პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”
პაველ ნედვედი
«ჩემი ნორმალური ცხოვრება»
(ნაწილი I)
ეძღვნება ივანას და ბავშვებს
პროლოგი (უკანასკნელი აქტი)
იმ დღეს მრავალი ასაკოვანი ადამიანი ავატირე.
ასაკოვნები, ზრდასრულები, რომლებიც ეხუტებოდნენ თავის მეუღლეებს და შვილებს, ყველა ტიროდა ჩემ გამო, გეფიცებით, ამის ხილვა ჩემთვის უცნაური და სასიამოვნო იყო. ეს იყო 2009 წლის 31 მაისს, როდესაც დავასრულე პროფესიონალური საფეხბურთო 20 წლიანი კარიერა.
ჩემს გარშემო შეიკრიბა ათასობით ადამიანი, ეხლაც კი მახსოვს გულშემატკივართა მიერ შესრულებული სიმღერა, აგრეთვე ფოტოაპარატების ნათებები, ამ ყველაფრის გახსენებაზე ეხლაც გამაჟრიალებს ხოლმე. ყველა ფიქრობს, რომ უკანასკნელი მატჩი, სიკვდილის ტოლფასია ფეხბურთელისათვის, ერთის დასასრული და მეორეს დასაწყისი, დასაწყისი ახალი ცხოვრებისა, რომელიც განსხვავებულია წინასაგან, უფრო ნაკლებად დატვირთული და ნაკლებად კაშკაშა. ბევრი რთულად ეგუება აზრს, რომ მათ აღარ დაუკრავენ ტაშს, აღარ ცემენ თაყვანს და ბევრ ჩვენთაგანს ეშინია ნორმალური ცხოვრების.
მე – არა. როდესაც ვუსმენდი სხვა ფეხბურთელების მონაყოლებს, დიდი ფეხბურთელებისაც და არც თუ დიდების, როდესაც ვისმენდი მათ ნაამბობს გამოსამშვიდოებებელ მატჩთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ისინი გრძნობდნენ სიცარიელეს მოედნის დატოვებისას, ვერ ვხვდებოდი ამ ყველაფერს. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი რამ არ დამემართებოდა.
იმ დღეს ავატირე მრავალი ადამიანი, მაგრამ მე არ ვტიროდი, რადგან ვიყავი ბედნიერი. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერს აქვს ახსნა და მიუხედავად პატარა რეპეტიციისა, ვიცი, რომ ის დღე ორგანიზებული იყო ვიღაცის მიერ, რომელიც უფრო მეტად დიდია, ვიდრე მე, იმიტომ, რომ არ შეიძლება ის დღე უკეთესად ჩატარებულიყო, უფრო მშვენიერი ყოფილიყო.
2009 წლის 31 მაისი ტურინში იუვენტუსმა ითამაშა ლაციოს წინააღმდეგ. ჩემს ცხოვრებაში ორი უმნიშვნელოვანესი გუნდი შეხვდა ერთმანეთს პირისპირ, გაუზვიადებლად ვიტყვი, რომ ეს იყო უნიკალური შემთხვევა…
იუვენტუსი შეხვდა ამ მატჩს წარმატებული სეზონით, ლაციოს კი რამე განსაკუთრებული პრობლემები არ ქონდა სატურნირო ცხრილში ანუ ყველა წინაპირობა იყო იმისა, რომ ჩემი გამოსამშვიდობებელი საღამო გადაქცეულიყო მშვენიერ დღესასწაულად, როგორც მოხდა კიდეც. მაგრამ არა, ყველაფერი ბევრად უკეთესად იყო.
