ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო:”დიბალას მდგომარეობას ყოველდღიურად ვამოწმებთ”

ანდრეა პირლო

ხვალ, ტურინელები ვერონასთან მატჩს გამართავენ, რომელსაც ბიანკონერი საკმაოდ სერიოზული დანაკლისით ხვდება.

გთავაზობთ ანდრეა პირლოს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“ვერონასთან დამღლელი შეხვედრა გველოდება. გარკვეულწილდა საქმე გვაქვს გუნდთთან, რომელიც თამაშის სტილით ატალანტას წააგავს. 

ჯურიჩმა დიდი სამუშაო გასწია და მისი გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებს. საქმეც კარგად მისდით, ასე რომ ყურადღებით ყოფნა გვმართებს.. განსაკუთრებით 1-1 ზე თამაშის დროს.. მათი სპრინტერული ჩართვები არ უნდა გამოგვეპაროს. 

პაულო დიბალას სიტუაციას ყოველდღიურად ვაფასებთ და მის დასაბრუნებლად მაქსიმუმს ვიღებთ. ეს არ არის იოლი სიტუაცია, მაგრამ დიბალა სანდო ხელშია. ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ გეტყვით თუ როდის მოახერხებს მწვანე მინდორზე დაბრუნებას. 

დაცვაში არაერთი თავისტკივილი გვაქვს, მაგრამ რადუ დრაგუსინის სახით ერთი ვარიანტი უდაოდ არსებობს. არ გამოვრიცხავ რუმინელმა ხვალ სასტარტოში დაიწყოს. 

საბედნიეროდ ადრიენ რაბიო დაგვიბრუნდა. ფრანგი დამატებითი ნახევარმცველია, ვისი იმედიც მოახლოებულ მატჩში მექნება.

თავს იმდენად კარგად ვგრძნობ, რომ შემეძლოს ბიჭებს შევეშველებოდი. თუმცა, ეს შეუძლებელია და აქედან გამომდინარე ვინც ჩემს განკარგულებაშია მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ.

მჭიდრო გრაფიკზე ყველამ თავიდანვე ვიცოდით.. ამას თან დაერთო ნაპოლისთან გადადებული მატჩის, უმძიმეს კალენდარში ჩასმა.. ასე რომ ახლა დროა ძალები მოვიკრიბოთ და ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ.

დეიან კულუსევსკი თავს კარგად გრძნობს. მას ახლა განსხვავებული დავალებების გადაჭრა უწევს, რომელიც გუნდში არსებულმა მდგომარეობამ მოიტანა. მისით კმაყოფილი ვარ, რადგან ყველა მითითებებას ზედმიწევნით ითვალისწინებს და პროგრესირებს. 

ჩემპიონთა ლიგა რადიკალურად განსხვავებული ტურნირია, სადაც ბურთი გაცილებით სწრაფად გადაადგილება. ტურნირი, მეტოქე და სიტუაცია სხვა სტილში თამაშს გაიძულებს. ასე რომ ამისთვის მზად პირველივე წუთებიდან უნდა იყო!

ფედერიკო კიეზაზე ხშრად მეკითხებიან, რატომ ვუცვლი სათამაშო ზონას.. მესმის, რომ კიეზა მარჯვნივ თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს, თუმცა რომ გადახედოთ მის შედეგიანობას მარცხნივაც, მაშინ ეს კითხვებიც მოიკლებს. 

საბოლოო ჯამში ყველაფერი მეტოქის სქემაზეა დამოკიდებული. ჩვენ ყველანი ერთად ვღებულობთ გადაწყვეტილებას, რომ გუნდს სასურველ შედეგს მოუტანს. 

სკუდეტოზე უარი არავის უთქვამს. ეს ჩვენი მიზანია და დღეისათვის არსებული სხვაობა, ყურების ჩამოყრის საბაბს არ იძლევა. სიტუაციის გამოსასწორებლად დრო ნამდვილად არის.”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<