ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაოლო როსი – ადამიანი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო!

პაოლო როსი

პაოლო როსი – მეოცე საუკუნის ერთ ერთი საუკეთესო ფორვარდი , ფეხბურთისადმი სიყვარულმა მამისმა გაუჩინა , ვიტორიომ – რომელიც ფლორენციული ფიორენტინის თავგადაკლული გულშემატკივარი იყო . სწორედ მან შეიყვანა 10 წლის ბიჭუნა ჯერ  “ამბროზიანა” -ში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბში , ხოლო შემდეგ „ “კათოლიკა ვირტუსში” .

დაბადების ადგილი და თარიღი : 23 სექტემბერი 1956 წელი . სანტა ლუჩია ( იტალია )
ამპლუა – ფორვარდი
კარიერა ( იუვენტუსი ( 1973 – 75 , 1981 – 85 )
კომო ( 1975 – 76 )
პერუჯა ( 1979 – 81 )
მილანი ( 1985 – 86 )
ვერონა ( 1986 – 87 )
დებიუტი იუვენტუსში ჰქონდა 1973 წელს .
ტიტულები
იტალიის ჩემპიონი – 2 ჯერ ( 1982 , 1984 – იუვენტუსი )
იტალიის თასი – 1 ( 1983 – იუვენტუსი )
თასების თასი – 1 ( 1984 – იუვენტუსი )
ევროპის ჩემპიონტა თასი – 1 ( 1985 – იუვენტუსი )
ევროპის სუპერ თასი – 1 ( 1984 იუვენტუსი )
მსოფლიო ჩემპიონი – 1 ( 1982 – იტალიის ნაკრები )
პირადი ჯილდოები
საუკეთესო ბომბარდირის წოდება – 1 ( 1977 – 78 – იუვენტუსი )
მსოფლიო ჩემპიონატის საუკთესო ბომბარდირი – 1 ( 1982 – იტალიის ნაკრები )
ოქროს ბურთი (France Football ) – 1 ( 1982 – იუვენტუსი )
ოქროს ბურთი ( FIFA ) – 1 ( 1982 – იუვენტუსი )
ოქროს ბუცი (FIFA ) – 1 ( 1982 – იუვენტუსი )
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი – 1 ( 1982 – იუვენტუსი )
გოლები
იტალიის ჩემპიონატი – 82 ( აქედან 24 იუვენტუსის შემადგენლობაში ) – 215შეხვედრაში
იტალიის ნაკრები – 20 – 48 შეხვედრაში .
” ბომბარდირად იბადებიან , თუმცა შემდეგ არის აუცილებელი პროფესიონალური ზრდა , რათა ტალანტი არ დაიკარგოს შენში . აუცილებელია თავიდანვე გქონდეს ერთი თვისება „ გაჩნდე იქ სადაც არ ელოდებიან და გაიტანო გოლი „ .

პაოლო როსი

არარის იშვიათი ის რომ მშობლებს სურთ საკუთარი აუხდენელი ოცნება მათი შვილების დახმარებით აიხდინონ. თუმცა, ეს ხშირად არ გამოდის, თუმცა დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი – ნამდვილად რომ გამორჩეულია.

პაოლო როსი – მეოცე საუკუნის ერთ ერთი საუკეთესო ფორვარდი , ფეხბურთისადმი სიყვარულმა მამისმა გაუჩინა , ვიტორიომ – რომელიც ფლორენციული ფიორენტინის თავგადაკლული გულშემატკივარი იყო . სწორედ მან შეიყვანა 10 წლის ბიჭუნა ჯერ „ ამბროზიანა „ -ში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბში , ხოლო შემდეგ „ კათოლიკა ვირტუსში „ .

უკვე 15 წლის როსის აღარ ჭირდებოდა , არანაირი კლუბის გამოცვლა და სადმე მორგება , მისმა ბედმა როგორც ჩანს ინება დაკავშირებოდა ბებერ ქალბატონს,  თუმცა პირველი ცდა იუვეში წარმატებით არ დასრულებულა . 2 წლის შემდეგ მისი გადასვლიდან ბიანკონერიში , იგი ტრავმებით გაიტანჯა.

საბოლოო ჯამში მას სამი ოპერაცია გაუკეთდა. ერთი ფეხიდან ორი ძარღვი ამოუღეს, ხოლო მეორედან ერთი . მისი მომავალი კარიერა ნისლიან ბურუსში გაეხვა.

