ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”

პაველ ნედვედი

«ჩემი ნორმალური ცხოვრება»

ეძღვნება ივანას და ბავშვებს

(ნაწილი IX)

პრაღის ვარსკვლავებიდან ტაბორის თავლისკენ (და უკან)

პრაღის სპარტა იყო ოცნების საზღვარი, იქ თამაშობდნენ უმეტესობა იმ ფეხბურთელებისა, რომელთაგანც მინდოდა მაგალითის აღება – ირჟი ნემეცი, იოსეფ ჰოვანეცი, მიქაილ ბილეკი და კიდევ სხვა ჩემპიონები, საკმარისი იყო მათთვის ყურება და მათი საუკეთესო მოქმედებების იმიტირება, იმისათვის, რომ ამოცანა გაგიოლებოდა.

ჩემი პირველი წელი დასრულდა ჩემპიოანტში გამარჯვებით და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იშვიათად გამოვდიოდი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში, მეც შევიტანე ჩემი წვლილი ამ გამარჯვებაში. დებიუტი მქონდა სლოვაკეთის ერთ გუნდთან მატჩში, რომელიც დასრულდა ჩვენი გამარჯვებით 1-0. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგონებაა, რადგან ის იყო უკანასკნელი ჩემპიონატი გაერთიანებული ჩეხოსლოვაკიისა. პირველი იანვრიდან 1993 წლისა მოხდა მშვიდობიანი გაყოფა ქვეყნისა ჩეხეთად და სლოვაკეთად, ყველაფერი კიდევ ერთხე შეიცვალა.

მართალი ვიქნები და ვიტყვი, რომ წყნარად ვწერ ბარხატის რევოლუციის დღეებზე და ასევე წყნარად და მშვიდად ვსაუბრობ ქვეყნის გაყოფაზეც. ვამაყობდი იმით, რომ ჩეხოსლოვაკი ვიყავი, რომ მყავს მეგობრები და თანაგუნდელები სლოვაკეთიდან და პოლიტიკის გვერდზე გაწევით ჩვენ ერთად კარგად ვიყავით ფედერაციულ რესპუბლიკაში. ჩვენ ტოლები ვართ, ჩვენი ენა ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ერთად ჩვენ ბევრად ძლიერები და შეკრულები ვიყავით.  ვაცხადებ ამას პატივისცემით ყველა შეხედულებისა, იმიტომ, რომ სხვები შესაძლოა სხვაგვარად ფიქრობდნენ, მე კი არ მინდა ვინმეს ვაწყენინო. ეს მხოლოდ ჩემი აზრი და გრძნობაა, რომელიც ჩემს გულშია.

იმ სეზონის დასასრულს მე და ივანა ერთად ვცხოვრობდით, მე დავარწმუნე ის გადმოსულიყო ჩემთან პრაღაში, თუმცა არა მთლად სამართლიაანდ…  მოკლედ, მე დავარწმუნე ის, უპირველეს ყოვლისა ჩვენი სიყვარულის ძალით.

ივანა იმ პერიოდში უკვე მუშაობდა მედდად. თუმცა არ ვნანობდი, რომ ეს ჩვენ გვაშორებდა ერთმანეთს. იყო რისკი, რომ სამსახურს შეიძლება დაეკავებინა ის ჰებში და საფრთხის წინაშე დაეყენებინა ჩვენი ურთიერთობა.

მოვიგონე ერთი ისტორია, და მიუხედავად იმისა, რომ ტყუილის თქმა არ შემიძლია, იმჯერად კარგად გამომივიდა და საკმაოდ დამაჯერებლად ვსაუბრობდი. ვუთხარი, რომ გარკვეული კავშირების დახმარებით შემეძლო პრაღაში მისთვის სამსახურის შოვნა, ოღონდ კი ის გადმოსულიყო ჩემთან ერთოთახიან 36 კვადრატულ მეტრიან ბინაში. მან დამიჯერა ან ისე მომაჩვენა თავი ვითომ დამიჯერა, და გადმოვიდა ჩემთან.

თავიდან რთული იყო, ის ახალგაზრდაა და მთელ დღღებს მარტო ატარებდა, მელოდებოდა სახლში, ვფიქრობ, რომ ის იმ პერიოდში ძალიან იტანჯებოდა. მე კი ტყავიდან ვძვრებოდი, რომ მასთან რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი ვარჯიშების შემდეგ, მაგრამ ხშირად დამხვედრია ის მოწყენილი. ალბათ იმიტომ, რომ სულ ვვარჯიშობდი და ვვარჯიშობდი, როდესაც დანარჩენები ასრულებდნენ ვარჯიშს, მე ორმაგად ვიტვირთავდი თავს. ამას ვაკეთებდი გამუდმებით, ჯერ კიდევ დუკლაში ამასთან დაკავშირებული იყო ერთი მოგონება – მეუღლეები და მეგობარი გოგონები სხვა ფეხბურთელებისა იმტვრევდნენ თავს იმაზე, თუ სად იკარგებიან კაცები სანამ მე ვვარჯიშობ, რამეთუ უცნაურად ეჩვენათ ის მე ჩვეულებრივ სამუშაოს მარტო ვასრულებდი, სანამ დანარჩენები ატარებდნენ საღამოს ბარში ან დისკოტეკაზე…