უკანასკნელი სეზონი – ეს სწორედ ის არის, როდესაც შენ აშკარად გრძნობ, ფეხები ვეღარ გიძლებს, ბურთი შენს აზრებზე სწრაფად დაფრინავს, ხოლო სხვა ფეხბურთელები არარეალურად მსუბუქად დარბიან, თითქოს მოტოციკლეტებზე ზიან, ხოლო შენ ფეხით დასდევ. მოკლედ, ნებდები, რომ თავიდან აიცილო დამცირება, ჩაგდებული და საშინლად ჩატარებული მატჩების გამო, ნებდები, რომ არ გაუფუჭო გულშემატკივარს შენზე არსებული შთაბეჭდილებები. თუ დაფიქრდები, სეზონი ჩემთვის წარმატებული გამოდგა – მე ვითამაშე 32 მატჩი, გავიტანე 7 გოლი და მე ეს მომწონდა, არა სტატისტიკის კუთხით, არამედ როგორც მტავარი მოტივაცია. ჩემს უკანასკნელ სეზონში მე გამოვდიოდი მოედანზე სხვებზე ხშირად, და როგორც მახსოვს, ტალახში არ ჩავვარდნილვარ, ამიტომ ჩავაქსოვე თამაშებში გრძნობა უკანასკნელ საღამომდე, იყო სიამოვნება, სიამაყე და აზრი იმის შესახებ, რომ მე დავიმსახურე ყველა იმ ადამიანის სიყვარული მოედანზე ბოლომდე დახარჯვით.
ამიტომ, ჯერ კიდევ მოედანზე გამოსვლამდე ვაქცევდი ყურადღებას ჩემს ამხანაგებს და მოწინააღდმეგეებს, ყურს ვუგდებდი მოედნის ხმაურს, და ვიღიმებოდი – წყნარად ვიყავი, რამეთუ ვიყავი დაჯილდოვებული და განსაკუთრებულად მდალობა მოხდილი.
არ ჩაგიხედავთ საკუთარ თვალებში? არა სარკეში არა. საკუთარ თვალებში ჩახედვა, ისე თითქოს ისინი სხვისი იყოს, მე გამომივიდა სწორედ იმ დღეს.
მთელი ჩემი ცხოვრება მეუბნებოდნენ, რომ ცივი, სერიოზული და კონცენტრირებული გამოხედვა მაქვს. ყინულივით თვალები. ეს ასეა, მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც მე ვთამაშობ, იმიტომ, რომ ასეთ დროს მე ვერაფერი ვერ გადამატანინებს ყურდაღებას სხვა რამეზე. არასდროს არ მიმიქცევია ყურადღება ჩემი თვალებსიათვის, იმ დღემდე, იმ მომენტამდე, როდესაც მათ თავად შემომხედეს სტადიონის ყველა ეკრანიდან, სწორედ მაშინ გამიჩნდა ეს უცნაური გრძნობა – საკუთარ თაველბში ჩახედვისა.
დღესასწაული, აი როგორ გამოიყურებოდა ის მატჩი, მქონდა ისეთი გრძნობა, თითქოს რაღაც უჩვეულო იუბილე აღინიშნებოდა. ვთამაშობდი მსუბუქად, რომელიც მანამდე არ განმეცადა, ყველაფერი გამოვიდა იოლად, შესაძლოა არ მეყო გოლი, რომელსაც ყველა ელოდა, მაგრამ რომელიც ჩემი აზრით იქნებოდა ზედმეტი.
მახსოვს, მოედანზე გამოსვლამდე მიხსნიდნენ, თუ რა მოხდებოდა მატჩის შემდეგ. მე მოვიწყინე და ისეთი სახე მივიღე, თითქოს ვუსმენდი მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი.
ცერემონია დეტალურად იყო დაგეგმილი, ის რამდენჯერმე გამიმეორეს. წრე მოედნის გარშემო, ყვავილები, შარფები და მისალმება ყველა ნაცნობისა და მათი ვინც მე მიცნობდა თუთქოს მე მათი ნათესავი ვყოფილიყავი. მაგრამ თავში მაინც არ შემდიოდა, თითქოს მზად არ ვიყავი.
ვიყავი იქ, გვირაბის ბოლოში, რომელსაც მიყავხარ გასახდელში, და ერთი სულმოუთქმელად ველოდი მატჩის დაწყებას. მე მინდოდა ფეხბურთის თამაში და სხვაზე არაფერზე ფიქრი, როგორც ყოველთვის. თამაში და მოგება, იმიტომ, რომ აღნიშვნისა და დასვენებისათვის საკმარისი დრო იყო.