1975 წელს 19 წლის როსი განათხოვრებულ იქნა იუვეს მიერ კომოში. გათვლილი იყო რომ ეს გუნდი სეზონის ბოლომდე გამოცდიდა ფეხბურთელს ბრძოლაში, ხოლო უკვე ამის შემდეგ დააბრუნებდა უკან. ასეთ შემთვევაში კი რათქმაუნდა ფული იუვემ გადაიხადა და არა კომომ.

პაოლო როსი კომოში – იუვედან არენდით განათხოვრებული

შედეგი საკმაოდ არადამაჯერებელი იყო . როსი 6 შეხვედრაში გამოვიდა მოედანზე თუმცა მნიშვნელოვანი არაფერი არ გაუკეთებია .

ერთადერთი ადამიანი რომელიც განაგრძობდა რწმენას მისდამი იყო მისი მამა!

შემდეგ პაოლო არაერთხელ განაცხადებს, რომ სწორედ ეს ფაქტორი დაეხმარა მას გაეგრძელებინა საკუთარი ბედის ძიება.

მან ეს შეძლო. თავდაპირველად მწვრთნელი სახით, იმიტომ რომ ყველა სპორტსმენისათვის აუცილებელია შეხვდეს საკუთარ დამრიგებელს.

იტალიელი გოლეადორისათვის კი ეს გახდა ჯანბატისტა ფაბრი.

ჯანბატისტა ფაბრი და პაოლო როსი

მიუხედავად ძლიერი ფიზიკური მონაცემების არ ქონისა, მან შეძლო და პაოლო დააყენა ცენტრ ფორვარდათ, თუმცა მანამდე მწვრთნელები მას მარჯვენა ან მარცხენა შემტევ ფეხბურთელად მიიჩნედნენ.

პირველი სეზონში როსი არამარტო მეორე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა , არამედ დაეხმარა საკუთარ გუნდს ამოსულიყო სერია ა-ში .

ამ დროს კი იუვენტუსი აქტიურად ეძებდა გაბრწყინებული ბონინსენიეს შემცვლელს. როსის არ ივიწყებდნენ , თუმცა არჩევანი საბოლოო ჯამში პრუცოსა ან ვირდისონს შორის უნდა გაეკეთებინათ.

უკვე ნახევარი წლის გასვლის შემდეგ ნათელი გახდა რომ იუვეს მესვეურებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს.
გავიხსენოთ რომ , ვიჩენცამ ფეხბურთელზე თანამფლობელობის ნახევარი იუვესთან გაიყო, სეზონის მეორე ნახევარში კი ბიანკონერიმ თხოვნით მიმართა მათ რათა ფეხბურთელი სეზონის მეორე ნახევარში დაეთმოთ , თუმცა საქმე ასე ადვილად არ იყო.

შედგა საიდუმლო გაყიდვა ფეხბურთელის. ეს კი ითვალისწინებს შემდეგ რამეს – იდება ორი კონვერტი და რომელიც უფრო მეტ თანხას ჩადებს ფეხბურთელი სწორედ მას ერგება.

ვიჩენცას კონვერტში 3 მილიონი აღმოჩნდა , ტურინელებმა კი მხოლოდ და მხოლოდ 1.5 მილიონი გაიმეტეს.

იმ სეზონში ბებერმა ქალბატომა კი გაიმარჯვა და გახდა იტალიის ჩემპიონი, თუმცა ვიცე ჩემპიონი სწორედ ვიჩენცა გახდა, ხოლო ჩემპიონატის საუკთესო ბომბარდირი 21 წლის როსი რომელიც უფრო და უფრო შორდებოდა იუვეს.

იმავე სეზონში ფეხბურთელს დებიუტი ჰქონდა იტალიის ნაკრებში, სწორედ მაშინ მოხდა მისი და სკუადრა აძურის ლეგენდარული მწვრთნელის ენცო ბეარზოტის პირველი შეხვედრა.

ენცო ბეარზოტი და პაოლო როსი

ისე ჩანდა რომ მას არ ეღირსებოდა 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება რომელიც არგენტინაში უნდა ჩატარებულიყო. თვითონ ფეხბურთელსაც არ ჰქონდა იმედი, რადგან მაშინ ნაკრებში პრუცო , ნოველინო , სავოლდი და გრაციანი ირჯებოდნენ. თუმცა.. ადამიანები ხშირად ცდებიან. შეცდა ასევე ჩვენი გმირიც.

