ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“პარმას” ამაურის შენარჩუნების იმედი აქვს

სრულიად შესაძლებელია სეზონის დასაწყისისთვის ამაური “პარმას” დაუბრუნდეს. ბრაზილიური წარმოშობის თავდამსხმელი წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდს “იუვენტუსთან” ერთად გადის. ამაურიმ გასული სეზონის ბოლო 6 თვე იჯარის წესით “პარმაში” გაატარა და თავი საკმაოდ კარგადაც წარმოაჩინა 11 მატჩში გატანილი 7 გოლით, რამაც “ჯალობლუს” სერია ა-ში დარჩენისთვის ბრძოლაში სერიოზული დახმარება გაუწია. ფეხბურთელის მომავალზე “პარმას” პრეზიდენტი, ფრანკო კოლომბა საუბრობს:“იმედი გვაქვს, რომ ამაური მომავალ სეზონს ჩვენი გუნდის რიგებში დაიწყებს. მან იცის, რომ “პარმა” ელოდება მის დაბრუნებას. ჩვენი მიზანი შემდეგ სეზონში კალჩოში ადგილის შენარჩუნებაა, რის მისაღწევადაც ყველაფერს გავაკეთებთ. ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ.” შეგახსენებთ, რომ ამაურის ამჟამინდელი ხელფასი ტურინულ გრანდში 4 მილიონი ევროა. თუ ფეხბურთელი მომავალ სეზონში “პარმას” მიაშურებს, მისი ხელფასი საგრძნობლად შემცირდება. ყოველ შემთხვევაში, ამაურის მიერ გუნდის დატოვება ფაქტიურად, გადაწყვეტილია.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
kuna25
11 years ago

წადი ამაური წადი, გზის ფულს ჩვენ მოგცემთ პარმაში რო ჩახვიდე

lasha naxucrishvili
11 years ago

მეც მაგის იმედი მაქვს :lool:

Del Piero 10+
11 years ago

შეშა არის და მიტო ვერ იხსნება

11 years ago

ამაურიმ რომ გაგვაწბილა ისე მარტინესს არ გავუწბილებივართ.. მარტინესს ეტყობოდა თავიდანვე რო ტიპი ნოლი იყო.. ამის იმედი კი მქონდა!!!

flip flap
11 years ago

პალერმოში მართლა კაი იყო <3 ჩვენი სიმპო ბიწი <3 :D :chuvak:

gio maisa
11 years ago

არადა ამაური მაგარია რატო ვერ იხსნება იუვეში რა ჭირს :(((

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x