ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრობლემა, რომელიც პოგბას იუვეში ტრანსფერს ართულებს

პოლ პოგბა

პოლ პოგბა იუვენტუსის სატრანსფერო გეგმებიდან არსად არ გამქრალა, უბრალოდ აქ მთელი რიგი პრობლემებია და კლუბს უჭირს რეალობიდან გამომდინარე მისი სისრულეში მოყვანა.

მანჩესტერ იუნაიტედი არ აპირებს დათმობაზე წასვლას და მინიმალური თანხა, რომელიც ფრანგის სანაცვლოდ სურს 100 მილიონია.

ფაბიო პარატიჩის ძალიან უჭირს არსებულ ვითარებასთან გამკლავება, რადგან კლუბებს ახლა ასტრონომიული თანხების ასე უბრალოდ გასროლა ნამდვილად აღარ შეუძლიათ. 

თავად ფრანგს დიდი ხანია რაც მანჩესტერის დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.. ტურინი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ვარიანტად ყავს, თუმცა არც მადრიდში თამაშზე ამბობს უარს.

მოლაპარაკებები რთულად ვითარდება და ამ ეტაპზე რაიმეს პროგნოზირება წარმოუდგენელია.. მითუმეტეს ინგლისელებს ბარტერი ან თუნდაც ფეხბურთელი + მილიონები, დიდად არ აინტერესებთ.. მხოლოდ და მხოლოდ 100 მილიონი.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<