პირველი ნაბიჯები დაძაბულობის განმუხტვისკენ
“იუვენტუსმა” და “მილანმა” დაძაბული ურთიერთობების მოგვარებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგეს. ურთიერთობები გასულ კვირას ტურის მატჩში მსაჯის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა წარმოშვა, როცა გოლი ჯერ მასპინძლებს, შემდეგ კი “ბებერ ქალბატონს” არ ჩაუთვალეს. მდგომარეობა უფრო გაამწვავა კონკრეტული ფეხბურთელების უხეშობებმა და ადრიანო გალიანის საქციელმა, როცა ის შესვენებაზე “იუვენტუსის” გასახდელში შევიდა და კონტესთან შელაპარაკება მოუვიდა. ყველაფერი არც თამაშის დღეს დასრულებულა და მხარეები მწვავე განცხადებების გაკეთებას განაგრძობდნენ. დღევანდელი La Gazzetta -ს მტკიცებით კი ანდრეა ანიელიმ დაძაბულობის განსამუხტავად პირველი ნაბიჯები გადადგა და გალიანის ტელეფონით ესაუბრა. ამასთან, ფილიპ მექსემ სატელევიზიო შოუში მუშტის ჩარტყმისათვის მარკო ბორიელოს მოუბოდიშა, გუშინდელ გერმანიასათან გამართულ დაპირისპირებაში კი პაოლო ტალიავენტოს სთხოვა პატიება.
იუვეს და მილანს შორის არასდროს ყოფილა დაპირისპირება. არც გუნდებს შორის, არც ფანებს შორის.

მოწინააღმდეგეები ყოველთვის იყვნენ, მტრები – არასოდეს
ამას 20 მარტს კიკინებით ითრევენ
თუ ითამაშა რათქმა უნდა 
ეს მხოლოდ ფორმალობაა, იუვეს და მილანის ფანებს შორის ყოველთვის იქნება დაპირისპირება
