“პრიმავერას” პირველი გამარჯვება…
თავისი მოგებების სერია წლევანდელ სეზონში ახალგაზრდა “იუვენტინოებმაც” გახსნეს. ჩემპიონატის პირველ ტურში “პრიმავერამ” “ფიორენტინას” წინააღმდეგ გაილაშქრა და ანგარიშით, 0-1 დამარცხდა. “მოდენასთან” მატჩშიც იგივე ციფრები გამოისახა ტაბლოზე მეორე ტურშიც, თუმცა უკვე “ბიანკონერების” სასარგებლოდ. ლიბერტაცის მესამოცე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა “პრიმავერელებისათვის”. “იუვენტუსის” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელმა ფრედრიკ სორენსენმა ახალგაზრდების რიგებში 90 წუთი ჩაატარა.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი