ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რობერტო ბაჯო:”ჯანი ანიელი საოცარი პიროვნება იყო”

რობერტო ბაჯო

ლეგენდარული რობერტო ბაჯო Revista Libero -ს ესაუბრა. ცხენისკუდა ბიანკონერის რიგებში 5 სეზონის მანძილზე ირჯებოდა და სამი აქედან კაპიტნის სამკლაურით გაატარა:

“ფეხბურთი მუდამ გაძლევს ახალ შესაძლებლობებს. ოჯახში მასწავლიდნენ რას ნიშნავს შრომისმოყვარულობა, მუშაობა და მსხვერპლის გაღება. ვიჩენცაში ჩემს მახლობლად მყოფნი დიდ ემოციას მაძლევდნენ. ახალ ძალას, ენერგიას რომ მოძრაობა გამეგრძელებინა!

მოედანზე იმ საოცარი ვნების გამო ბრუნდები, რომელიც გიბიძგებს სირბილისკენ და სირბილისკენ! ის ხდება შენი ცხოვრების მეგზური და რაც არ უნდა შავი დღეები იდგეს, არ ნებდები და გზას ამაყად მიუყვები.

იუვენტუსის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, მაგრამ ფიორენტინაში დარჩენა მსურდა. აქ საოცარი ადაიანები გავიცანი და ორი ტრავმიანი სეზონის შემდეგ ყველას დავპირდი, რომ აქ დავრჩებოდი. თუმცა ვიოლა ცუდად მომექცა..

გამყიდეს და ამასთანავე ყველაფრის ფეხბურთელზე გადაბრალება დაიწყეს, თითქოს მე დაქირავებული ვიყავი..

გამოწვევები ყოველთვის მიყვარდა და ორი აზრი არ არის, იუვენტუსი ისეთი შესაძლებლობა იყო რომელიც ამ ყველაფრის სათავეშია. 

ჯანი ანიელი უნიკალური პიროვნებაა! უდიდესი საფეხბურთო გულშემატკივარი, რომელიც წყობიდან მაშინ გამოდიოდა როდესაც გუნდი ცუდად თამაშობდა. ჯანი საშემსრულებლო ოსტატობას განსაკუთრებულად აფასებდა და ამიტომაც გიჟდებოდა რენატო ჩეზარინიზე, მიშელ პლატინიზე და ომარ სივორიზე..

რონალდო? ფენომენი? სასწაულებს აკეთებდა! მომავლის ფეხბურთელი იყო.. ბრაზილიელი ყველას და ყველაფერს ასწრებდა საკუთარი ტექნიკითა და სისწრაფით. ბურთთან საოცარ რამეებს ჩადიოდა.. უყურებდნენ და ვერ ხვდებოდნენ, როგორ ან რანაირად.. რონალდო უნიკალურია!

სუპერლიგა? ფეხბურთი საჭიროებს ცვლილებებს.. ყველაფერი ვითარდება და არც ფეხბურთია გაჩერებულა.. არც მის გარშემო მდგომი ასპექტები.. ტელევიზიები, ინდუსტრია და სხვა ყველაფერი..

მაგრამ როდესაც ცვლილებებზე მივდივართ, საჭიროა გაანალიზება რომ ეს ყველაფერი გათვლილი იყოს ყველაზე და არა რამდენიმეზე.. საფეხბურთო ცვლილებებში საჭიროა საკუთარი წვლილი ყველამ შევიტანოთ.. საუბარი ახალი კულტურის ჩამოყალიბებაზეა და აქ თითოეულის წვლილი ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x