ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პასტორე :”სერია A? ახლა არა…”


პარიზელთა არგენტინელმა ნახევარმცველზე სერია A-ზე ისაუბრა და იუვენტუსსაც შეეხო.

2011 წელს ხავიერ პასტორე სწორედ იტალიიდან გადაბარგდა ფრანგულ კლუბში, პალერმომ პსჟ-სგან მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევრომდე მიიღო.

“2011 წელს ჩემი შეძენა არა ერთ კლუბს სურდა, ინტერს, რომას, მილანს, მაგრამ ჩემი ფასი ძალიან მაღალი იყო იტალიური კლუბებისთვის, ამიტომ მაურიციო ძამპარინიმ ჩემი პარიზში გაყიდვა გადაწყვიტა და წინააღმდეგი არც მე ვიყავი.

იუვენტუსი? იუვენტუსი ჩემით უკვე მეორე წელს დაინტერესდა, როცა თავი პსჟ-ში გამოვიჩინე.

ყოველთვის სასიამოვნოა, როცა შენით დიდი კლუბები ინტერესდებიან. მომავალს ვერ ვიწანასწარმეტყველებ, შეიძლება ეს ამ ზაფხულში, ან ზამთარშივე მოხდეს და დავტოვო კლუბი, უფრო კონკრეტულად კი, როცა პსჟ-სთვის უსარგებლო გავხდები.

ერთი, რისი თქმაც შემიძლია მომწონს იტალია, მაგრამ პარიზში თავს ღმერთივით ვგრძნობ.

იტალიის კლუბების მატჩებს ვუყურებ, ამ ქვეყანაში ისეთი მოგონებები მაქვს, რომლის დავიწყებაც უბრალოდ შეუძლებელია. სხვა თუ არაფერი მე იტალიაში ჩემს ცოლს შევხვდი. იტალია უმშვენიერესი ადგილია, სადაც 2 კვირის წინ ვიმყოფებოდი.

პოგბა? ის დიდებულია, უბრალოდ უნდა შეხედო, რომ გაუგო მას. მოედანზე დიდ სამუშაოს წევს.

ვერატი? ის ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია, თამაშობს როგორც გამოცდილი 35 წლის მოთამაშე, რომელმაც უკვე გამოიარა რეალ მადრიდი და ბარსელონა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რიკი
რიკი
6 years ago

რა ღმერთივით ლპება სკამზე, ფულის პონტში თუ ამბობს ეგრე კი

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ვის რაში სჭირდება ეს პიტალმეისტერი კვერცხი…………

jjj jjj
6 years ago

რატო არ იქნება რაა ღმერთივით))) კაკ მინიმუმ ჩვენი მღვდლებივით მაინც იქნება წამოსკუპული მაგარ მანქანაზე)))

10_means_alex
10_means_alex
6 years ago

ღმერთივითო? ეს აქ არ დავინახო

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x