სხვა ქალებისაგან განსხვავებით, რომლებიც ოცნებობენ ფეხბურთელზე გათხოვებას, ასეთი შეუღლების უპირატესობის გამო – ფული და ლამაზი ცხოვრება, ივანა ყოველთვის ობიექტურად უყურებდა ჩემს პროფესიას, ყოველთვის მეხმარებოდა, და ხშირად აღიარებდა რომ ერჩივნა ჩვეულებრივი ოჯახი და კაცი რომელსაც უფრო მეტი საუბარი შეეძლო, და მე მისი მესმის.

ჩვენ ერთად ვართ ჯერ კიდევ პატარაობიდან, მაშინ არც მდიდარი ვიყავი და არც ცნობილი. ჩვენ ერთად გადავიტანეთ ყველა სირთულე, ამიტომაც მშვენივრად ვიცი, რომ რადგან ის ასე ამბობს, ესეიგი ასე ფიქრობს, ყველანაირი პირფერობის გარესე. ჩვენ ორივემ მივუძღვენით თავი ოჯახს, მაგრამ ის რაც გააკეთა ივანამ ბევრად მეტია ვიდრე ჩემი გაკეთებული. მას მხრებზე დააწვა ყველა პრობლემა ჩვენი ცხოვრებისა, ჩვენი ბავშვები, და ვიცი, რომ ძალიან ვალში ვარ მასთან. პრაღაში ივანა დაქალდა ბევრად უფრო ადრე ვიდრე დავკაცდი.

თუმცა ასეთი მონაყოლი შესაძლოა მოსაწყენი მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენ ერთად ძალიან კარგად ვიყავით პრაღაში.

წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს, მაგალითად, იჩხუბო 36 კვადრატულ მეტრში? იმასაც კი ვერ ეტყვი, რომ არ დაიძინებ მასთან და დაიძინებ დივანზე, იმიტომ, რომ დივანი პირდაპირ საწოლის წინაა და რამოდენიმე წუთში ერთერთი მაინც დაიწყებს სიცილს და ჩხუბი ამით დასრულდება.

ერთხელ ძალიან გავაბრაზე, ეს იყო საშობაოდ 24 დეკემბერს. ჩვენთვის ასეთ საღამოს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობდით პატარა ბინაში, ივანა მაინც აპირებდა დღესასწაულის აღნიშვნას, სამწუხაროს იმ საღამოს გადავწყვიტე, რომ ვერ დავიკლებდი დატვირთვას და ის იძულებული გახდა მარტო დარჩენილიყო, ცარიელ ბინაში…

ჯიუტი ვარ, არც ივანაა შაქარი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის გაწონასწორებული იყო, რადგან ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობდით. მან იცის, რომ არ ვარ დიდი მოსაუბრე და ზოგჯერ რეალობას მოწყვეტილიც კი ვეგონო ვინმეს, ვიცი, რომ ის ძალიან აქტიურია და ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. მან იცის, რომ როდესაც დავლევ (ეს იშვიათად ხდება და რა თქმა უნდა არ გამოვთვრები ხოლმე) ცოტა მოსაწყენი ვხდები და უფრო ჯიუტი, ამიტომ, როდესაც ასეთი რამ ხდება ის ცდილობს ისე იმოქმედოს, რომ შემდეგ ეს ვინანო და გამახსენოს ხოლმე … პრაღაში ცხოვრების დროს, მაგალითად, ნებისმიერ ფასად მოვინდომე საჭესთან დაჯდომა კარგი მსუყე ვახშმის შემდეგ, არ ვუსმენდი არანაირ რჩევას. ამას გარდა, ივანას არ ქონდა მართვის მოწმობა და იძულებული იყო დამთანხმებულიყო ხოლმე. და ეხლაც კი ვიცინით და მახსენებს ხოლმე ამ შემთხვევას.

კეთილი, ჩეხი მეგობრები. მარცხენა მხარეს ჩემი მეუღლე ივანა

მაგრამ თუ ძალიან შევტოპავდი, საფასური იყო ძალიან მრისხანე. ერთხელ მან წამართვა საბანი და გააღო ფანჯრები და თან პრაღაში, რომელიც არანაირად არ გავს კარიბს! მას შემდეგ  ყურადღებით ვცდილობ ვაკონტროლო სასმლის რაოდენობა… ან ისე გავაკეთო, რომ ის ვერ მიხვდეს!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nika gergedava
11 years ago

ნეეედვეეედ :*:*:*:* :forza: :forza:

Dutch
ადმინისტრატორი
11 years ago

ძალიან ძალიან მაგარი თავია , მადლობა ვლად !!!

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x