ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რა არის ის, რაც “იუვენტუსს” ნამდვილად აკლია ?

კვირას “იუვენტუსმა” “ვერონასთან” ითამაშა ფრე, 2-2.მართალია, სატურნირო თვალსაზრისით ამ ქულას არაფერი შეუცვლია, რამეთუ პარალელურ მატჩში “რომამ” თანაქალაქელ “ლაციოს” ვერ მოუგო, თუმცა დაკარგულმა ორმა ქულამ მაინც გააჩინა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა.კონცენტრაციის ნაკლებობა ბებერ ქალბატონს არა მხოლოდ ჯალობლუსთან მატჩში, არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც დაეტყო, როცა გუნდმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხა და მესამე ადგილით ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა.ფაქტია, დღევანდელ “იუვენტუსს” რაღაც აკლია, ალბათ გამოცდილება, ხასიათი, რომელიც ევროასპარეზზე აუცილებელია.

უპირველეს ყოვლისა, დავსვათ შეკითხვა, რა იგულისხმე ჩემპიონურ ხასიათში ? – პასუხი მარტივია, გუნდს მხოლოდ პლანეტის უძლიერეს კლუბებთან კი არ უნდა შეეძლოს კონცენტრაციის ხარჯზე მაღალ დონეზე თამაში, არამედ დამაჯერებლად უნდა იგებდეს აუთსაიდერების წინააღმდეგ შეხვედრებშიც.ნებისმიერი დაპირისპირება 90 წუთს გრძელდება და გოლების გატანა მსაჯის უკანასკნელ სასტვენამდეა შესაძლებელი.მატჩის მიმდინარეობისას შეიძლება დაფიქსირდეს ფაქტი, რომელმაც სრულიად შეცვალოს შეხვედრის მიმდინარეობა, ეს შეიძლება იყოს ულამაზესი გოლი, წითელი ბარათი, გაძევება ან კიდევ ბევრი რამ, აქ კაცური ხასიათის გამოვლინებაა საჭირო – რთულ მომენტში.

და მაინც, რა მოხდა “ვერონასთან” მატჩში ? – ვინც შეხვედრას ვერ უყურა, მოკლე რეზიუმე ასეთია : შევქმენით ორი საგოლე მომენტი მეტოქის კართან მატჩის დებიუტშივე, ორივე გამოვიყენეთ.ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ ყველაფერი დამთავრებულია, მატჩი მოგებულია და პოზიციური თამაში დაიწყო.ასეთი შემთხვევა პირველი არაა, კონცენტრაციის დაკარგვა “იუვენტუსმა” ფლორენციაში ინანა, ორი ბურთით რომ ვიგებდით და მეტოქემ სასწაულებრივად შემოატრიალა შეხვედრა.

თუ კარგად დავუფიქრდებით, ჩემპიონთა ლიგაზე შერცხვენაც სწორედ ამ ოპერიდან ერთ-ერთი ქვეთავია.დანიაში ვერ მოვუგეთ “კოპენჰაგენს”, ორი უაზრო გოლი გავუშვით “გალათასარაისთან” სახლში და სტუმრად ისე ვითამაშეთ, ფაქტი იყო, პლეიოფში თამაში თურქებს უფრო სურდათ, ვიდრე იტალიელებს.დროგბასა და სნეიდერის თამადობით “გალა” გაცილებით აგრესიულ და აქტიურ (თოვლ)ბურთს თამაშობდნენ.

გასულ სეზონში მიუნხენის “ბაიერნთან” უსუსური თამაში ფეხბურთელების გამოუცდელობას დავაბრალეთ, წელს კი ამაზე საუბარი ცოტა არ იყოს არასწორია.”შახტართან”, “ჩელსისთან” და “სელტიკთან” შეხვედრებში გუნდი მშვენივრად თამაშობდა, აი გერმანელებთან კი დავმარცხდით, თუმცა წესით კარგი გაკვეთილი უნდა მიგვეღო.მიმდინარე სეზონში, როგორც მინიმუმ, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალს უწინასწარმეტყველებდნენ ჩვენს გუნდს, მით უმეტეს, ზაფხულში ჯუზეპე მაროტამ რამდენიმე მაღალი დონის შემტევი დაიმატა.საუბარი კარლოს ტევესზე, ფერნანდო ლიორენტეზე მაქვს, კიდევ კვადვო ასამოას დასახელებაა შესაძლებელი, რომელიც პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველია, თუმცა ფაქტია, განელი მარცხნივაც მოწოდების სიმაღლეზეა და ამ მომენტისთვის შემცვლელს არ საჭიროებს.