და როგორც იქნა დაიწყო ის საოცარი მატჩი, მინდოდა, რომ ის სამუდამოდ გაგრძელებულიყო. მახსოვს, რომ დავრბოდი, ვართმევდი ბურთს, ვარტყავდი კარში, ვაკეთებდი ყველაფერს რაც ყველაზე კარგად გამომდიოდა საფეხბურთო მოედანზე, ყველაფერს, რასაც ვსწავლობდი მთელი ცხოვრება მოედანზე.
37-ე წუთამდე მეორე ტაიმისა.
ჩემი პროფესიონალური კარიერის დასარული, უკანასკნელი წუთი პაველ ნედვედის როგორც ფეხბურთელისა.
რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ მივიღებდი წინადადებებს, ვიცოდი რომ მექნებოდა შესაძლებლობა ბუცებისა და ფორმის კვლავ ჩაცმისა დიდ კლუბში, მაგრამ გულში რაღაც, მშვენიერი და ჯანმრთელი მეუბნებოდა ის წუთი ნამდვილად უკანასკნელი იყო, რომ მივდიოდი სცენიდან ისე როგორც შემოვედი.
სირბილით, ყველას მკლავებში, გულშემატკივართ ქოროს თანხლებით და სიხარულის ცრემლებით და აღიარებებით, რომელის დამალვაც მსურდა და თან ამავე დროს არ ვცდილობდი თავი შემეკავებინა.
37-ე წუთიდან 39-ე წუთამდე მე, პაველ ნედვედმა, მოვიარე მთელი მოედანი და მივესალმე ჩემს მეგობრებს, მოწინააღმდეგეებს და ბურთს, სწორედ იმ ბურთს, რომელსაც ვუმადლი ყველაფერს.
ნახევარი საათის შემდეგ შედგა ოფიიალური ცერემონია, ჩემს შვილებთან, მეგობრებთან, გუნდთან და იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან ერთად, ჩემი მაისურზე ნომრით 11.
მე გადმომცეს სუვენირად მაისური, ნომრით 327, ამდენივე მატჩის სიმბოლოდ, რომელიც ვითამაშე შავ-თეთრ ფერებში. მაგრამ ყველაზე მეტად იმ დღიდან რა მახსენდება იცით? იცით რა მიტრიალებს თავში, როდესაც ვფიქრობ მატჩზე იუვენტუსი-ლაციო?
კარიცოს სეივები. შედეგი. გამარჯვება.
იმიტომ, რომ ფეხბურთი, რომელიც მე ვიცი, რომელიც მე მიყვარს, და რომლის თამაშსაც გავანებე თავი 31 მაისს 2009 წლისა, მაგრამ რომელიც სულ დარჩება ჩემში – არის ის რაც იქმნება თამაშიდან, შედეგებიდან, ბრძოლიდან და გამარჯვებიდან.
დღესასწაულებს ივიწყებენ, ყველაზე მხიარულებსაც კი.
მე არ ვგრძნობ თავს ექს-სპორტსმენად, მე არ მიყვარს „ექს“-ად ყოფნა რაიმეში. ყველაფერი ეს – ჩემი ცხოვრების ნაწილია, გამოცდილების, რომელმაც მე გამამდიდრა და გამიჩინა სურვილი მომეთხრო მასზე.
ყველგან შეგიძლიათ იპოვოთ ბიოგრაფიები ჩემპიონებისა, ზოგჯერ ახალგაზრდა ფეხბურთელებისაც, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ ყველა, რომ მათ აქვთ მოსაყოლი ჯერ კიდევ მანამდე სანამ ამას გამოცდიდნენ. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრება იყო ნორმალური და ამავე დროს არაჩვეულებრივი, სწორედ იმიტომ, რომ მე გადავწყვიტე მეცხოვრა, არ გადამეხვია მიზნისგან, არ შემეცოდებინა ჩემი თავი, ბოლომდე დავხარჯულიყავი. არ დავნებებულიყავი.
