ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო პარმაზე და სუპერ ლიგაზე..

ანდრეა პირლო

მაშინ როდესაც საფეხბურთო სამყარო სუპერ ლიგის საკითხს აქტიურად განიხილავს, იუვენტუსი პარმასთან შეხვედრისთვის ემზადება.

ტურინელები სერია ა-ს აუტსაიდერებს დღეს, თბილისის დროით 22:45 -ზე დაუპირისპირდებიან.

გთავაზობთ ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“ყოვლეთვის რთულია ასეთ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, რადგან პარმას დასაკარგი არაფერი აქვს და საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველაფერს გაიღებს.

ჩვენ დღეს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად ვიბრძვით, ხოლო სუპერ ლიგასთან დაკავშირებით ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ.

ამ თემაზე ანდრეა ანიელი გვესაუბრა და მან მნიშვნელოვანი ასპექტები უკვე გაგვაცნო, თუმცა დეტალებს არ ჩაღრმავებია.

ფაქტია, რომ დღევანდელი საფეხბურთო წყობა გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს და სუპერ ლიგა ამ მხრივ უდაოდ მიმზიდველია, მაგრამ მეტად ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან პრეზიდენტია მოწინავე პოზიციებზე და შესაბამისად კომპეტენტურიც სწორედ ის გახლავთ.

შევინარჩუნებ თუ არა თანამდებობას? კონცენტრირებული სეზონის ფინიშზე ვარ. ჩემი ამოცანაა გუნდმა წელი პირველ 4-ეულში დაასრულოს და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება გაინაღდოს.

როგორც კი დასრულდება მიმდინარე სათამაშო ციკლი, ერთად შევხედავთ მოვლენების განვითარებას.

შემადგენლობა? ჯანლუიჯი ბუფონი მატჩს პირველსავე წუთებიდან დაიწყებს. ფედერიკო კიეზას კუნთებთან დაკავშირებით აქვს პრობლემა და შესაბამისად გამოტოვებს ამ დაპირისპირებას.

არტური იმედგაცრუებული იყო, რადგან მეტის გაღება სურდა, რისი საშუალებაც არ მიეცა. მას არაერთხელ ვესაუბრე.. იგი თავს კარგად გრძნობს და მოედანზე ყოფნა პირველსავე წუთებიდან სურს.

კრიშტიანო რონალდუ და პაულო დიბალა ასევე ვარაუდობ, რომ შეხვედრას პირველსავე წუთებიდან დაიწყებენ. არგენტინელს აქვს კარგ უნარი, პარტნიორებისთვის შესაბამისი სივრცე შექმნას და მსგავს შეხვედრაში, ამ ფაქტს ფუნდამენტური მნიშვნელობა მიენიჭება.

ვთხოვ თუ არა ფეხბურთელებს შორიდან დარტყმას? მაგალითად ადრიენ რაბიოს ამ მხრივ იდეალური მონაცემები აქვს და ფრანგს ხშირად ვესაუბრებ აღნიშნულ საკითხზე.

სამწუხაროდ ახალგაზრდა ფეხბურთელებს – დრაგუსინს, ფაჯიოლის და დი პარდოს დარჩენა მოუწიათ, რადგან 23 წლამდელთა გუნდში კოვიდზე დადებითი ჩვენებები დაფიქსირდა.”

3.3 3 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
16 days ago

ისე დღეს თამაშს არცერთი არხი არ აჩვენებს რა წესია

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
16 days ago

გენაცვალე ხანგრძლივ პროექტში. ასეთი პაზორი რა ხანია არ მოგვსვლია ნუ სერია ას პირველობას თავი გავანებოთ ძნელია ყოველ წელს მოიგო მაგრამ ასე ოთხეულში მოხვედრა როგორ უნდა უჭირდეს ამისთანა გუნდს. ვინებთან ვაგებთ ნუ არ ვიცი რა. ერთ საცოდავ პარმას ვხვდებით მაგათ კი მოუგებთ მარა
საგანგაშო სიტუაციაა გუნდში ყველანაირად. ერთი ეგღა დარჩა ატალანტასთან თასზე წავაგოთ და სრული პაზორით დავასრულებთ სეზონს. სირცხვილია უბრალოდ! ამას ალბათ დიადი ღმერთები იცავენ თორე აქამდე აქ დატოვებდნენ.

ბაქარი
ბაქარი
16 days ago
Reply to  LASHAJUVENTINO

რომელი ღმერთი ფეხბურთის ღმერთი არსებობს ნეტა

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
16 days ago

ასეთი იღბალა მწვრთნელი არ მახსენდება. აგერ მაგალითად მოურინიო სადაცკი წავიდა ყველამ გააგდო. სარი ამაზე მეტს აკეთებდა და დააპაშოლეს. მოკლედ ყველანაირად უმართლებს პირლოს ბანძი ხელმძღვანელობა რო გვყავს.

ბაქარი
ბაქარი
16 days ago
Reply to  LASHAJUVENTINO

სამწუხაროდ ასეა

ბაქარი
ბაქარი
17 days ago

კარგი ერთი რაც არის ჯიჯის რო აწყებინებ თავიდან

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

6
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<