ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რანიერი: “იტალიას ახალგაზრდები სჭირდება..”

კლაუდიო რანიერიმ ინტერვიუში იტალიურ ფეხბურთსა და მათ შორის, იუვენტუსზე ისაუბრა.

“ევრო 2016 საერთო ჯამში კარგი ტურნირი გამოდგა, მიუხედავად ზოგიერთი მოსაწყენი თამაშისა. იტალია ფანტასტიურად გამოვიდა, კონტემ არაჩვეულებრივი სამუშაო გასწია. მან სული და გული მისცა აძურის. გერმანიაც კარგი იყო, მაგრამ მე არ მომეწონა ფორმაციის ის შეცვლა, რაც ლიოვმა გააკეთა ჩვენს წინააღმდეგ; ეს აჩვენებდა, რომ მათ ჩვენი ეშინოდათ. ინგლისმა იმედი გამიცრუა, კლასით მათ უფრო წინ შეეძლოთ გასვლა.

აუცილებელია ახალგაზრდების გაზრდა-განვითარება ქვეყანაში. ინვესტიცია უნდა ჩაიდოს ახალაგზარდულ გუნდებში. ჩვენთვის გერმანიის და საფრანგეთის მოდელი მისაბაძი უნდა გახდეს.

იუვენტუსის ძალა იმაშია, რომ ის ერთდროულად ფიქრობს აწმყოზეც და მომავალზეც. ისინი აძლიერებენ ახლანდელ გუნდს და ყიდულობენ ახალგაზრდებს სამომავლოდ. ამ ეტაპზე იუვენტუსი თავის საკუთარ რბოლაშია ჩართული, თეორიულად რომას და ნაპოლის თუ შეუძლიათ გაუწიონ მას კონკურენცია, თუმცა ვნახოთ რა მოხდება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. ყველაზე მეტად სასუოლო მხიბლავს. ის იტალიური ლესტერი შეიძლება გახდეს. ძალიან მომწონს მათი მიდგომა: ისინი კონცენტრირდებიან იტალიელ ახალგაზრდებზე და ამას ახალი ეროვნული მოძრაობის გამოწვევა შეუძლია.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
DP10
DP10
6 years ago

რანიერი კარგი კაცია, უბრალოდ იუვეში ცუდ დროს მოუწია მოღვაწეობა.
სასუოლო მეც მომწონს. ნაკრების მწვრთნელად მე თუ მკითხავთ (ვიცი არ მკითხავთ) დი ფრანჩესკო მირჩევნია ვენტურას.

jjj jjj
6 years ago

ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა :lool:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

სასუელოს ფან კლუბი ღადაობთ

1juve
1juve
6 years ago

შემოდით ყველა სასუოლოს ქართული ფან-კლუბი Sassuolo.Clan.su

giorgi nefaridz
6 years ago

1იუვემ სასუოლოს ქართული ფანკკუბი დაარსა. ყველაზე მეტი იტალიელი ყავთო :chuvak:

irakli28
6 years ago

ძაძას და ჯოვინკოს ფანკლუბები როდის იხსნება? :lool: :lool: :lool:

juve amor
რეალისტი
6 years ago

შემოსაწირსაც ხომ არ გვთხოვს?

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x