პირველ შეხვედრაში ვერ გამოიჩინა თავი ფრანგების წინააღმდეგ გრაციანიმ და მის ნაცვლად მოედანზე პაოლო როსი გამოვიდა.

სწორედ მან გაიტანა გაამრჯვების გოლი მეორე შეხვედრაში რომელმაც გამარჯვება მოუტანა ნაკრებს . სულ როსიმ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა , შეძლო გაეტანა 3 გოლი და ასევე გახდა მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენა .

ასეთ დროს ვარსკვლავი უნდა კაშკაშებდეს, მაგრამ … შემდეგ სეზონში გუნდი იკავებს 15 ადგილს, მიუხედავად იმისა რომ პაოლომ 15 გოლის გატანა შეძლო , გუნდი კვლავ სერია ბ-ს დაუბრუნდა.

ხოლო საკუთარი მარგალიტი პერუჯაში გაანათხოვრა . აი იქ დაიწყო ცნობილი „ ტოტონეროს „ სკანდალი , რომელმაც კინაღამ ჯვარი დაასვა ფეხბურთელის კარიერას. თუმცა არის კარგი გამოთქმა „ არ იყო ბედნიერება , თუმცა უბედურებამ უშველა„ .

საქმე ტოტალიზატორს და შეთანხმებულ შეხვედრებს ეხებოდა . როსი შეთქმულებაში დაადანაშაულეს . ლაპარაკი პერუჯა აველინოს დაპირისპირებას ეხებოდა. მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა , მოლაპარაკების გზით. იტალიის ფედერაციის ვერდიქტით , პაოლო ფეხბურთს 3 წლით ჩამოაშორეს.

პაოლო როსი სასამართლო სხდომაზე

თუმცა შემდეგ გაახსენდათ რომ 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოდიოდა და სასჯელი 1 წელზე დაიყვანეს და კერძოდ 1982 წლის 30 აპრილამდე.

თუმცა ერთი რამ მაინც გაუგებარი რჩება , რაში ჭირდებოდა ამ ადამიანს ამ გარიგებაში მონაწილეობა , როცა ქრთამი მის 1 კვირის ხელფასზე მეტი არ იყო . საქმე მეტად ბნელი იყო .

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ თავად ფეხბურთელი ასეთ შეფასებას უკეთებდა ამ ყველაფერს:

“მე არაფერი ცუდი არ გამიკეთებია, მაგრამ საუბედუროდ იმ დროისათვის მე ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურა ვიყავი იტალიაში , ფედერაციას კი ზუსტად ასეთი კაშკაშა ვარსკვლავი ჭირდებოდა, რომ ყველასათვის დაენახებინათ ”საჭიროების შემთხვევაში არავის დავინდობთ”.  ერთი სიტყვით ასეთი იყო ჩემი ბედისწერა”.

იქნებოდა გასაკვირი რომ იუვენტუს არ ემოქმედა ბოძებული შანსით . ბიანკონერიმ სულ რაღაც 1 მილიონ დოლარად შეძლო ვერონადან მისი გამოსყიდვა. როსიმ მოასწრო კიდევაც 1981-82 წლის სეზონის ბოლოს სამი შეხვედრის გამართვა .

თუმცა , გზად ესპანეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი იდგა . . .

დასაწყისში ფაქტიურად მთელი ქვეყანა გაიყო – როსი უნდა ყოფილითო თუ არა მთავარი დამრტყმელი ძალა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში?

ვინც წინააღმდეგი იყო ისინი უპირატესობას პრუცოს, გრაციანის და ალტობელის ანიჭებდნენ.

მეტად ავტორიტეტელი პერსონა ელენიო ერერა თვლიდა:”მას ფეხები ეხლა უფრო მსუბუქად ექნება, მაშინ როდესაც სხვა ფორვარდები უფრო მძიმედ იქნებიან მომქანცველი სეზონის შემდეგ”.

თუმცა , ენცო ბეარზოტმა ძალიან კარგად იცოდა ყველა მათთაგანის დამსახურება და პაოლო როსი ჯერ 40 ფეხბურთელა რიცხვში შეიყვანა , ხოლო უკვე დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ საბოლოო სიაში შეიყვანა რომლებიც მიიღებდნენ მონაწილეობას ფინალურ სტადიაზე .

