ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაოლო და დანიელ მალდინებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

პაოლო მალდინი

იტალიაში საკმაოდ მძიმე სურათია, რომელიც არა და არ იცვლება..

მარტო დღეს 24 საათის ინფორმაციით კორონავირუსის ეპიდემიას კიდევ 793 ადამიანი ემსხვერპლა.. 

პაულო დიბალას დღეს ტესტი ჩაუტარდა მას შემდეგ, რაც თვითიზოლაციაში დაახლოებით კვირაზე მეტი იმყოფებოდა და მას დადებითი დაუდასტურდა, ისევე როგორც მის მეგობარ გოგონას.

ცოტახნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული მილანის ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინია რომელსაც ორიოდე კვირის უკან კონკრეტულ ადამიანთან ქონდა ურთიერთობა..

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ამ უკანასკნელს ვირუსი ქონდა, თავადაც თვითიზოლაციაში მოექცა.. დღევანდელ შემოწმებაზე კი ვირუსი დაუდასტურდა.

ანალოგიური სიტუაცია აქვს მის შვილს დანიელ მალდინის.. ახალგაზრდა ფორვარდი ძირითად გუნდთთან ერთად ვარჯიშობდა და შემოწმებისას მასაც დადებითი დაუფიქსირდა. 

მილანის ოფიციალური გვერდის ცნობით, ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს და ახლა კარანტინში იმყოფებიან.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

3
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
2 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
2 Comment authors
DutchLASHAJUVENTINO Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
LASHAJUVENTINO
სტუმარი
LASHAJUVENTINO

დიბალაც დაემატა facebook-ზე თქვა