ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პარატიჩი სარიზე, ალეგრიზე და პირლოზე

ფაბიო პარატიჩი

ფაბიო პარატიჩის Sky Sport -ის ჟურნალისტი დაუკავშირდა და განვითრებულ მოვლენებზე ესაუბრა:

“პირველ რიგში უნდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილება მწვრთნელთან მიმართებაში არ იყო მიღებული ერთი მატჩიდან გამომდინარე.

შეფასება ხორციელდებოდა სრული სეზონიდან გამომდინარე და ეს იყო ხანგრძლივი პროცესი.. საუბარი გასახდელში არსებულ მდგომარეობაზე ან მოედნის მიღმა გადამეტებულია.. ყველაფერი ნაჩვენები შედეგიდან ფასდება.

მაქს ალეგრის სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული იყო.. მან 5 წლის მანძილზე უამრავი ტიტული მოიგო და ძალიან დიდ შედეგს მიაღწია გუნდთთან ერთად! სარიმ ერთ სეზონში ერთი გამარჯვება მოგვიტანა. 

ანდრეა პირლო არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან იყო ჩვენთან არის და იქნება.. ეს არის ადამიანი რომელიც საკუთარ აზრებს იდეალურად აყალიბებს.. მას განსაკუთრებული ხედვა აქვს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ უდიდესი ფეხბურთელი, უდიდეს მწვრთნელად გარდაიქმნება.

სამი წლის მანძილზე ორჯერ გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში 7-8 განსხვავებული ფეხბურთელით და მერწმუნეთ ეს სიგიჟის ტოლფასია.. 

მიუნჰენის ბაიერნი რომელიც ბუნდესლიგაში უკონკურენტოა, ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალიდან გამოვარდნას როგორც ტრაგედიას ისე აღიქვამენ.. 

მანჩესტერ სიტი ასევე არაერთხელ გამხდარა პრემიერ ლიგის გამარჯვებული, მაგრამ ლიგაზე განცდილი წარუმატებლობის გამო ხშირად არის კრიტიკის ქვეშ. 

აიაქსთან შეხვედრაში ყველაფერი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა.. ასეთია ეს ტურნირი, რომელიც ცდება ყოველგვარ ნორმალურ საზღვრებს.. 

ინფორმაცია ჩემი იუვედან წასვლის თაობაზე? პრეზიდენტმა მკაფიოდ ისაუბრა.. დირექტორები მწვრთნელებს ვემსგავსებით.. ჩვენც მალევე გვაკრიტიკებენ.. 

აქ 10 წელია რაც ვმუშაობ და ჩვენი ურთიერთბა ცდება პროფესიონალურს.. ეს ეხება, როგორც ანდრეა ანიელის, ასევე პაველ ნედვედს და თითოეულ კლუბში დასაქმებულ ადამიანს.

რატომ ანდრეა? ადამიანური ფაქტორები მნიშვნელოვანია.. ამიტომაც მის პერსონასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დაბადებულა.”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<