ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რა ხდება სანდრო ტონალის თავს?

სანდრო ტონალი

სანდრო ტონალისთან დაკავშირებით გასულ უქმეებზე სხვადასხვა ცნობა გავრცელდა, რომელსაც ფეხბურთელს ინტერში აგზავნიდა.

დიახ, რეალურად ნერიაძური ახლოს არის ფეხბურთელის ტრანსფერთან, თუმცა იუვენტუსს სიტუაციაზე კონტროლის დამყარება ნებისმიერ წამს შეუძლია.

საქმე იმაშია, რომ თავად ტონალი უარობს ბიანკონერის ვარიანტს, რადგან ვერ ხედავს საჭირო გარანტიებს..

ტურინელთა შუახაზში ახლა ნამდვილი ქაოსი სუფევს.. ახალგაზრდა ნახევარმცველი არ არის დარწმუნებული, რომ ასეთ დიდ კონკურენციაში მას საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება მიეცემა. 

აქედან გამომდინარე, მისთვის ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მუშაობა, შეიძლება ამ ეტაპისთვის ყველაზე სწორი ნაბიჯი აღმოჩნდეს.

ყოველშემთხვევაში თავად სანდროს ყოყმანი იუვეს წინადადებაზე სწორედ ამას გვაფიქრებს.. 

მასიმო ჩელინოსთან შეთანხმების მიღწევა იოლი არავისთვის იქნება და არც ინტერი არის ამ მხრივ გამონაკლისი..

50 მილიონი – ჯერჯერობით მსგავსი წინადადება არცერთ კლუბს არ გაუკეთებია, მაგრამ რაც დრო გადის გარკვეული მხარეები უახლოვდებიან ზემოთხსებულ თანხას.

ასე რომ ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული.. ინტერი იუვენტუსს ფინანსური თვალსაზრისით ტრანსფერში ვერ შეეცილება, მიუხედავად მაურო იკარდის სანაცვლოდ აღებული 57 მილიონის.. 

მთავარი ამ შემთხვევაში ფეხბურთელის ნებაა, რომელიც ვერ რწმუნდება შავ-თეთრების რიგებში გადასვლაზე.. მიზეზი? აი ეს არის უკვე საინტერესო.. ვისგან ვერ ღებულობს საჭირო გარანტიებს და ასე შემდეგ.

4.5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<