ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რა ხდება ტურინში? გუნდი სრულად იზოლირებულია

იტალიური მედია ყოველთვის გამოირჩეოდა საკუთარი ემოციური ხასიათის განცხადებებით, მითუმეტეს როდესაც საქმე რომელიმე ტოპ კლუბის კრიზის ეხებოდა..

ამჯერად კი მათ ხელში იუვენტუსია მოხვედრილი, რომელიც საოცრად არასტაბილურ და უხარისხო ფეხბურთს აჩვენებს.. შედეგიც შესაბამისია – იუვენტუსი 15 ქულით სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება, რაც მათთვის 60-იანი წლების შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტია.

ალეგრის განრისხებამ პიკს მიაღწია და კლუბთან შეთანხმების შემდეგ, ფეხბურთელები ბაზაზი ჩაიკეტნენ..

კულუარული ცნობებით მხარეებს შორის დაძაბულობა ჯერ კიდევ ვერონასთან პირველი ტაიმის შემდეგ დაიწყო, როდესაც ფეხბურთელები გასახდელში შევიდნენ.. გარეთ მხოლოდ ალეგრის ღრიალის ხმა გამოდიოდა, რომელიც მოთამაშეებს ინერტულობაში ადანაშაულებდა.

არანაკლები სიტუაცია სუფევდა მატჩის დასრულების შემდეგ. პროტოკოლის თანახმად ალეგრი საპრესკონფერენციოში მსაჯის საფინალო სასტვენიდან 10-15 წუთში უნდა გამოცხადებულიყო.. პროტოკოლი დაირღვა და მაქსი მიკროფონთან 45-50 წუთიანი დაგვიანების შემდეგ გამოცხადდა.

რა იგეგმება? ალეგრიმ მატჩისშემდგომ პრესკოზეც განაცხადა, რომ უპრიანი იქნებოდა თუ ლაპარაკის ნაცვლად გუნდი სრულად ჩაიკეტებოდა და საქმეს მიხედავდა. მეორე დღესვე ოფიციალურმა გვერდმა სწორედ ეს ინფორმაცია გაავრცელა.

მიმდინარე კვირის ბოლომდე ფეხბურთელები კონტინასაზე დარჩებიან.. რა იქნება მერე ამას უკვე დრო აჩვენებს, მაგრამ სიტუაცია ტურინში უკიდურესად დაძაბულია..

დღეს კონტინასაზე ალეგრი ფეხბურთელებს დიდი ხნის მანძილზე ესაუბრა. ტოსკანელს სურს მასში ის საჭირო რამ გააღვივოს, რომელიც დღევანდელი იუვენტუსისთვის ასე მნიშვნელოვანია და გუნდს გამარჯვებებს დაუბრუნებს. წარმატება – გუნდურობით მიიღწევა – ესაა ალეგრის ფილოსოფია.. იზიარებენ ხელმძღვანელები? კონტინასაზე ნედვედი და კერუბინი მაქსის დიდი მოტრფიალენი არ არიან, მაგრამ ალეგრის ზურგს ანიელი უმაგრებს, ასე რომ ამ მხრივ მწვრთნელს მშვიდად ყოფნა შეუძლია..

მედია ამასობაში იყოფა – ზოგი მიიჩნევს, რომ პრობლემა მწვრთნელშია, ზოგი ფეხბურთელში.. არიან ისეთებიც რომლებიც პრობლემას უფრო მასშტაბურად ხედავენ და ყველაფერში ხელმძღვანელობის მხრიდან გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე მიუთითებენ.

“ალეგრი ორი წლის მანძილზე გვერდიდან უყურებდა მოვლენების განვითარებას და ყველანი ვფიქრობდით, რომ ახალი ენერგიით შეუდგებოდა სამუშაოს.. როგორც ჩანს შევცდით ან მან თავად არ იცის რა სიტუაციაში ამოყო თავი”- Corriere

“ეს სრული კრახია და იმ ეპოქის დასასრული, რომელმაც ისტორია დაწერა. იუვენტუსისთვის შავი დღეები დაიწყო” – Libero.

“გუნდს არ ყავს კვალიფიციური ნახევარმცველი. ლოკატელის იმედად ყოფნამ ის შედეგი მოიტანა რასაც ვხედავთ” – Sportmediaset.

“საინტერესოა მომავალ უიკენდზე ვლაჰოვიჩი რომ ტურინში ჩავა რა ამბები დატრიალდება. ფეხბურთელი, რომელიც იუვენტუსისთვის უმნიშვნელოვანეს სატრანსფერო სამიზნედ იქცა.. დაასაჩუქრებს როგორც თავის დროზე რონალდუმ გააკეთა? ეს გუნდი უკვე პენსიაზეა გასული და გამორიცხული არაფერია” – Corriere Della Serra

“ალეგრის ადგილზე პირველი ტაიმის შემდეგვე დავტოვებდი თანამდებობას, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ იგივეს ანიელისაც ვურჩევდი” – პაოლო ბარჯიჯი.

“ერთადერთი ნათელი წერტილი დიბალაა რომელსაც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სისხლი გაუშრეს.. აქ კარგად ჩანს ხელმძღვანელობაში რამდენად დიდი პრობლემებია”- Calciomercato

“ალეგრი შეძლებს დაბრუნებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ თავადაც ვერ წარმოიდგენდა თავს ასეთ ტალახში, რომ ამოყოფდა. მაქს დიდი ნებისყოფა აქვს, მაგრამ არსებულ შემადგენლობას ძალიან უჭირს დასახული ამოცანების შესრულება.”

 

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x