ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩი სარიზე, დე ლიგტზე, რონალდუზე და ალეგრიზე

ბოსნიელი ნახევარმცველი მოუთმენლად ელის ახალი სეზონის დაწყებას:

მაურისიო სარის სათამაშო ფილოსოფიაში მე საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია მეკისრება, რაც ბუნებრივია ძალიან მახარებს..

ჩვენ აქტიურად ვარჯიშობთ ერთი ან მაქსიმუმ ორი შეხებით ბურთის გათამაშებაზე.. ეს ძალიან საინტერესოა და ბუნებრივია მოუთმენლად ველით სეზონის სტარტს.

მატეის დე ლიგტმა რამდენიმე სეზონში დაუმტკიცა ყველას, რომ გამორჩეული მახასიათებლებით დაჯილდოებული მცველია.. ჰოლანდიელი დიდ დახმარებას გაგვიწევს, როგორც უკანა ხაზში, ასევე შეტევაშიც, რადგან მას ამის რესურსი უდაოდ გააჩნია.

კრიშტიანო რონალდუ ჩვენთვის, რომ უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ამას ზედმეტი მტკიცება არ ესაჭიროება.. იგი პოზიტიურ ხასიათზეა და ამასთანავე მუდამ 100%-ით არის საწვრთნელ პროცესზე კონცენტრირებული.

მაქს ალეგრისთან დაკავშირებით ბევრი სისულელე წავიკითხე.. თითქოს მას ჩემი გასხვისება სურდა, რაზეც ორივემ ბევრი ვიცინეთ..

მაქსთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა და ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი.. მასთან ერთად მუშაობა ძალიან მომწონდა”.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Maradona73
Maradona73
1 year ago

დღეს იუვეს ტესტმატჩია 4-ის ნახევარზე ტოტენჰემთან, სეტანტაზე აჩვენებენ.

:forza:

ანონიმური
ანონიმური
1 year ago

Esec magari transferi moartya iuvem kapikebshi

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<