აღსანიშნავია რომ ჯგუფური ეტაპი ისევე როგორც როსიმ , ასევე ნაკრებმა მეტად არადამაჯერებლად ითამაშეს . იტალია 0-0 პოლონეთი , იტალია 1-1 პერუ , იტალია 1-1 კამერუნი . მთავარი მწვრთნელის მისამართით კრიტიკის ქარ-ცეცხლი გაჩნდა . მაგრამ ჯიუტი ბეარზოტი განაგრძობდა საკუთარი არჩეული გზით სიარულს . მიუხედავად იმისა რომ როსიმ გოლი არ გაიტანა , მისმა და ბრუნო კონტის გარღვევებმა ქანცი გაუწყვიტა ალბისელესტეს დაცვას.

შემდეგი იყვნენ ბრაზილიელები რომლებიც 3-2 -ზე იყვნენ დამარცხებულნი . სახელებითაც კი მივხვდებოდით რა ნაკრები ჰყავდა მაშინ სელესაოს : ზიკო , ფალკაო , სოკრატესი , ლუიზაო და სხვები . მაგრამ იტალიელებმა შეძლეს მათი დაჩოქება . სწორედ ამ შეხვედრიდან დაიწყო გოლების კასკადი როსის შესრულებით , მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე.

გოლი ნომერი პირველი – ის შეუმჩნევლად დაუსხლტა ლუიზაოს და განუმეორებელი დარტყმით ხსნის ანგარიშს.

გოლი ნომერი ორი – კიდევ ერთხელ აძინებს ბრაზილიელთა დაცვას და ყუმბარისებული დარტყმით დუბლს იფორმებს.

გოლი ნომერი სამი – ამას ალბათ პოეტიც კი ვერ ასახავდა , ეს იყო რაღაც საოცარი აკრობატული ნახტომის შემდეგ გატანილი შედევრი . ტაბლოზე კი სამი გოლი როსის სახელით არის ამოტიფრული.

ჯგუფური შეხვედრისაგან გასხვავებით , პოლონელები არადამაჯერებლად ასპარეზობდნენ იტალიელებთან , თუმცა როსიმ ისინი დაინდო ბრაზილიელებისაგან გასხვავებით და მხოლოდ ორი გოლი გაუტანა.

და როგორც იქნა ფინალი – ამ შეხვედრას არამარტო „ ოქროს ქალღმერთის „ ბედი უნდა გადაეწყვიტა , არამედ საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც . როსი – კარლ ჰაინც რუმინიგეს წინააღმდეგ.

იტალიელებმა სულ სამი გოლის გატანა შეძლეს გერმანელების კარში. პირველი აქედან კი როსის ანგარიშზეა. საბოლოო ჯამში სკუადრა აძურამ მეტოქე 3-1 დაამარცხა. იტალიელები სამ გზის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ , ხოლო როსი რომელმაც 6 ბურთის გატანა შეძლო 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

როსი ეხლა საკუთარ მიღწევაზე ასე საუბრობს:

“ამ ჩემპიონატზე აბსოლიტურად ყველა ბურთი მნიშვნელოვანი იყო. ფინალშიდაც 3 ბურთიდან გერმანელთა კარში რომელიც ჩვენ გავიტანეთ, ერთი ჩემს ანგარიშზეა და რაც შეეხება ბურთებს რომელიც  ბრაზილიელთა კარში გავიტანე არასოდეს არ დამავიწყდება. მაშინ ჩვენ 3-2 გავიმარჯვეთ!

და დადგა დრო მისი დიდებისა !!!

იტალია 1982-83 , თასების თასის მფლობელი 1983-84 , ევროპის სუპერთასი 1984 , ჩემპიონთა თასი 1984-1985.

მაგრამ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ის უკვე აღარ გამხდარა . ნატკენი მუხლები არ ავიწყებდნენ დიდი ხნით მას თავს  და 1985 წელს იუვე საბოლოოდ შეელია, დაემშვიდობა როსის.

როცა ის მილანში გადავიდა , პაოლომ მხოლოდ ორი გოლის გატანა შეძლო მაგრამ რა გოლების !!! ორივე გოლი დერბიში როსონერის დაუძინებელი მტერის კარებში იქნა მოთავსებული – დიახ, ინტერის!

ბეარზოტმა წარსულში გაწეული ღვაწლისათვის ის ნაკრების განაცხადშიც კი შეიყვანა , თუმცა მისი ფეხები მექსიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც არ შეხებია.

