ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიონტეკი:”მსურს ჩემი ფასი 60-70 მილიონამდე გაიზარდოს”

კშიშტოფ პიონტეკისთვის მილანურ კლუბში წლევანდელი სეზონი ისეთივე შედეგიანი არ არის, როგორც შარშან იყო..

თუმცა, საკმაოდ ამბიციურად არის განწყობილი და სურს, მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მისი ღირებულება 60-70 მილიონს გაუტოლდეს..

“შარშან ჯენოაში ყოფნისას, საქმე ისე სწრაფად წარიმართა რომ გააზრებაც კი გამიჭირდა..

სტანდარტულად საწვრთნელ ბაზაზე მოვედი და გუნდის მენეჯერი თავისთან მიხმობს..

ის მეუბნება, რომ მილანთან ყველაფერი შეთანხმებულია და შემიძლია ბარგი ჩავალაგო..

ფეხბურთი უნიკალური სამყაროა და ჩემს სანაცვლოდ კლუბმა 38 მილიონი ევრო გადაიხადა.

ამიტომაც მაქვს სურვილი, რომ მომდევნო ღირებულება მინიმუმ 60-70 მილიონი იყოს.

მთავარია ამბიციურობა შეინარჩუნო და შემდეგ უკვე ყველაფერი შენს თავზეა დამოკიდებული..

ჯერ კიდევ წინ მაქვს ყველაფერი და თან ასეთ ასაკში სერია ა-ში ასპარეზობა, რომელიც წამყვან ტოპ 5 ლიგაში შედის, უკვე დიდი მიღწევაა!”

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<