ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაოლო მონტეროს ინტერვიუ Sky Sport -ისთვის

პაოლო მონტერო

Sky Sport Italia -ს ჟურნალისტი იუვენტუსის ექს ურუგვაელ მცველს – პაოლო მონტეროს დაუკავშირდა, რომელთანაც ძალზედ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

“ჩემი პირველი შთაბეჭდილება იუვეზე ძალზედ ემოციური იყო..

ურუგვაიში ვიმყოფებოდი, როდესაც საქმე გადაწდა.. მაშინ ატალანტას ღირსებას ვიცავდი და ყველაფერი მალე მოხდა. 

წარმოიდგინეთ, გამოდიხარ იმ გუნდის საწვრთნელ მინდორზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა..

ჩირო ფერარასთან და ანჯელო პერუცისთან ერთად ვარჯიშმა ჩემზე ძალიან იმოქმედა.

ამ ადამიანებმა მასწავლეს, თუ რის ხარჯზე უნდა მივაღწიო წარმატება.. მუხლჩაუხრელი შრომა და მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრი..

და რაც მთავარია.. არანაირი მე – აქ არსებობს, მხოლოდ ჩვენ!

ზინედინ ზიდანთან ახლო მეგობრობა? არაორდინალური პიროვნება იყო, რომელიც შეუძლებელია არ გყვარებოდა..

ალან ბოქშიჩმა და ალესანდრო დელ პიერომ გადაწყვიტეს, რომ რადგან მცველი ვარ უნდა დავიცვა ძლიერები.. შემტევები და ადამიანები რომლებიც მოედანზე ამინდს ქმნიან..

ზიზუ ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამასობაში მოკრძალებული.. შესაბამისად მას ვიცავდი როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმაც, თუნდაც ეპიზოდი ფანთან დაკავშირებით, რომელმაც ფრანგს ხელი კრა.

ვეკონტაქტებით თუ არა ხშირად ერთმანეთს? დაახლოებით 6 თვეა არ გვისაუბრია, მაგრამ როდესაც ძმა გარდაეცვალა, მის გვერდით ვიყავი.

ბედნიერი ვარ, რადგან იტალიური და ზოგადად განსაკუთრებული საფეხბურთო სამყაროს, ბრწყინვალე 10 წლეულში ვთამაშობდი..

ჩემს გვერდით იყვნენ ზიდანი, დელ პიერო, პერუცი, დეშამი, ფერარა.. საუკეთესოები თუ არა, პოდიუმზე მინიმუმ 5-ეულში რომ იქნებოდნენ ისეთები!

მატეის დე ლიხტი რომ ჩემპიონია, ამას თავიდანვე ვადასტურებდი, მაგრამ მოდით არ დავივიწყოთ მერიჰ დემირალი..

თურქი ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც უიღბლობა შეემთხვა.. თუმცა, ამ ასაკში ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მითუმეტეს მის უდრეკ ხასიათს თუ გავიხსენებთ.

გასახდელი? თამაში რომ წაგვეგო იყვნენ ადამიანები, რომლებიც დღეების მანძილზე არ მელაპარაკებოდნენ.. 2-3 თამაშს გადაბმულად თუ ვერ მოვიგებდით ედგარ დავიდსი გასახდელს ისე ტოვებდა, რომ არავის გვემშვიდობებოდა.

ყველაფერს გავიღებდი, რომ ახლა ამ გასახდელში ბიჭებთან ერთად ვყოფილიყავი..

ემოციები ბუნებრივია მოპოვებულ თასებს უკავშირდება.. თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალებში განცდილი გემოც დაუვიწყარია, ოღონდ ცუდი კუთხით. ვფიქრობ, ყველაზე მთავარი არის იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც ამ პერიოდში გავიცანი.

არის თუ არა შანსი რომ იუვენტუსი გავწვრთნა? არსებობს სურვილი, როდესაც შენი საყვარელი კლუბის გაძღოლა გწყურია, მაგრამ მეორე მხარეს არის რეალობა..

