ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩი:”განსხვავება კლუბებს შორის საოცარია”

გთავაზობთ მირალემ პიანიჩის პრესსკონფერენციას ტექსტური მასალის სახით:

“რომში დაბრუნება სასიამოვნო იქნება.. ბოლოს და ბოლოს იქ 5 წელიწადი გავატარე, რისი დავიწყებაც დაუშვებელია.. დარწმუნებული ვარ ადგილობრივი ქომაგი უარყოფითად დამხვდება, მაგრამ ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და ამას ვერაფერს მოვუხერხებთ.

თუმცა, მეორეს მხრივ კარგად მაქვს გათვითცნობიერებული რა დონის კლუბში გადავედი.. შორიდან უკვე მქონდა შთაბეჭდილება, მაგრამ ვინოვოზე მოსვლის წამიდან ეიფორიის ქვეშ ვარ.. საქმესთან მიდგომა საოცარია და ამას პირველივე წამიდან შევეგუე.. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს სხვაობა გუნდებს შორის.

პირადად მე არ გამიკვირდება თუ იგუაინი ჩვენთან გადმოვა.. ეს არის კლუბი, რომელიც გამარჯვებისთვისაა შექმნილი.. თითოეული იუვენტინო წარმატებაზეა ორიენტირებული.. სხვა შედეგს აქ არ სცნობენ.. ბედნიერი ვარ რომ ახლა ამ დიდებული გუნდის ნაწილი გავხვდი.. ყველაფერს ვიზავ, რომ გამარჯვებები გაგრძელდეს.. გამარჯვება, რომელიც არც აქამდე აკლდა და არც მომავალში შემცირდება.

ნახევარდაცვა საოცრად მრისხანეა.. ალეგრი კი ჭკვიანი სპეციალისტი რომელიც ფეხბურთელების საუკეთესო თვისებებს იყენებს და მოედანზე შესაშურ ბალანსს ჰქმნის.. კონკურენციის არ მეშინია, რადგან ეს ყოველივე ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია.. იუვეში სხვაგვარად ყოფნა წარმოუდგენელია.. მზად ვარ მწვრთნელის მითითებები შევასრულო, რომელმაც გარკვეული მინიშნებები უკვე მომცა.

მოედანზე ყოფნის სურვილი იმდენად დიდი მაქვს, რომ მაქსიმუმს გავიღებ შესაძლებლობებისას, რათა საქმე საუკეთესო კუთხით შევასრულო. თუმცა, გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს და ფეხბურთელი ვალდებულია მიიღოს იგი.

მთავარ მიზნებზე ბევრს საუბრობენ.. პირველ რიგში უნდა შევინარჩუნოთ ტიტულები, რომლებიც აქამდე მოვიპოვეთ.. ორი აზრი არაა ჩემპიონთა ლიგაზე აქ განსაკუთრებულად საუბრობენ. თუმცა, ჩვენთვის მეტოქეს მნიშვნელობა არა აქვს.. გინდათ სერია ა-ში იყოს და გინდათ ევროპაში.. გამარჯვების მიღწევა თითოეული მათგანის წინააღმდეგ გვსურს.. ეს არის ამოცანა, მიზანი და სურვილი.

სკუდეტოს ზედიზედ მეექვსედ მოპოვება ისტორიის დაწერას ნიშნავს.. იუვენტუსი კი მას შექმნის დღიდან ასრულებს. ჩვენ ვალდებულნი ვართ ამ ყოველივეს ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ.

მეგორები ჩემს ტრანსფერს სიხარულით შეხვდნენ.. უამრავი შეტყობინება მომდიოდა, სადაც მილოცავდნენ და წარმატებებს მისურვებდნენ. მანამ სანამ იუვესთან კონტრაქტს გავაფორმებდი, დავუკავშირდი სპალეტის, ტოტის, დე როსის.. მათ ყველაფერი ავუხსენი და დავემშვიდობე..

ორი აზრი არაა რომ ისინი იმედგაცრუებულნი იყვნენ, რადგან გუნდში ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა.. მაგრამ დგება ეპიზოდი როდესაც კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა გიწევს.

ალეგრისთან ჩინებული ურთიერთობა მაქვს.. ერთმანეთს ყოველდღიურად ვესაუბრებით.. მისგან ბევრი სასარგებლო რჩევა მოვისმინე.. ფაქტია, უსაზღვროდ გამიმართლა, რადგან მაქსთან ერთად ბევრ კომპონენტს მეტად დავხეწავ. დღეისათვის ჩვენი მიზანი ფიზიკური კონდიციების სათანადო დონეზე მომზადებაა, რომ სეზონს საუკეთესო კონდიციებში შევხვდეთ.