ამბიციური გუნდი, გამარჯვების მენტალიტეტით და ახალგაზრდა მწვრთნელით.იტალიაში ბუნებრივია, საუკეთესო გუნდი, აპენინებზე ტურინელებს კონკურენტი უბრალოდ არ ჰყავთ.არ დაგვავიწყდეს, ბებერი ქალბატონი იმ სკუადრა აძურას მთავარი მომმარაგებელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.არადა, ბიჭებმა სეზონიც კარგად დაიწყეს და რამდენიმე მატჩშიც დაამტკიცეს მებრძოლი სული : “ინტერთან” გასვლაზე, “რეალთან” ფრე, კაცნაკლული მოპოვებული ქულა რომში, “ლაციოსთან”, აი გადამწყვეტ მომენტში კი, ჩემპიონთა ლიგაზე რაღაც არ გვეყო, თითქოს, რაც უფრო სუსტია მეტოქე, მით უფრო ნაკლებია კონცენტრაცია.

როგორ გავაგრძელოთ იმ “რაღაცის” გარეშე ? – რას ვიზამთ.თუ “იუვენტუსს” სურს ჩემპიონთა ლიგაზე სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს და მხოლოდ საკუთარ კედლებში არ შეეძლოს უმაღლეს დონეზე თამაში, მაშინ მენტალიტეტი უნდა აიმაღლოს.შესაძლოა, საუბარი იყოს რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელების დამატებაზე.ფაქტია, ზაფხულში გაუმჯობესებულ კონტრაქტიან კონტეს სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოუწევს, მას ხომ ახლა სატრანსფერო ბაზარზეც შეუძლია საკუთარი სიტყვის თქმა.ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის გაცემა კლუბის ხელმძღვანელობას მოუწევს, საქმე იქნება ეს ფეხბურთელებში, ტაქტიკურ მონახაზში თუ სხვა რამეში, დაველოდოთ.

ავტორი : სერგეი ხავროლევი

პირდაპირი წყარო : Juventus.ru

 

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
56 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
7 years ago

უბრალოდ 3 მაღალი კლასის ფეხბურთელი გვჭირდება განსაკუთრებით ფლანგები

d a v i d
7 years ago

ო ხო ხო აქ რა ამბავი ყოფილა და მე გამოვაკლდი?! კონტესტან რა გინდატ ერთი ტამაშის გამო ამხელა აჟიოტაჟის გაკეტება შეიძლება? თქვენი მაგრად მიკვირს ისე ვინც კონტეს აკრიტიკებს, კრიტიკაც მესმის მარა უკვე გუნდიდან გაშვება ნამეტარი დიდი მოთხოვნაა კაცი მესამე სკუდეტოს დებს და არ დავაფასოტ მისი ნასრომი? ან რას გადაეკიდეთ მის ზამენებს თქვენი(ჩემიც ხშირად) ვერ გამიგია, კაცმა სება-კუალის რატო არ ატამაშებსო აკრიტიკებთ ათამაშებს და რატო ატამაშაო, პადოინი შემოყავს და ფუ ეს ვინ შემოიყვანაო, პელუზო გობნანა შემოყავს და ეს რა გააკეტაო ვუჩინიჩი ტამაშობს არ თამაშობს მაინც 9 მეტრიანი ხვდება ისმის კითხვა ვინ სემოიყვანოს აბა ზამენიდან? ალესიო მისი თანაშემწე? ვინც ყავს იმას ათამაშებს, მეც… Read more »

d a v i d
7 years ago
Reply to  d a v i d

აუ აუ აუ ანჩელოტის შეფასებისას კლავიატურამ აურია :lool: უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რო ანჩელოტიმ მისი უაზრო ცვლილებებით ლიგის ფინალი წააგო და ვინმეს არ მოუთხოვია კლუბიდან გაშვება არც გაუშვეს და ეგრევე მეორე წელს ლიგაც დადო, და კაცმა (კონტემ) ჩემპიონატში ერთი ტამაში ნიჩია იტამაშა და ეგრევე გაგდება მოგვინდა :boli:

gela kulikovi
7 years ago

კონტესტან ვის რა გაკვტ სატკმელი იგროკებს არ ყიდულობენ და რა კნას მეტი სჰემტევი ფლანგები გვინდა და 4 3 3 ტაქტიკა სტრელინგის ნაირი სჰემტევები მაინც გვყავდეს ნეტა რა აგარ ვამბობ როისზე სილვაზე რიბერიზე გიოცეზე ლალანაზე ჰემბერლაინზე და ასეტებზე აგარაფერს

giorgi nefaridz
7 years ago
Reply to  gela kulikovi

სტერლინგი არის ერთერთი ყველაზე უნიჭო გარემარბი რომელასც სისწრაფის მეტი არაფერი აქ, იტალიასი ისე ლაღად ვერ ითამაშებს როგორც ლივერში თამაშობს, :forza:

osvaldo ardiles
7 years ago

VIDAL23VIDAL23 თავის დროზე იუვეს ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ტრაპატონი გაუშვეს, არა ნაკლებ წარმატებული ლიპი გაუშვეს და კონტეს არ გავკარი. წავა თუ არა სერია ბ-ში არ გავარდეს ახლა უმისოდ დარჩენილი იუვენტუსი. კოპენჰაგენთან და ვერონასთან მათხოვრული ნიჩიების გაგორებას, ვაბშე არ ჭირდება მწვრთნელი მე თუ მკითხავ. რაც შეეხება პატარ-პატარა ჩავარდნებს, ლიგის ჯგუფში ჩარჩენა პატარა კი არა გრანდიოზული ჩავარდნაა იუვენტუსისთვის. მთელი მსოფლიოს სასაცილო გახდა გუნდი და თუ კლუბის პრესტიჟი ფეხებზე კიდია ბარემ პირდაპირ გვითხრას დონ ანტონიომ.

giorgi nefaridz
7 years ago

:up:

giorgi nefaridz
7 years ago

თუ ვერ უქაცავს ეს ბონუჩი შეცვალოს წყობა ან კასერესი ათამაშოს, 4-3-3 ან 4-4-2 შეიძლება, მომდევნო სეზონიდან დაცვა ასე უნდა დაკონპლექტდეს ლიხშტა-ბარძალი- კიელინი-ასამოა ან კასერესი, ნახ დაცვა პირლო პოგბა ვიდალი, თუ დიდ თანხას არ იხდიან და არ აქთ შესაძლებლობა იბარბო ბიაბიანი ჩერჩი ან კვადრადო დაითრიონ ასტრონომიულ თანახს არავინ მოთხოვთ, პეპესაც მიცეს ცოტა დრო იქნებ ჩადგეს ფორმაში და ძველებურად ითამაშოს, ჭიაყელას გამოყენებაც შეიძლება გარემარბად სივრცე თუ აქ შეუძლია მაღალ დონეზე ითამაშოს :forza:

arseni
7 years ago

ზოგადად ფინანსსები მაგრამ ხელმძღვანელობაც არ გამოირჩევა დიდი ტვინით .. მათ შორის კონტეც .. ანიელი რომ დებილია მაგას რად უნდა ლაპარაკი …
კაცი კვალიარელას რომ დატოვებს განაცხადს მიღმა ოპლეიოფებისთვის რა უნდა ელაპარაკო ..
ისე იუვეს მინუსი ბურთის ფლობაა .. ძალიან მოისუსტებენ ამ კომპონენტში და ზოგადად იმპროვიზაცია …..
ერთი კარგი გარემარბი მაინც უნდა ჰყავდეს გუნდს … ესეც ვერ გააკეთე ს….
და კიდევ ბევრი მომენტია

VIDAL23VIDAL23
7 years ago

ალბად დელ ნერი რანიერის დრო მოგვენატრა არა
:lool:

VIDAL23VIDAL23
7 years ago

მაიცა მაშინ როცა 2 სკუტეტო მოიგო და მესამე ხელში უწერია ახლააა ერტი ორი ტამაში ჩააგდო ახლა გასაკრიტიკელები,ნეტა ვინ უნდა შეცვალოს კონტე ამდენი გაკეტებული შრომის მერე :lool: :lool: :lool:

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

56
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<