეს არ იყო არენდა, არც გაყიდვა ამ სიტყვის მნიშვნელობით: მთელი კვირა ვვარჯიშობდი დუკლასთან, ხოლო ჩემპიონატის მატჩის დროს მივდიოდი ტაბორ-ში სათამაშოდ, რომელიც ასეულობით კილომეტრით იყო დაშორებული პრაღიდან – უჩვეულო სიტუაცია იყო, რომელიც ეხლა ჩემში ღიმილს იწვევს. იმ ასაკში ვერ გრძნობ დაღლას, მხოლოდ ფეხბურთის თამაში შესაძლებლობისათვის თუ მოითბენს ადამიანი საათობით მატარებლით სიარულს, სირაულს ისე, რომელიც საერთოდ არ გავს პროფესიონალურ ფეხბურთში მგზავრობებს, სიარულს ყოველგვარი კომფორტის გარეშე. იღვიძებ დილაუთენია, იყინები სადგურზე, ვარჯიშობ მუდამ და ყველგან და არაფერზე არ წუწუნებ, იმიტომ, რომ გაქვს მიზანი, მიზანი რომელიც აუცილებლად უნდა მიაღწიო. რა თქმა უნდა შენს მხარეზეა ტრავმების არ ქონა, მახსოვს, რომ ყველაფერს წყნარად ვიღებდი და კონცენტრირებული ვიყავი, სხვაზე არაფერზე არ ვფიქრობდი.
სამი-ოთხი თვის ასეთი „მოგზაურობების“ შემდეგ, იელინეკმა, დუკლას მწვრთნელმა, გადაწყვიტა ვეთამაშებინე ძირითად გუნდში. ჩემი ასაკისთვის ცუდი არ ვიყავი, გავუმკლავდი ემოციებს და გამოცდილებაში ნაკლებობას ვავსებდი მოდნომებით. იმ სეზონში ვითამაშე 19 მატჩი და სამი გლიც კი გავიტანე, პირველი გოლები უმაღლეს ლიგებში.
ნედვედი – უკავია გამოსაჩენი ადგილი დუკლას დიდებათა დარბაზის გალერეაში
მაშინ არ მყავდა აგენტი, კონტრაქტთან დაკავშირებული ყველა საკითხით მამაჩემი იყო დაკავებული, მაგრამ «დუკლა»-ში გავიცანი ზდენეკ ნეხოდა, ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც მუშაობდა კლუბის ხელმძღვანელობაში. მან აიღო თავისთავზე შეფობა და სეზონის ბოლოს დამეხმარა გადავსულიყავი პრაღის «სპარტა»-ში.
პრაღის სპარტა! სულ ეხლახანს გავხდი 19 წლის, მაგრამ ორ სეზონში, პროვინციიც მინდვრებიდან მივედი ჩეხეთის უძლიერეს კლუბამდე თან ისე, რომ საერთოდ არ ჩამიგდია ანგარიშში ეს ყველაფერი.
სიმართლე რომ ვთქვა, გადაწყვეტილება იოლად არ მიმიღია, მამაჩემი მეუბნებოდა, რომ ძალიან ახალგაზრდა ვარ და შესაძლოა ღირდეს კიდევ ერთი წელი მოცდა, ცოტა გავზრდილიყავი, გამოცდილება მიმეღო და ფიზიკურად გავძლიერებულიყავი, მაგრამ სიმამაცე გამოვიჩინე და ჩემით გადავწყვიტე.
ავირჩიე ყველაზე რთული გზა, მაგრამ ეს იყო გააზრებული რისკი, რამეთუ ვთვლიდი, რომ საუკეთესო გზა პროგრესირებისაკენ არის – ითამაშო და ივარჯიშო საუკეთესოებთან, ვისგანაც შეიძლება რომ ბევრი ისწავლო.
ასე მოვაწერე ხელი ჩემს პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს. ვიღებდი თვეში 9000 კრონს ეს დაახლოებით ამ დროისათვის 400 ევროა. რა თქმა უნდა არ შეიძლება იმის თქმა, რომ გავმდიდრდი, მაგრამ ჩემთვის საკმარისი იყო, ბედნიერი ვიყავი, ის ფული მე ყელამდე მყოფნიდა პრაღაში საცხოვრებლად, პრაღაში სადაც ნაქირავები მქონდა პატარა სახლი მეცხრე რაიონში.
ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, პროვინციიდან ჩამოსული, დიდ ქალაქში იკარგებიან, ვერ ერიდებიან ახალი ცხოვრების ცდუნებას, მსხვილ ქალაქში, მაცდუნებელი გარემოებებით სავსეში.
პრაღა სასწაულია, იქ უნიკალური ატმოსფეროა, რომელიც მთელ მსოფლიოში არსად არ არის, მრავლად არის მშვენიერი ადგილები და ლამაზი ქალები. მაგრამ მორცხვი, სოფლელი ბიჭი ვიყავი, შესაძლოა ეხლაც ეგეთი ვარ, იმიტომ, რომ ქალაქის ხმაურს მირჩევნია ბუნების სიწყნარე და უბრალო საგნები. პრაღაში ცხოვრებამ ჩემზე უმნიშვნელოდ იმოქმედა, შესაძლოა, იმიტომ, რომ ის ძალიანაც არ მომწონდა.
მხოლოდ ეხლა, როდესაც გავიზარდე და ვნახე სამყარო, შეიცვალა ჩემი გრძნობები ქალაქის მიმართ, გავუგე და შემიყვარდა ის და ზოგჯერ ის მაკლია და ყოველვის როდესაც იქ ვბრუნდები, ბედნიერი ვარ ხოლმე. მეჩვენება, რომ ეს დამოკიდებულია გადატანილი პერიოდით, იმ დროს ძალიან ვიყავი გატაცებული ფეხბურთით და სხვა რამეს ვერ ვაქცევდი სათანადო ყურადღებას, ამას გარდა იყო კიდევ ივანა, რომელიც მოდიოდა ხოლმე ჩემთან სტუმრად ხშირ ხშირად. საკუთარი სახლის ქონა ძალიან კარგი იყო, ჩვენ ხშირად ვიმალებოდით ჩვენს სამყაროში უცხო თვალისაგან. აქვე ავღნიშნავ, რომ ფეხბურთელის ცხოვრება საკმაოდ უცნაურია, შენ დაკავებული ხარ როდესაც სხვებს ცალიათ, უფრო მეტიც, შენ იმით ხარ დაკავებული რომ სხვები გაერთონ.ყველაფერი ეს ართულებდა სიტუაციას, მე კი არ ვარ გაჩენილი რთული საგნებისთვის, მირჩევნია ვიყო დაკავებული ჩემი საქმით და არ გავართულო ყველაფერი. ვკმაყოფილდებოდი პრაღასთან იმ ნაცნობობით რაც მქონდა, არ დავსდევდი გართობას.
მოკლედ, მე და სხვა ბიჭები სპარტადან, ახალწვეულები სხვა კლუბების ახალგაზრდული სექტორისა, ვქმნიდით მშვენიერ კოლექტივს. ხშირად ვატარებდით დროს ერთად და მიუხედვად იმისა, რომ ანგელოზობისაგან შორს ვიყავით, მაინც ვხვდებოდით თუ როდის უნდა გავჩერებულიყავით. პირველ რიგში, ჩვენ ხშირად ვსვავდით და ვსაუბრობდით გვიან ღამემდე, ჩვენი ხელფასით მეტს ვერ გავაკეთებდით.
სპარტამაც გამიშვა დუბლებში სავარჯიშოდ, რომელიც გამოდიოდა მესამე ლიგაში, მაგრამ დაბრუნება სწრაფად მოხდა, მე და ჩემი მეგობარი ტომაშ ვოტავა დავბრუნდით ბაზაზე და ვხვდებოდით მატჩის განაცხადში.
პაველ ნედვედი – პრაღის სპარტას ფეხბურთელი
უფრო და უფრო საინტერესო ხდება და მოუთმენლად ველი მეც გაგრძელებას
ვლად

ველი გაგრძელებას ))
ძალიან საინტერესო თავი იყო ეს