ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრობლემები სამი ხედირასთან დაკავშირებით

სამი ხედირა

იუვენტუსი ვერაფრით ვერ ახერხებს სამი ხედირასთან საერთო ენის გამონახვა.

გონსალო იგუაინის და ბლეზ მატუიდის გასხვისების შემდეგ, კლუბმა გარკვეული სახელფასო ფონდი გაანთავისუფლა და ანალოგიურს გეგმავდა გერმანელთან დაკავშირებითაც.

მაგრამ მოლაპარაკებები, რომელშიც ჩართულები იყვნენ ხედირა, მისი ძმა და იუვენტუსის მაღალჩინოსნები, უშედეგოდ დასრულდა.

სამის კონტრაქტი 2021 წლამდე არის გათვლილი და ნახევარმცველი სეზონში 6 მილიონს ღებულობს, რაზეც საკუთარი ინიციატივით უარის თქმას არ გეგმავს.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მცირე დროა დარჩენილი და მხარეებს აჩქარება მოუწევთ.. წინააღმდეგ შემთხვევაში ანდრეა პირლო ხედირას ძირითადი გუნდის მიღმა დატოვებას გეგმავს.

5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
23 days ago

იურიდიულად მართალია ეს კაცი..

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<