ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა იუნაიტედს დატოვებს

ფრანგი მანჩესტერს შეკრებაზე გაყვა

Tuttosport-ის გუშინდელ ნომერში გამოქვეყნდა სიახლე, სადაც ნათქვამია, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი პოლ პოგბა გუნდს ავსტრალიურ შეკრებაზე გაყვა.

იტალიურ მედიაში ეს მინიშნებად მიიღეს, რომ პოლპო გუნდში რჩება და ჭორების მიუხედავად წასვლას არ აპირებს.

საპირისპიროს ამტკიცებს ბრიტანული მედია. კუნძულელების აზრით, მიუხედავად შეკრებაზე წასვლისას წითელი ეშმაკების რიგებს აუცილებლად დატოვებს პოგბა.

ასევე გუნდის დატოვებასთან ახლოს არიან დე ხეა და ლუკაკუ. ეს უკანასკნელი ინტერის სამიზნეა და დიდი ალბათობით ნერაძურის მაისურს მოირგებს.

მოგვიანებით პოგბას გარშემო არსებული სიტუაცია კიდევ ერთხელ დაადასტურა მინო რაიოლამ, რომლის განცხადებით ფრანგი აუცილებლად დატოვებს მანჩესტერს.

მსოფლიო ჩემპიონის შეძენით ყველაზე მეტად მადრიდის რეალი და ტურინის იუვენტუსი აქტიურობენ.

ტურინელები მზად არიან პირდაპირი ინვესტიციის სახით 132 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მადრიდელებს კი თანხის დაკლება ისკოს და ბეილის კონტრაქტებით სურს, თუმცა პრინციპული ინგლისელები ნახევარმცველის სანაცვლოდ კონკრეტულად 150 მილიონ ევროს ითხოვენ.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
1 year ago

პოგბა და ერიკსენი + დე ლიგტი იკარდი და კიეზა სეზონი დავიწყოთ

—————————–შესნი————————–

კანსელო———დე ლიგტი———-კიელინი——–სანდრო

—————-პიანიჩი—————-პოგბა—————-

————-დიბალა——–ერიკსენი——–რონალდუ——-

—————————-იკარდი————————-

სათადარიგო მოთამაშეები
მეკარეები: ბუფონი, პინსოლიო
მცველები: ბონუჩი, რუგანი, დემირალი, დე შილიო, პელეგრინი
ნახევარ მცველები: ჩანი, ბენტანკური, რემზი, ბერნარდესკი,
კოშტა, რაბიო, მატეუშ პერეირა
თავდამსხმელები: კინი, მანძუკიჩი, კიეზა

ანონიმური
ანონიმური
1 year ago

ეს თუ მართლა დადეს ძAაან გიჟი სეზონი გველოდება

ანონიმური
ანონიმური
1 year ago

შენ გენაცვალე. მესი, ნეიმარი და დებრუინი გამოგრჩა

Bianconeri.10
1 year ago

მაგ 18 მილიონის გამო პოგბას დაკარგვა არ იქნება )) რონალდოზე არანაკლები ზეგავლენა ექნება ამის მოსვლას აქციების ზრდაზე,მაისურების გაყიდვაზე და იუვეს პოპულარობის გაზრდაზე ასია-ამერიკაში,ტაკ შტო თუ დაკერეს და მოიყვანეს ყველა ბედნიერი ვიქნებით :D

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

4
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<