ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რავანელი:”მსაჯის მიმართ დიდი ყურადღება უნდა გაიზარდოს”

ფაბრიციო რავანელი რთულ და დაძაბულ დაპირისპირებას ელის, რომელიც 11 ივლისს უემბლიზე იტალიასა და ინგლისის ეროვნულ გუნდებს შორის გაიმართება:

“ორივე გუნდს ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემა გააჩნიათ. აქედან გამომდინარე ფრთხილ მატჩს ველოდები.

ეს იქნება მორიგი ტაქტიკური დაპირისპირება, სადაც შესაძლოა ერთმა ბურთმა გადაწყვიტოს ყველაფერი. 

ჩვენს რიგებში ჯორჯო კიელინის და ლეონარდო ბონუჩის სახით საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეები ირიცხებიან. ასეთი ფეხბურთელები წარმატების გარანტიას ქმნიან და შესაბამისად უემბლიმ შესაძლოა ჩვენზე უფრო კარგად იმოქმედოს, ვიდრე ინგლისელებზე სადაც წნეხი ალბათ უფრო მეტი იქნება.

მეორეს მხრივ დანიასთან საგანგაშო შეტყობინება ვიხილეთ! თითქოს და ინგლისს წარმატებას აქედან უმზადებენ.. მსაჯის მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე იქნება საჭირო, რადგან რაც 1/2 ფინალში მოხდა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x