ასე უბრალოდ წასვლა კი ფეხბურთელს დიდი ფეხბურთიდან არ შეეძლო . როდესაც ის ბოლო სეზონს ატარებდა ვერონას რიგებში 1986-87 წლებში, მან გოლის გატანა შეძლო იმ დროისათვის ყველაზე ხმაურიან შეიძლება ითქვას შეხვედრაში ნაპოლისთან , მაშინ მომავალი ჩემპიონები სამხრეთიდან დამარცხებულნი იყვნენ და უფრო სწორედ განადგურებულნი ანგარიშით 3-0!

ოფიციალურად მან ფეხბურთს თავი 1987 წელს დაანება და წავიდა ბიზნესში.

ეხლა ეს არაჩვეულებრივი პიროვნება , არის იტალიაში ღვინის ფირმის პატრონი . ასევე ის სამშენებლო ბიზნესითაც არის დაინტერესებული. მაგრამ ! ყოფილი ფეხბურთელები არ არსებობენ! რათქმაუნდა არა!

როსიც არ არის გამონაკლისი.. ის არის კომენტატორი რომელსაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები მიჰყავს Sky Tv-ზე.

თანამედროვე ფეხბურთის შესახებ ის შემდეგს საუბრობს:

“ის უფრო მეტად პროფესიონალური გახდა აბსოლიტურად ყველა კუთხიდან. ტაქტიკურადაც და სისწრაფითაც. ფეხბურთელები არნახულად ემზადებიან მომავალი მატჩებისათვის. ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც ეხლა უფრო კვალიფიცირებულები არიან.

ყველაზე მთავარი კი არის ის რომ ფეხბურთში გაჩნდა ფული , საკმაოდ დიდი ფული . აქედან გაჩნდა ეს არნახული ინტერესი რომელიც არამარტო ინგლისში ,იტალიაში და ესპანეთშია.

როსიმ ასევე იუვენტუსის შესახებაც ისაუბრა ოქტომბრის პერიოდში:

“იუვენტუსი მაკვირვებს , მათ ფაქტიურად ამაურის გარდა არ გაუკეთებიათ არაფერი ტრანსფერი . მაგალითად პოულსენი და მელბერგი , მათ არ ძალუძთ კლუბს მოუტანონ რაიმე ახალი! მაგრამ არანაირად ვეთანხმები მოსაზრებას რომ ყველაფერში დამნაშავე არის კლაუდიო რანიერი.

სამწუხაროდ დღევანდელ იუვენტუს აკლია ხარისხიანი ასპარეზობა მოედნის ცენტრში , არადა ისინი ხომ ახლოს იყვნენ ვან დერ ვაარტის და ჩაბი ალონსოს ტრანსფერებთან . ასე რომ , თუ მათ ვერ შეძლეს ამ ყველაფრის გაკეთება ეს ხელმძღვანელობის სინდისზეა”.

მისი ჰობი ამ მომენტისათვის არის ცხენზე ჯირითი.

და ის რათქმაუნდა ისევ და ისევ საკუთარი ოჯახის ერთგული რჩება..

ეს მასალა ჩვენს საიტზე 11 წლის წინ გამოქვეყნდა.. დღეს კი 2020 წლის 12 დეკემბერს, სამწუხაროდ პაოლო როსი გარდაიცვალა.. მისი ზღაპრული ისტორია არავის დაავიწყდება! ეს იყო გენიალური ფეხბურთელი, რომელმაც ბევრისთვის შეუძლებელი შეძლო და საკუთარ ქვეყანას საოცარი გამარჯვება მოუტანა, იმიტომ რომ პაოლო ძალიან დიდი იყო! ძალიან დიდი!

3.7 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლაშა ცხვარაძე

გაანათლოს ღმერთმა ბევრი აქვს გაკეთებული ნაკრებისთვისაც და იუვესთვისაც ეკუთნის სათანადო დაფასება

maradona73
maradona73
7 months ago

82 წლის მსოფლიოზე სასწაულად ითამაშა, ნათელში იყოს.

batumski
batumski
7 months ago

მადლობა დათო ამომწურავი სტატიისათვის,დეტალურადაა გადმოცემული..

ბაქარი
ბაქარი
7 months ago
Reply to  batumski

მართალი ხარ მაგრა მუშაობენ სტატიაც მაგარია მადლობა დავითს თავისთავად და მთელ ადმინისტრაციას

ბაქარი
ბაქარი
7 months ago

რა ოხერი წელია რამდენი კარგი ფეხბურთელი კვდება

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x