ისტორიას, რომ გადავხედოთ გამოჩნდება, რომ იუვეში მყოფთაგან ბევრს ასეთი შანსი არ მიცემია.

წაგებული ფინალებთან ყველაზე გულდასაწყვეტი ბორუსიასთან და რეალთან შეხვედრებია.. წლების შემდეგაც, როდესაც შვილებთან ერთად ვუყურე მადრიდელებთან დაპირისპირებას, დავრწმუნდი რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ..

რა აკლია იუვეს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად? მოტივაცია?

არამგონია საქმე ამაში იყოს.. იმისათვის, რომ თვალებში ცეცხლი მქონოდა არ იყო საჭირო მარჩელო ლიპის, კარლო ანჩელოტის ან ფაბიო კაპელოს მხრიდან მოტივირება.. ეს არის ინდივიდუალური რამ.. რომელთან ერთადაც ცხოვრობ!

ყველაზე მთავარი კი იღბალია.. ბარსელონასთან შეხვედრა რომ ავიღოთ, რომელიც 2015 წელს გაიმართა.. იქ ტურინელები 30 წუთის მანძილზე დომინირებდნენ.. გოლის გატანის არაერთი შანსი ქონდათ, მაგრამ სამწუხაროდ ბარსას კონტრშეტევაზე წამოეგნენ..

ანალოგიური იყო რეალთან 2003 წელს.. მაშინ ესპანელები ზუსტად ასეთ სტილში დავამარცხეთ.

კრიშტიანო რონალდუს როგორ შევაჩერებდი? იმდენად სწრაფია, რომ ჯობს მარტო არ დარჩე.. ერთი-ერთზე შანსი 0-თან ახლოს გექნება, რადგან საოცრად სწრაფია.. თანაგუნდელების დახმარებით და ხელოვნური თამაშგარის შექმნით.. სხვა გზა არ არის.

ბევრი საუბრობს, რომ რონალდუ სხვებზე ცუდად მოქმედებს.. თითქოს მათ ფსიქოლოგიაზე ასეთი ჩემპიონის გვერდით ყოფნა დამღუპველია..

კი მაგრამ ტურინში ზიდანი და დელ პიერო ზუსტად იმ სიმაღლეზე იყვნენ, როგორზეც ახლა პორტუგალიელია.. აქ მთავარია სხვებს რა მენტალობა აქვთ..

აქ ორი თემაა – ხარ მუშაკი, ან ხარ არქიტექტორი.. მე ვერასდროს ვერ გავხდებოდი არქიტექტორი, რადგან ასეთები თამაშს ქმნიან.. მაგრამ ვიყავი მუშაკი, რომელიც ზრუნავდა ასეთი ადამიანების სიმშვიდეზე.

ასე რომ რონალდუ არავის არაფერს არ ართმევს.. ამ შემთხვევაში თქვენ თავადვე იკლებთ ყველაფერს, თუ ჩრდილში ექცევით და სიტუაციას ეგუებით.

ანდრეა ანიელიმ ფავორიტ ფეხბურთელთა რიცხვში შემიყვანა? სასიამოვნოა!

საერთოდაც ამ ოჯახთან შეუძლებელია განსაკუთრებული სიყვარულით არ აივსო.. ავოკატო ხომ საოცრება იყო! შეეძლო მართლაც დაერეკა ღამის ხუთზე და ეკითხა, როგორ გრძნობ თავს..

მას რამდენიმეჯერ ვესაუბრე და ყოველთვის ქონდა წინასწარ მომზადებული კარგი ხუმრობა.. დიდებული პიროვნება იყო! 

ანდრეა მაშინ გავიცანით, როდესაც მამასთან ერთად გასახდელში შემოვიდა.. შემდგომ უკვე პრეზიდენტობისას ვნახე და მის მიმართ მხოლოდ დადებითს თუ გეტყვით.

ერთ დღეს მასთან ვახშმობისას ვუთხარი, რომ იუვე მაშინ გახდებოდა იუვენტუსი როდესაც სათავეში ერთ-ერთი ანიელი მოვიდოდა.. ანდრეას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ!”

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x