ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რაიმონდო დე მაგისტრისი – ყველაფერი პოგბას სიტუაციის გარშემო

პოლ პოგბა

რაიმონდო დე მაგისტრისი TMW -ის პირდაპირ ეთერში პოლ პოგბას გარშემო არსებულ სიტუაციაზე საუბრობდა:

“ინფორმაცია თითქოს მანჩესტერ იუნაიტედი ფრანგ შუახაზელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს, არის სრული სიცრუეა.

მხარეებს შორის კომუნიკაცია ზემოთხსენებულ საკითხზე, უკვე დიდი ხანია აღარ ყოფილა. 

პოგბას ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება და იუნაიტედი მინიმუმ 2022 -მდე გახანგრძლივებას გეგმავდა, მაგრამ საქმე ასე იოლად არ გამოიყურება.

მართალია მანჩესტერმა სეზონის მეორე ნახევარი უფრო პროდუქტიულად გაიარა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა, თუმცა კლუბები რომლებიც ფრანგით ინტერესდებიან ერთმანეთზე უკეთეს წინადადებას ამზადებენ.

მანჩესტერ სიტი, რეალი, პსჟ და იუვენტუსი – ამიტომ ძნელად წარმოსადგენია, რომ პოლმა მთელი თავისი კარიერა ინგლისში გაატაროს.

გაჩნდა ცნობები, რომ ანდრეა პირლოს გუნდში მისვლის შემდეგ პოგბას ტურინში დაბრუნების სურვილმა კიდევ უფრო მეტად იმატა..

ისინი ერთად არაერთი წელი თამაშობდნენ და ფრანგი სრულებითაც არაა წინააღმდეგი ახლა მისი ხელმძღვანელობით იმუშაოს.. მითუმეტეს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალიელ მაესტროს ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდა:

“ანდრეა პირლოს ყურება ერთი სიამოვნება იყო. მისგან არაერთი საჭირო რჩევა მივიღე, რომელიც წინსვლაში ძალიან დამეხმარა.. 

ჩემთვის პირლო და პოლ სქოულზი მთავარი კუმირები იყვნენ.. მსურდა მათსავით მნიშვნელოვანი როლი მქონოდა გუნდის შუახაზში..”

ეს კომენტარი მან ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა, როდესაც იუვენტუსის რიგებში ირჯებოდა. ასე რომ, იუნაიტედის ფანებისთვის უახლოესმა პერიოდმა შესაძლოა ნერვოზულად ჩაიაროს..

სხვათაშორის გარკვეული წყაროები იმასაც კი ამტკიცებენ, რომ პირლომ პოგბას გამო პაულო დიბალაზეც კი თქვას უარი.. თუმცა, ამ ცნობებს ჯერჯერობით გავლენიანი მედია გამომცემლობები არ ადასტურებენ.”

 

5 3 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<