ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პედულა იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკაზე

Sportitalia-ს პოპულარული წამყვანი ალფრედო პედულა იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკაზე:

მარსელო იუვენტუსის ფეხბურთელი არ გახდება.. დღეს იგი საკუთარ აგენტთან ერთად მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და ყველა უთანხმოება აღმოფხვრა..

ბრაზილიელმა მკაფიოდ დააფიქსირა გუნდში დარჩენის სურვილი.. შესაბამისად, საუბრები რომ იუვეს ალექს სანდრო დატოვებს უკვე უტოპიაა..

ნაკლებად მოსალოდნელია მეორე ბრაზილიელის – დანი ალვეშის ხილვა შავ-თეთრ მაისურით.. მან თავად შეთავაზა საკუთარი კანდიდატურა ტურინულ გრანდს, რომელმაც თავაზიანი უარით გაისტუმრა ექს მოთამაშე..

საგულისხმოა, რომ აღნიშნული ვარიანტი ანდრეა ანიელიმ ერთპიროვნულად დაბლოკა.

ფედერიკო კიეზაზე ბევრი იწერება, მაგრამ კონკრეტული არაფერია.. როკო კომისო მის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ არც სარფიან გასხვისებაზე იტყოდა უარს..

მეორე მომენტია, რამდენად გადაიხდის ტურინული გრანდი 60-70 მილიონს მაშინ, როდესაც აქტიურად მიდის საუბარი მაურო იკარდიზე..

იტალიელი შემტევი იუვეში იმ შემთხვევაში გადაბარგდება, თუ გუნდს დუგლას კოშტა – პაულო დიბალადან ერთ-ერთი დატოვებს, რაც ახლა ნაკლებად მოსალოდნელია.”

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<