იმედია, რომ ეს ჩემი მონათხრობი ვინმეს მაინც დაეხმარება, იმას ვინც თუნდაც ერთი წამით დაფიქრებულა იმაზე, რომ ვერ შეძლებს არდანებებას.
არასდროს არ დავნებებულვარ. ეს არ არის იოლი, მაგრამ არც შეუძლებელია, ამას გეუბნებათ ის, ვინც გამოსათხოვარ მატჩზე მივიდა შორიდან, ცხრა მთას იქედან, ჰებიდან…
ამაზე მაგარი ფეხბურთელის … ყველას მირჩევნია ვისაც უთამაშია ან ითამაშებს ამის შემდეგ
გახსოვთ მესამე გოლი რომ შეუგდო რეალს, წინასწარ რომ დაიძახა ობოლაძემ: გაასწრებს ნედვედი იეროს და გაიტანს მესამესო… მასეთი დარწმუნებული კომენტატორი, მხოლოდ მაშინ ვნახე. არა მგონია 3-4 წამით ადრე გოლი ვინმემ იწინასწარმეტყველოს. რა კაცი იყო ნედვედი..
ნედვედის ადგილი მხოლოდ მალდინის, ზიდანის, რონალდოს და დელ პიეროს გვერდითაა…
მინდოდა კიდევ ვინმე შემემატებინა შენს სიას და ვერავინ მოვიფიქრე.
ერთერთი უდიდესი ფეხბურთელი იუვეს ისტორიაში, რომელმაც დატოვა სახელი და თავი შეგვაყვარა ყველას
Vlad – გაიხარე ძალიან დიდი მადლობა ძმაო ასეთ კარგ საქმეს რომ აკეთებ..
ბევრჯერ მითქვია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მე ძალიან ამაყი ვარ რო ნედვედი იუვენტუსის ფეხბურთელი იყო.. არ ვიცი რაა სიტყვებით ვერ ავღწერ რას ნიშნავს ჩემთვის ნედვედი, ისევე როგორც დელ პიერო, ჯიჯი, ტრეზეგე(კარიერას რომ დაამთავრებს აუცილებლად უნდა მოვუწყოთ გამოსამშვიდობებელი მატჩი) იგივე ის გაჩეჩილი კამორანეზიც კი მიყვარს.. აგერ ვკითხულობდი პავლიკას სიტყვებს და ცრემლი მომადგა თვალებზე – ყველანაირად მისაბაძი ადამიანი და ფეხბურთელია. პაველ მიყვარხარ
ბრავო Vlad !!!
რამდენი ხანია ამ წიგნის შოვნა მინდა და რომ იცოდე როგორ გამიხარდა საიტზე ეს სტატია რომ დავინახე
თუნდაც პატარა მონაკვეთის წაკითხვაც კი უდიდესი ბედნიერებაა ჩემთვის
http://www.youtube.com/watch?v=hAztU2CV6YM&feature=related
აჰა, ვსიო ვიპოვე, წიგნის ყდას ვეძებდი
წიგნის ყდა მიდევს მე მგონი სურათად თავში… თუ სხვა ყდა აქვს?
ახლა ცალკე კატეგორია აქვს წიგნებს, მარა შენ რო დადებ ხოლმე კატეგორიად ისევ ლეგენდები მიუთითე, მერე დავარედაქტირებ და ჩავაგდებ წიგნებში : )
ოკ
ოღონდ თუ იცი კონკრეტული სახელი რა ქვია მითხარი რა
არა კაია კაცო, ახლა მინდა ავალაგო კატეგორიებში ლამაზად და მაგიტო ვამბობ, მიაწექი შენ როგორც მოახერხებ
ვაიმე რა მაგარია
ჩვენი ნედვედი

არა ჯერ არ მორჩენილა (ჩემი აზრით… გავჩითავ დანარჩენსაც) სერიალივით კი გამომდის მაგრამ … :)
Vlad -ბუფონი მორჩა?
გაიხარე.. რამდენი ხანია ველოდებოდი

ძაამ მაგარია და გაგრძელება მინდა