ბევრი რამ მოვისმინე თუ სად ვითამაშებ.. რა პოზიციაზე.. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია.. მას ჩემი შესაძლებლობების შესახებ ბრწყინვალედ მოეხსენება.. ფიზიკურ ორთაბრძოლებს არასოდეს გავურბივარ, რადგან ეს ფეხბურთის ნაწილია.

პირლოსთან შედარება? ეს არის ადამიანი რომელიც სერია ა-ში წლების მანძილზე საუკეთესო იყო. მის კოპირებას არ ვაპირებ, მაგრამ შევეცდები ისეთივე პროდუქტიული ვიყო როგორც მაესტრო.. კლუბს სწამს ჩემი და მე არ ვაპირებ მათი იმედები გავაცრუო..

სტანდარტულები? ისეთი ბრწყინვალე მასწავლებელი მყავდა როგორიც იყო ჟუნინიო..მისგან ბევრი გადმოვიღე.. იგი უნიკალური ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ რომ მის გვერდით თამაში მომიწია. მაგრამ ყოველთვის ვეუბნებოდი:”ყველა ფეხბურთელს ინდივიდუალური ფეხი აქვს საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს.. ინდივიდუალური ტექნიკური არსენალით”..

ჩემი სურვილია, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი წევრი გავხდე.. როგორიც რომაში ვიყავი”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

55 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
alex88
ჯიჯი ბუფონ
6 years ago

იტალიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდი იუვეა. ამაზე ნუ ვიდავებთ :) გარდა ამისა თვითონ იუვეს და მილანს შორის არასდროს ყოფილა ცუდი დამოკიდებულება, ყოველშემთხვევაში ისეთი, როგორიც:მილანი-ინტერი, მანჩესტერი-ლივერპული, რეალი-ბარსა ან სელტიკი-რეინჯერსია. ეს ქართული ფენომენია, რომ აქედან დავიწყოთ გადამტერება? ორივეს იტალიის ნაკრები გვაერთიანებს. პირადად მე, იუვეს ქომაგს ძალიან გამიხარდება მილანის დაბრუნება! იუვესაც წაადგება, იტალიის ნაკრებსაც, სერია ასაც და ფეხბურთსაც, ესეც რომ არა საცოდაობაა მილანის ასეთ დღეში ყოფნა. ფეხბურთის გულშემატკივარს უნდა ტკიოდეს ეს

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

მილანი რომ დიდი გრანდია ამაში ორი აზრი არაა, მაგრამ ევროპის დამპყრობლები სერია ა-ში იუვეს ჰეგემონიას ვერ ძლევდნენ და ცოტა არ იყოს ეს სასაცილოა (ბეზ აბიდ) სხვაფრივ ისევ კალჩოს რომ წაადგეს მინდა რომ მილანი დაბრუნდეს და სასუოლო მესიმპატიურება ძალიან, კარგი იქნება თუ ევროპაზე რამეს იზამენ :juventus: :bugi: :bugi:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

მილანის ქომაგებს ვუსურვებ უახლოეს მომავალში იუვესტან ლიგის ფინალი წააგოს, დიდი მიღწევა იქნება.

შარვალი
შარვალი
6 years ago

რა ისტორიაზე ლაპარაკობთ, კევინ კონსტატნი გყავთ ისტორიაში! :lool: :lool: :lool:

წნორის მილანი უფრო კარგ შედეგს დადებს სერია ა-ში ვიდრე AC MILAN :lool:

forza bianconeri
6 years ago

“რომანოლი მომავალი მალდინია” :lool:

შარვალი
შარვალი
6 years ago

რა მილანი :lool: ხო არ ღადაობთ :D

ჰონდაზე, ნიანგზე და მონტოლივოზე დგას გუნდი და ჰაკას აკეთებენ თამაშის წინ :lool:

ბაკა, სუსო და კუკა გყავთ სასტავში :lool: ბოლონიაც კი არ იკადრებს ეგეთ რამეს :lool: :lool: :lool: მადლობა თქვით სერია ა-ში თუ დარჩებით წელს.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ეს მილანის გულშემატკივრები რატო არიან ესე ცუდად განწყობილი იუვეს მიმართ :lool: :lool: (მცირე ნაწილის გარდა)ჯობია იუვეს უგულშემატკივრონ ლიგაზე რო იქნებ როგორმე მეოთხე გამსვლელი ადგილი დაუბრუნოს იტალიას თორე კიდე კაი ხანი ვერ მოხვდება მილანი სამეულში ამ პოლიტიკით და მდგომარეობით :forza:

