ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პორინი:”ერთადერთმა მწვრთნელმა შესძლო საჭირო ბალანსის მოპოვება”

მაქს ალეგრი

იუვენტუსის ექს მცველი სერჯიო პორინი საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს, ბიანკონერის სათამაშო სტილთან და მის პრობლემებთან დაკავშირებით:

მაურისიო სარი იუვენტუსში მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ გუნდის სათავეში რატომღაც გადაწყვიტეს თითქოს სტილის შეცვლა უმტკივნეულოდ მოხდებოდა.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თავად სარისაც გარკვეული პერიოდი დაჭირდა, რათა საკუთარი იდეები საქმეში ისე გამართულიყო, როგორც ეს თავად სურდა.

თუმცა, მოდით ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ, რას მიაღწია მან ამ ყველაფრით? ბევრი მეტყვის, რომ სად იუვენტუსის გაქანება და სად ნაპოლისი, რომელმაც გონსალო იგუაინის შენარჩუნებაც კი ვერ შეძლო და ის უშუალოდ კონკურენტს გადაულოცა..

გასაგებია, მაგრამ თუ მწვრთნელს აქვს სწორად გაწერილი გეგმა და მითუმეტეს ერთ კონკრეტულ სეზონში სარი ამ ყველაფერთან იყო ძალიან ახლოს. მან პრინციპული მატჩი მოიგო ტურინში და მაშინ როდესაც, ყველაფერი მის ხელთ იყო, ადგა და წყალში ჩაყარა.

თუ შენ მართლა გსურს, შემტევი ფეხბურთის ჩვენება, რომელიც აგებულია სრულ 90 წუთიან დომინირებაზე, მაშინ ვალდებული დაცვასა და თავდასხმას შორის სწორი ბალანსი მოიპოვო.

ანდრეა პირლო ჯერ გამოუცდელია, მაგრამ მას ყველა ის რესურსი აქვს რითაც პროგრეს გააგრძელებს.. მეორეს მხრივ საერთოდ არ მესმის როგორ შეიძლებოდა მაქს ალეგრისთან ასე დამშვიდობება.

დიახ, ბოლო ხანებში კრიტიკოსები მოუმრავლდნენ, მაგრამ რაც ტოსკანელი გუნდიდან წავიდა, კი ვხედავთ თავი როგორმა პრობლემებმა ამოყო. ნათელია, რომ მაქსი იყო ის ერთადერთი ჯერჯერობით, რომელმაც წლების მანძილზე შეძლო დაცვასა და შეტევას შორის საჭირო ბალანსის პოვნა, მერე კი შენარჩუნება.. 

ახლა მას ყველა შენატრის.. ყოველი მარცხის შემდეგ მიდის საუბარი, რომ ალეგრისთვის დრო კიდევ უნდა მიეცათ.. ეს ჩავლილი ისტორიაა და ახლა კლუბს ბოლომდე მოუწევს არჩეული გზის გავლა. პირლომ უნდა იგრძნოს ნდობა.. არ შეიძლება ეს ერთ წლიანი პროექტი იყოს.. პრობლემები თავიდანვე იკვეთებოდა და მაესტროს დრო უნდა მისცენ.”

4.5 4 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bero-juve10
bero-juve10
2 days ago

minda rom momdevno sezonidan aseti iuve vixilo

mekareebi: bufoni, donaruma, pinsolio
mcvelebi: kielini, de ligti, demirali, dragusini, romero, frabota, danilo, sandro, pelegrini, regiloni, kvadrado
naxevar mcvelebi: bentankuri, arturi, makkeni, kieza, fagioli, kante, barela,
lokateli
tavdamsxmelebi: ronaldu, dibala, morata, kulusevski

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<