ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაოლო მონტერო:”5 მაისი? ეს ვალის დაბრუნებას გავდა”

პაოლო მონტერო

პაოლო მონტერო მთავარ მწვრთნელებზე ვისთანაც უმუშავია:

“მწვრთნელის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე რთულია.. ამას ზუსტად მაშინ ხვდები მთელი დატვირთვით, როდესაც კლუბთან კონტრაქტს აფორმებ და ფეხბურთელებთან იწყებ ურთოერთობას.

საბედნიეროდ, კარიერაში არაერთ დიდ მწვრთნელთან მიმუშავია და თითოეული მათგანისგან განსაკუთრებული თვისებები ავიღე.. 

მარჩელო ლიპი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.. მასთან ყველაზე დიდხანს მომიწია მუშაობა.. თან ჩემი ტურინში გადაბირება დიდიხანია სურდა.. 

მის აზრს ჯირაუდო და მოჯიც იზიარებდნენ.. თუმცა, მაშინ ჩემი სახელი წითელ ბარათებთან ასოცირდებოდა.. ნამდვილად ბევრ გაფრთხილებას ვღებულობდი..

არც არის გასაკვირი, ატალანტაში გადარჩენისთვის ვიბრძოდით, აქ კი სხვა მისია გვქონდა.. 

არ უნდა დავივიწყო კარლო ანჩელოტი, ჩეზარე პრანდელი, ფრანჩესკო გუიდოლინი და ემილიანო მონდონიკო..

აპენინებზე საუკეთსოებად ლიპი და ანჩელოტი მიმაჩნია, მაგრამ მათ დონეზე მაქს ალეგრისაც დავაყენებ. მის მასტერ-კლასებს კორვეჩანოზე ვუსმენდი, როდესაც სამწვრთნელო ლიცენზიის კურსსზე ვიმყოფებოდი. 

ზინედინ ზიდანი არის უნიკალური, რომელიც საოცრად უშუალო და მოკრძალებული პიროვნებაა..

ბევრს საუბრობენ პეპ გუარდიოლაზე, ჟოზე მოურინიოზე, იურგენ კლოპზე.. არადა ფრანგმა სამი ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო.. მას სათანადო დონეზე არ აფასებენ.. არადა მისი ხილვა იუვენტუსის სამწვრთნელო სკამზე ნამდვილად მსურს.. 

ალესანდრო დელ პიერო კიდევ ერთი დიდებული, ასევე უშუალო და განსაკუთრებული ჩემპიონია, ვის გვერდითაც ყოფნა მომიწია!

2002 წლის 5 მაისი? სასტუმროდან ავტობუსში ისე ჩავსხედით, რომ ხმა არავის ამოგვიღია. ეს სიჩუმე გასახდელამდე გაგრძელდა.. მცირეოდენი იმედი გვქონდა, მაგრამ განწყობა სტადიონამდე იდეალურისგან შორს იყო..

თუმცა, მოვხვდით თუ არა გასახდელში ყველაფერი შეიცვალა.. ფორტუნას მამაცები უყვარსო ამბობენ.. და ამ დღეს ეს მართლაც ასე მოხდა!

გარკვეულწილად განგებამ ვალი დაგვიბრუნდა.. კარგად გვახსოვს პერუჯაში დატრიალებული მოვლენები, როდესაც გასახდელში პიერლუიჯი კოლინას გადაწყვეტილებას მთელი 75 წუთი ველოდებოდით.. არადა პროტოკოლის თანახმად ეს მაქსიმუმ 45 წუთი უნდა გაგრძელებულიყო..

ეს სიტუაცია.. ეს წრე.. რაც არ უნდა დავარქვათ.. ვალის დაბრუნებად თუ ბედისწერად.. ფაქტია, რომ დაიხურა.. და დაიხურა ამ დღეს..”

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<