ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რობერტო მანჩინი:”უჩვეულო საღამო მელის”

რობერტო მანჩინი ფინალისგან სიამოვნების მიღებას ეცდება:

“განწყობა იქნება განსხვავებული, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე საფეხბურთო მატჩთან გვექნება, რომელმაც დაუვიწყარი ემოციები უნდა გვაჩუქოს.

ესპანელებთან შეხვედრაში საკუთარი ფეხბურთის დემონსტრირება გვქონდა მიზნად, მაგრამ მათ იმდენად კარგად იასპარეზეს, რომ ამან რიგი პრობლემები შეგვიქმნა.

ინგლისელებს ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდი ყავთ და ამიტომაც მაქვს იმედი, რომ დღეს გამარჯვებას ტექნიკური სტილი მიაღწევს. 

ბრიტანელებს უბრალოდ უმართლებდათ, თორემ მათ სხვადასხვა ეპოქაში დიდი გუნდები ყავდათ. ნებისმიერ შემთხვევაში სპორტის და ფეხბურთის ქომაგს დიდი სანახაობა ელის. თუ შენ არ გყავს შესაბამისი ძალის და ფსიქოლოგიის მქონე გუნდი, მაშინ ფინალში გასვლას ვერ შეძლებ. ასე რომ კითხვაზე პასუხი, რამდენად დამსახურებულია ამა თუ იმ ნაკრების აქ ყოფნა, ვფიქრობ გაცემულია.

ჩვენ იმდენი ხანი ვმუშაობდით ამ ყველაფერზე, ახლა ნამდვილად არ ვგეგმავთ რაიმე კორექტირების შეტანას. შესაბამისად, ბიჭებისგან მაქსიმალურ ყურადღებას ველოდები. 

შოტლანდიური გამომცემლობის პირველი გვერდი ძალიან სახალისოდ გამოიყურებოდა და ამაზე ბევრი ვიცინეთ. თუმცა, კონცენტრირებულები საკუთარ თამაშზე უნდა ვიყოთ და მაქსიმუმი გავიღოთ იტალიელი ქომაგების გასაბედნიერებლად. 

ჩემს კარიერაში ეს ალბათ ყველაზე ემოციური მომენტი იქნება. სხვადასხვა პერიოდში ძლიერ აძურიში მაქვს ნათამაშები და სამწუხაროდ წარმატების მიღწევა ვერცერთხელ ვერ მოვახერხე. იმედს ვიტოვებ, უემბლიზე როგორც მწვრთნელი დიდ სიამოვნებას მივიღებ..”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x