ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პერინეტი:”იუვენტუსი” ერთ-ერთი ფავორიტია”

მოგეხსენებათ, ორ დღეში ტურინის “იუვენტუსი”, კონტეს ყოფილ კლუბ “სიენას” ეწვევა და დაწყებული გამარჯვების იქ გაგრძელებას გეგმავს. როგორც აღმოჩნდა, “სიენას” ტექნიკური დირექტორი პერინეტი და ანტონიო კონტე დიდი ხნის მეგობრები აღმოჩნდნენ: “მე მას ვიცნობ იმ დროიდან, როცა კონტე “იუვენტუსის” ფეხბურთელი იყო. მას შემდეგაც ჩვენი გზები ბევრჯერ გადაიკვეთა, ერთი-ერთი ასეთი შემთხვევა იყო მაშინ, როცა ჩვენ “სიენაში” ერთად ვმუშაობდით და გუნდი სერია ა-ში დავაბრუნეთ.” თავის მხვრივ ანტონოი თავის მეგობარ პერინეტის შემდეგნაირად ახასიათებს: “მე მასთან პროფესიონალური და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და ეს ყველაფერი მაძლევს საშუალებას დავახასიათო პერინეტი, როგორც უზომოდ შრომისმოყვარე ადამიანი, რომელიც ყოველ დეტალს ითვალისწინებს, მისი პლიუსია, შრომა და სწრაფვა იდეალურობისაკენ.  
აქვე პერინეტი მოსალოდნელ მატჩზეც საუბრობს და ვარაუდებს გამოთქვამს: “დარწმუნებული ვარ, მატჩის დროს ადგილი არ ექნება გაუგებრობებს, ჩვენ საქმეს ის ფაქტიც გვირთულებს, რომ “იუვემ” პირველი მატჩი 4-1 გაიმარჯვა. გუნდი აშკარად უფრო თავდაჯერებული იქნება, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მათ მოდუნების საშუალება არ მივცეთ და შევბოჭოთ, ამას კი საკუთარ მოედანზე თამაშით მოვახერხებთ”. პერინეტიმ “იუვეს” მომავლის შესახებაც გამოთქვა აზრი:  “არავინ იცის, რამდენად შორს წავა “იუვენტუსი” და რა მიზნებისთვის იბრძოლებს წელს, რადგან ერთი მატჩით შეუძლებელია რაიმე აზრი გამოთქვა. გუნდი აშკარად პროგრესირებს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მილანი მაინც ერთი ნაბიჯით წინაა ყველა სხვა გუნდებზე. მეორე მხვრივ, კი აშკარაა რომ გუნდი წელს უფრო წინ წაიწევს და უფრო გაძლიერდება, რადგან გყავდეს კონტე, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.”

წყარო:  tuttosport.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
11 years ago

ეეეჰ, პერინეტი, კი ხართ მეგობრები შენ და კონტე ,მაგრამ თამაშის დროს მოგვიწევს არამეგობრულად მოპყრობა-მინიმუმ 3 გოლს მოგართმევთ!! :yes:

11 years ago

მეც დიდი იმედებით ვარ.. იმედია ისეთივე დამაჯერებელ იუვენტუსს ვნახავ როგორც პარმასთან

dito chanturia
11 years ago

vardiusperi formit viqnebit albat da imedia mag formitac pirvelive gamarjvebas movipovebt

lasha naxucrishvili
11 years ago

სიენაც ჩვენნაირი შავ თეთრია :lool:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x