ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რობერტო მანჩინი უელსელთან მოახლოებულ მატჩზე საუბრობს

ხვალ, ჩვენი დროით 20:00 -ზე იტალიელები ევროპის ჩემპიონატზე, საკუთარ ჯგუფში რიგით მესამე მატჩს უელსის ნაკრებთან გამართავს.

აძურის ტრიუმფალურ ასპარეზობაზე ყველა აღტაცებით საუბრობს და საინტერესოა მოახლოებულ დაპირისპირებაში რობერტო მანჩინი რომელ მოთამაშეებს დაეყრდნობა.

იტალიელები ჯგუფიდან უკვე გასულები არიან და შესაბამისად, ახლა მშვენიერი დროა შანსი სათადარიგოთა შორებს მყოფებს მიეცეთ, რითაც სასტარტო 11-ეული სულს მოითქვამს:

“უელსელებთან რთულ დაპირისპირებას ველოდები რადგან, ეს შეხვედრა ჩვენი (იტალიური) დროით 18:00 -ზე დაიწყება, რაც იმას ნიშნავს რომ ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მაღალი დაფიქსირდება.

ახლა მშვენიერი შესაძლებლობა მაქვს ძირითადი გუნდი დავასვენო, რადგან ინტენსიური ორი დაპირისპირებიდან გამომდინარე ისინი საკმაოდ გადაღლილები გამოიყურებიან.

მიუხედავად გადანაცვლებებისა, სათამაშო სტილი უცველელი დარჩება და ამ მხრივ ხარიხს საფრთხე არ ემუქრება.

ფედერიკო კიეზა და მარკო ვერატი? ეს უკანასკნელი არ არის კარგ ფიზიკურ კონდიციებში, მაგრამ მისი ტექნიკური არსენალი და ინდივიდუალიზმი ყველაფერს აბალანსებს. შესაბამისად, შემიძლია დაგიდასტუროთ რომ ვერატი სასტარტოში თუ არა ცვლილებაზე აუცილებლად გამოჩნდება.

ფედერიკოს თავის მხრივ ყველა ზონაში შეუძლია ყოფნა, გარდა ცენტრალური თავდამსხმელისა.. მისი იდეალური პოზიცია ვინგერია.”


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია 

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x