ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბას წასვლის შემთხვევაში “იუვენტუსი” იგუაინს შეიძენს

ტუტოსპორტი ტურინის “იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკას მიმოიხილავს..

გამოცემის მტკიცებით, პოლ პოგბას გადაწყვეტილება ჯუზეპე მაროტასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.თუმცა, ახლა დაბნევის დრო არაა და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.იმ შემთხვევაში, თუ მანჩესტერელები სრულად დააკმაყოფილებენ ტურინელთა მოთხოვნილებებს, ფრანგის ტრანსფერს ეშმაკებში წინ არაფერი დაუდგება და ბიანკონერების ბიუჯეტიც დაახლოებით 120 მილიონი ევროთი შეივსება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ თანხის ნაწილით მაროტა/პარატიჩის დუეტი ფინალურ შტურმს განახორციელებს გონალო იგუაინზე და “ნაპოლის” გამოსასყიდ თანხას სრულად გადაურიცხავს, ანუ 94 მილიონ ევროდ გაიფორმებს პიპიტას.სტატიაში ნათქვამია, რომ არგენტინელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია.

პიპიტას ტურინელთა იმედი აქვს, რომლებიც გადაიხდიან გამოსასყიდ თანხას და შედეგად არგენტინელს ნაპოლის ქომაგებთან შეხვედრას თავიდან ააცილებენ. მისი ჩუმად ყოფნა სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბულს ხდის.

წყარო : tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Claudius Galenus
Claudius Galenus
6 years ago

ასეთი არარეალური ფასები დააწესეს რეალმა,სიტიმ და სხვა მდიდარმა გუნდებმა,რითაც ძირი გამოუთხარეს სატრანსფერო ბაზარს.კარგი ფეხბურთელია ბეილი,მაგრამ არ ღირს რეალურად 100მილიონი.იგივეს თქმა შეიძლება დე ბრუინზეც,სტერლინგზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ.ასეთმა დიდმა თანხებმა ხელ-ფეხი შეუკრა სხვა კლუბებს და უკვე საშუალო დონის ფეხბურთელის შეძენა უჭირთ,რამეთუ მათი ფასი არარეალურად გაიზარდა

პრინციპინო
პრინციპინო
6 years ago

ამასჰი 94 ლიმონი რატო უნდა გადაიხადო არ მესმის რა 120 ლიმონი და პლიუ ჯანუზაი გამოუშვან პოგბას სანაცვოდ და ეგაა

პრინციპინო
პრინციპინო
6 years ago

ამასჰი 94 ლიმონი რატო უნდა გადაიხადო არ მესმის რა 120 ლიმონი და პლიუ ჯანუზაი გამოუშვან პოგბას სანაცვოდ და ეგაა

გუგსიკა
გუგსიკა
6 years ago

20% რაიოლასია 125 მილიონიდან ანუ ჩვენ იუვეს 100 რჩება 94 იგუაინში. და მორატა პოგბადან რჩება 36 მილიონი)) მოათრევენ ვიგაცას ნახევარდაცვაში და ვიქნებით მაქსიმუმ 1/4 გუნდის დონის გუნდი, პოგბას წასვლაა ესეთ დროს როდესაც მწვერვალის დაპყრობას გეგმავ ვის გაუგია) რამდენჯერ ყოფილა იუვე რო ვერაფერს შვება და პოგბას ერთი გადაცემით გადაუწყვეტია თამაშის ბედი ტიპი ყველაზე კრეატიულია გუნდში ეს როგორ უნდა გაუშვა

Dybala.Marchisio
6 years ago

94 მილიონად ძვირია… ბებერია ბოლო ბოლო და არც რონალდოს დონისაა მაფხელა ფასი რომ დაადეს. სლიმანი და იკარდი იყიდონ ჯობია

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

არ ღირს ამხელა თანხა რა

გიო
გიო
6 years ago

აუ რა იგუანი ვინმეს იგუანი მაგარი იგროკი ხო არ გონია ტეხავს მაგრა. სერია აში 39 წლის ლუკა ტონიც გახდა ბომბარდირი და საცოდავი იმობილეც !!! ამან ევროპა ლიგაზეც კი ჩაისვარა უკვე მერამდენედ არგენტინის ნაკრებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამას მანჯუკიჩიც ჯობია ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული მაინც არის და გამარჯვებულის მენტალიტეტი მაინც აქვს ამისგან განსხვავებით

10_means_alex
10_means_alex
6 years ago
Reply to  გიო

:up: :up: :up: :up:

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

თანხა თორემ ჩვენი გადასხდელია რა გადაიხადონ თუ აქვთ,აუცილებელია წარმატებისთვის

10_means_alex
10_means_alex
6 years ago

არაააააააააააააააააააააააააააააააა ესეთი რაღაც არ ახსენოთ, ჯერ ამაში გადაყრილი ამხელა ფული, და თან პოგბათი ნაშოვნი ფულის 90 % ამაში უნდა გადავიხადოთ? თავს დავიბრიდავ

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

94 მილიონი იგუაინში არი სასაცილო :loool: მივესალმები იგუაინს მარა ძაან გაბერილი თანხაა არ ღირს ამდენი იგუაინი არანაირად

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x