თოკო
თოკო
6 years ago

Yველაფერი კარგია მაგრამ მილანის ფანები სულ მხოლოდ ისტორიას და მალდინს რომ იხსენებთ მეტი ტუ არაფერი შეუძლია მილანს რაღა მილანის ისტორიას მისტირიხართ ეეთი თბილისის დინამოცაა კარგი ისტორიისს ცუდი გუნდი განსხვავება ისაა რომ დინამო ცოტათი ჯობია მილანს ლგის ეტაპებს ყომარობს ეს ხუმრობით მაგრამ გავიგეთ ყველამ რაც იყო მილანი ადრე ბევრ მილანისტაზე კარგად ვიცით და არაა საჭირო სულ მაგის ძახილი და იუვეს დაცინვა ვერც მაშინ იყო მილანი მაინცდამაინც ძლიერი იუვეზე და ვერც ვერასოდეს იქნება იყო პერიოდი ცოტათი ჯობდა მაგრამ საერთო ჯამში მილანი ვერ აყვა Yანამედროვეობას და იხსენებთ რაგაც საოცრებებს და ლიგებიო და გავიგეთ და ვიცით რომ მაგარი იყო და ბევრი ტიტული აქვს ვიცით

milaneli
milaneli
6 years ago

მილანს როგოორ ადარებთ თავს იივესს ფანებო რაა …მილანნზე მეტიი რიითIი ხარრტტ ტIIტUULEBIIტ თUU სერიია B )ს თასებით

Lb19
Lb19
6 years ago
Reply to  milaneli

სერია ას თასებით :vashaa:

Lb19
Lb19
6 years ago
Reply to  Lb19

და პახოდუ მონტოლივო არ გვყავს კაპიტნად :lool:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Juve miyvarxar chavasxi sxvebs

forza bianconeri
6 years ago

https://www.youtube.com/watch?v=C5ngDchHbmM 100% წესების დაცვით თამაში იყო იმ ეპიზოდში როდესაც მილანს პენალტი დაუდეს

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

გადავავლე და ეხა გამახსენდა ბუფონიმ რო ორი მეტრიდან გამოღო ბურთი კარიდან და გოლი ჩათვალეს მაგას სულ გაგახსენებთ!! კაი ბიჭებო ვსო მართლა გულით გისურვებთ წარმატებებს პირველ რიგში თქვენ ყველას და მერე ჯანდაბას ჯუვესაც ევროპაზე!!! )))

Lb19
Lb19
6 years ago

მაგის მერე მატრისაც არ ჩაუთვალეს სუფთა გოლი :lool: ზედიზედ 5 წელი მსაჯებით უგებს იუვე მილანს თორე მილანი კლასნია იასნა :lool: :lool:

forza bianconeri
6 years ago

ახლა შევედი მილანის საიტზე და თურმე კანდრევაზე ოცნებობს გალიანი და ეგ ტრანსფერიც ჩავარდება სავარაუდოდ :lool: ამასობაში ლიგის მოგების პრეტენზია აქვთ მილანისტებს

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ერთი ჯიგარო შენ მიდი დეპორტივოს ისტორიას გადახედე თუ ჩამოუარდება თქვენ მილანს:lol::lol::lol:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ამ დონის უაზრობა ჯერ არ წამიკითხავს რეალის მერე მილანი არი მეორე კლუბი ტიტულებით და დეპორტივოს ადარებთ 3-5 წელია ფეხბურთს უყურებ ალბად

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

5 ზედიზედ მოგებული კალჩო რომელიც სულს ღაფავს არ ნიშნავს რო დაფრინავთ ლიგა დადეთ და მერე გამოჩნდება ვინ ვინ არის მარტო მალდინის აქვ ლიგის თასები იმაზე მეტი ვიდრე ჯუვეს!!! ვსო წავედი და წარმატებებს გისურვებთ ლიგაზე რაც მილანი არ არის ჯუვეს ვბალელშიკობ რო იცოდეთ ისე!!!

forza bianconeri
6 years ago

გადაავლე თვალი ურთერთშეხვედრებს და კარგად გაარგვევ ვინ ვინ არის :lool: თუმცა მილანის ფანებს ხომ არ გიყვართ მაგ თემაზე საუბარი. იუვე მაგ ჭაობიდან რო ამოსულიყო მაგისთვის დიდი ინვესტიცია გაიღო ანიელიმ, გამართლების ხარჯზე არ მოგვიგია ეგ 5 სკუდეტო. მილანის არანარი ნიშნები არ ეტყობა გაუმჯებესების, პირიქით უფრო ღრმად იძირება “ჭაობში”

| Newsphere by AF themes.
55
0
Would love your thoughts, please comment.x